კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაიმეტა მამაკაცმა სასიკვდილოდ ყოფილი სიმამრი და ვისგან ითხოვდა მის გამოსასყიდ თანხას

 61 წლის  ვალერი გ-შვილი სამართალდამცველებმა უცნობი მოქალაქის  სატელეფონო ზარის შემდეგ იპოვეს – გარდაცვლილი მამაკაცის გვამი საცხოვრებელი კორპუსებიდან მოშორებით, რეკრეაციულ ტყე-პარკში იქნა აღმოჩენილი. მას ქურთუკის ჯიბეში აღმოაჩნდა მართვის მოწმობა, რისი მეშვეობითაც მოხდა მისი იდენტიფიკაცია. გარდაცვლილს გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა, მოგვიანებით სამედიცინო ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ ის გულის შეტევით იყო გარდაცვლილი.  ტყე-პარკის იმ  ადგილის დათვალიერების შემდეგ, სადაც გვამი აღმოაჩინეს,  თავიდანვე საეჭვო  გახდა მამაკაცის ყოფნა იმ ადგილზე, სადაც ის შემთხვევით  არ უნდა ყოფილიყო მოხვედრილი; თუმცა, მისი ვინაობის დადგენის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული პიროვნება გვამის აღმოჩენამდე სამი დღით ადრე ყოფილა დაკარგული.
 მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და დაიწყო გამოძიება. გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ 61 წლის ვალერი გ-შვილი სამშენებლო ბიზნესით იყო დაკავებული და მისი გაუჩინარება, სწორედ ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტიდან მოხდა, სადაც ობიექტზე გვიან ღამით იყო მისული. ამის შემდეგ მასთან კონტაქტი გაწყდა – ოჯახის წევრები მთელი ღამე ცდილობდნენ დაკავშირებას მამაკაცთან, რომელიც, თვითმხილველის (ობიექტის დარაჯის) განცხადებით, გვიან ღამით ნახა.
ამონაწერი მოწმის, ვალერი გ-შვილის მეუღლის, დარეჯან კ-იანის ჩვენებიდან: „ღამის 10 საათი იქნებოდა, როცა მეუღლეს დავურეკე. მითხრა, ობიექტზე ვარ მისასვლელი ცოტა ხნით და მერე სახლში წამოვალო. ორი საათი გავიდა. ასე დაგვიანება ვალერიმ არასდროს იცოდა და ისევ დავურეკე. ტელეფონი ისე გამითიშა, არ მიპასუხა. დავურეკე მის მძღოლს, რომელმაც მითხრა, რომ იმ დღეს ოჯახური პრობლემების გამო სამსახურიდან გაეთავისუფლებინა და ჩემი მეუღლის შესახებ არაფერი იცოდა. გვიანობამდე ვცდილობდი ვალერისთან დაკავშირებას, მერე კი მისი  ტელეფონი ქსელიდან გამოირთო. ძალიან შევშინდი, ჩემს მეუღლეს გული აწუხებდა და, ვიფიქრე, ცუდად ხომ არ გახდა-მეთქი. დავურეკე ჩემს შვილს, რომელიც გვიან ღამით წავიდა ობიექტზე და დარაჯისგან შეიტყო, რომ ვალერიმ ტერიტორია ღამის 11 საათზე დატოვა. მთელი ღამე ვეძებეთ, ჩემს შვილს ისიც კი ვუთხარი, პოლიციაში განვაცხადოთ-მეთქი, მაგრამ, იუარა – ეგებ სადმე წავიდა და დაველოდოთო. მეორე დღეს, დაახლოებით, დღის პირველ საათზე სახლთან აღმოვაჩინეთ წერილი, სადაც ეწერა, რომ ვალერი გატაცებული იყო და მის გამოსასყიდად 50 ათას დოლარს ითხოვდნენ. ჩემმა შვილმა მთხოვა, ორი დღე მომეცი და თვითონ ვიპოვი მამასო. სწორედ ეს ორი დღე გახდა ჩვენთვის საბედისწერო”...  
  საქმის მასალების მიხედვით,  გატაცებული ბიზნესმენის ოჯახმა მისი ძებნა საკუთარი ძალებით დაიწყო, თუმცა უშედეგოდ – მის კვალს ვერსად მიაგნეს. ზუსტად ორ დღეში სამართალადამცველებმა აღმოაჩინეს   ვალერი გ-შვილის ცხედარი.  დაზარალებულმა ოჯახმა ამის შემდეგ დაიწყო თანამშრომლობა გამოძიებასთან, რომელმაც ცხელ კვალზე ყველა საეჭვო გარემოების შესწავლა დაიწყო. გამოძიებისთვის ცნობილი  გახდა, რომ გარდაცვლილ მამაკაცს არ ჰყავდა მტრები, ის კარგი ავტორიტეტით სარგებლობდა და, სავარაუდოდ, მისი გატაცება ბიზნესთან არ უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. გამოძიების მიერ დაიკითხა ყველა ის ადამიანი, ვისაც გარდაცვლილ ბიზნესმენთან ახლო კავშირი ჰქონდა. მოპოვებული ინფორმაციების მიხედვით, ვალერი გ-შვილის მძღოლის დაკითხვის შემდეგ გამოძიებისთვის ცნობილი გახდა ერთი საეჭვო გარემოება: მძღოლის ჩვენების თანახმად, მას ორჯერ დაუკავშირდა ყოფილი სიძე, რომელმაც ბიზნესმენს თავისი პრობლემების მოსაგვარებლად – 1 000 დოლარი სთხოვა. როგორც გამოძიებით დადგინდა, მამაკაცს ამის შესახებ ოჯახში არაფერი ჰქონდა ნათქვამი. გამოძიებამ გარდაცვლილი ბიზნესმენის ყოფილი სიძის, წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი 36 წლის კახა ა-იანის ძებნა დაიწყო. მის მიმართ აღმოჩენილი საეჭვო გარემოებები საკმაოდ ბევრ კითხვის ნიშანს აჩენდა. როგორც გამოძიებამ დაადგინა, იმ დღეს, როდესაც ვალერი გ-შვილი გაუჩინარდა, კახა ა-იანი მისული იყო იმ ობიექტზე, სადაც გვიან ღამით თავად ბიზნესმენი მივიდა. გამოძიებამ დაკითხა კახა ა-იანი, რომელმაც დაკითხვის შემდეგ  უფრო მეტი შეკითხვა გაუჩინა გამოძიებას. სხვადასხვა გარემოებების გამო, მისი დაკითხვა კვლავ მოხდა. კახა ა-იანი ამ საქმესთან კავშირს უარყოფდა, თუმცა  მოგვიანებით მან ჩადენილი დანაშაული აღიარა.      
 როგორც გამოძიებით გახდა ცნობილი და რაც დადასტურდა თავად ეჭვმიტანილის მიერ, კახა ა-იანმა ყოფილი სიმამრის გატაცება და მისი ოჯახისგან ფულის გამოძალვა ორ მეგობართან ერთად დაგეგმა. მას, როგორც დაზარალებულის ოჯახი აცხადებდა, ვალერი გ-შვილის მიმართ შურისძიება არ ასვენებდა, რდგან სწორედ მას აბრალებდა მისი ყოფილი ცოლის გათხოვებას. ამის მიუხედავად, ვალერი გ-შვილი,  ყოფილ სიძეს  ბოლომდე ვერ იმეტებდა –  მისი მძღოლის ჩვენებით, ორჯერ გადასცა გარკვეული თანხა, რაც მას აფიქრებინებდა, რომ ბიზნესმენი ყოფილი სიძის შანტაჟის მსხვერპლი იყო და ამ თანხას გარკვეული საიდუმლოს არგახმაურების პირობით აძლევდა. დანაშაულში ეჭვმიტანილი კახა ა-იანისგან ცნობილი გახდა, რომ ყოფილი სიმამრი მამუკა მ-შვილისა და კობა ტ-შვილის დახმარებით გაიტაცა და ის წინასწარ დაქირავებულ ბინაში მიიყვანა, სადაც მას მისი ორივე მეგობარი სდარაჯობდა.  სამართალდამცველებმა დააკავეს  კახა ა-იანის მეგობრები.  კობა ტ-შვილმა ჩადენილი დანაშაული აღიარა, მისი ჩვენების მიხედვით, კახა ა-იანი ორი თვე უთვალთვალებდა ყოფილ სიმამრს და შესაფერის დროს ელოდა.
ამონაწერი კობა ტ-შვილის ჩვენებიდან: „როდესაც მამაკაცი გავიტაცეთ და წინასწარ დაქირავებულ ბინაში მივიყვანეთ, კახამ თქვა, რომ სიდედრისგან თვითონ აიღებდა გამოსასყიდს. დეტალებზე ჩვენ წარმოდგენაც კი არ გვქონდა. პირველ დღეს კახა ჩვენთან ერთად იყო, მამაკაცს აბუჩად იგდებდა და შეურაცხყოფას აყენებდა. მერე მას თავზე ტომარა ჩამოაცვა, რაზეც მამაკაცმა გვითხრა, გულით ავადმყოფი ვარ და ასე ნუ მექცევითო. კახამ მითხრა: ამისი გული ფეხებზე მკიდია, ტომარა მხოლოდ მაშინ მოაშორე, როცა წყალს მოგთხოვსო. მესამე დღეს, უკვე ღამე იყო, ბინაში მარტო მე ვიყავი, მამაკაცს ტომარა მოვხსენი, რომ მისთვის საჭმელი  მიმეცა, მაგრამ უკვე გარდაცვლილი იყო. მაშინვე კახას დავურეკე და  15 წუთში მოვიდა.  რა უნდა გვექნა? კახას გადაწყვეტილებით, ცხედარი თავიდან მოვიშორეთ – ჯერ კიდევ სიბნელე იყო, ზეწრებში გავახვიეთ, სახლიდან მანქანაში ჩავიყვანეთ და მოშორებით, პარკში დავტოვეთ”. 
სასამართლომ  მამუკა მ-შვილსა და კობა ტ-შვილს 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გარდაცვლილის ოჯახი სასამართლო პროცესზე ყოფილი სიძის მკაცრად დასჯას ითხოვდა – დაზარალებული მხარე ამტკიცბდა, რომ კახა ა-იანს მამაკაცი კი არ შემოაკვდა, მისი მკვლელობა წინასწარ განზრახული ჰქონდა და ეს შურისძიების გამო ჩაიდინა, თუმცა სასამართლომ არ გაიზიარა ეს გარემოება და კახა ი-ანს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

скачать dle 11.3