კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

რომელ ცნობილ დიჯეებს უმასპინძლებს ანაკლია GEM Fest-ის ფარგლებში და როგორ შეძლებთ ქართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე მოხვედრას

ანაკლიაში 30 ივლისიდან  7 აგვისტოს ჩათვლით ქართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GEM Fest-ი გაიმართება. 9 დღის განმავლობაში, თქვენ გექნებათ საშუალება, მსოფლიო დონის დიჯეებთან ერთად, ქართველ შემსრულებლებსაც მოუსმინოთ. მონაწილეთა შორის იქნებიან: არმინ ვან ბიურენი, ელენ ელიენი, დიჯეი ლუჩიანოს, პეტრე ინსპირესკუ, ნინო ქათამაძე, „ნიუტონი“, ბაკურ ბურდული და სხვები.  ანაკლიაში მოწყობილ საზაფხულო კინოთეატრში კი გაიმართება ახალგაზრდა რეჟისორების მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება. სპეციალურად GEM Fest-თვის  შენდება 5 სცენა და კარვების ქალაქი  ხელოვნური დაჩრდილვით; ასევე, 12 ბარი და 6 კვების ობიექტი. ფესტივალის ტერიტორიაზე მოხვედრას მხოლოდ  Multi Pass-ის შეძენის შემდეგ შეძლებთ – ეს არის პლასტიკური ბარათი, რომელიც საფესტივალო ტერიტორიაზე ულიმიტო შესვლა-გამოსვლის ნებართვას იძლევა. ის სამი სახისაა: კლასიკური მულტიპასი, რომლითაც ისარგებლებთ  9 დღის განმავლობაში (მისი ღირებულება ამ ეტპაზე 200 ლარია); full House Pass, რომლის შეძენის შემთხვევაში კარვითაც იქნებით უზრუნველყოფილი (ამჟამად ის 300 ლარი ღირს) და, ბოლოს, Diamond  Pass, რომლითაც არაერთ ბონუსს მიიღებთ (მისი ღირებულება 1 000 ამერიკულ  დოლარს შეადგენს). ასევე, არსებობს Singl Pass, ანუ, ერთჯერადი  100-ლარიანი ბილეთი. ქართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალს საქველმოქმედო მისიაც აქვს – თითოეული გაყიდული ბილეთიდან 1 ლარი გადაირიცხება 22 წლამდე ასაკის ონკოლოგიური პაციენტებისთვის.
ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს წინ „აბსოლუტური ჯემი“ გელით.

скачать dle 11.3