კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაამტკიცა მილიციელმა ქალმა, რომ კაცები ქალებზე სულელები არიან

საახალწლოდ ახალი ბინა მივიღე და 31 დეკემბერს  თანამშრომლები დავპატიჟე. ახალი წლის დადგომამდე სულ რაღაც საათ-ნახევრით ადრე სუფრასთან ცხარე კამათი გაიმართა – ქალი უფრო სულელია თუ კაციო. აზრი, რა თქმა უნდა, ორად გაიყო: ქალები ვამტკიცებდით, რომ კაცი უფრო სულელია, კაცები კი – პირიქით. უცებ ერთმა აზრმა გამიელვა თავში და ვთქვი:
– ახლავე დაგიმტკიცებთ, რომ კაცი უფრო სულელია და ამას თქვენ სულ მალე ნახავთ. მე წავალ და მალე დავბრუნდები, ოღონდ, როცა მოვალ და კარის გაღებას დავიწყებ, ჩუმად იყავით და მთელ ბინაში შუქი ჩააქრეთ.
ყველანი დამეთანხმნენ. მე კი ერთ-ერთი თანამშრომლის მანქანა წავიყვანე და წავედი.
თორმეტს გადაცილებული იყო, როდესაც გაჩახჩახებულ რუსთაველის გამზირზე აუჩქარებლად გავიარე. სასტუმრო „თბილისის“ კუთხეში კარგად ჩაცმული კაცი იდგა. მანქანა გავუჩერე და ვუთხარი, მარტოხელა ვარ, პარტნიორს ვეძებ და, თუ თავისუფალი ხარ, წამომყევი-მეთქი.
მამაკაცი არც დაფიქრებულა, ისე ჩამიჯდა მანქანაში. მივიყვანე ჩემს ბინაში, კარი გავაღე და ჩაბნელებულ ოთახში შევედით.
– გაიხადე და საძინებელში დამელოდე, მე კი შხაპს მივიღებ და მალე მოვალ, ჩემო გიჟო! – ვუთხარი ჩემს სტუმარს და იმ ოთახისკენ მივუთითე, რომელშიც ჩემი გასუსული თანამშრომლები ისხდნენ.
მამაკაცმა სწრაფად გაიძრო სამოსი და დედიშობილა შევიდა ბნელ ოთახში.
მეც შევყევი და შუქი ავანთე... ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში ჩავარდებოდა ჩემი სტუმარი, როდესაც ოცდაათი ცნობისმოყვარე ადამიანის მზერას დაინახავდა.
– აბა, რას იტყვით, ძვირფასო კოლეგებო? – მივმართე მამაკაცებს, – კაცი უფრო სულელია თუ ქალი?
– კაცი, კაცი, ჩემო კარგო, – მიპასუხა გივი კვანტალიანმა, სტუმარს პისტოლეტი მიუშვირა და უთხრა: – არ გაინძრე, ლაკობა, თორემ ახალ წელს ვეღარ შეხვდები!
ჩემი სტუმარი ძებნილი იური ლაკობა აღმოჩნდა, რომელიც ცნობილი ბოროტმოქმედი იყო და აფხაზეთის ომის დროს არძინბას რეჟიმს ეხმარებოდა.

 

მაიორ ზეინაბ თოიძის მონათხრობის მიხედვით

скачать dle 11.3