კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აღვიდგინოთ ძალები

თქვენ, ვინც ჯერ კიდევ ქალაქში ხართ და შვებულება არ აგიღიათ, განსაკუთრებით გჭირდებათ ჩვენი რჩევები, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღეა, შედარებით ნაკლებია სიცხე, ენერგიის დეფიციტი მაინც გექნებათ. ამ დეფიციტის შევსება კი სულაც არ არის შეუძლებელი, თუკი ცოტათი შეიწუხებთ თავს და არ დაგეზარებათ რამდენიმე ელემენტარული ვარჯიშის ჩატარება:
1) ყოველ 1,5 საათში წამოდექით სკამიდან და 3-4 წუთის განმავლობაში გააკეთეთ უმარტივესი ვარჯიშები: ჩაბუქნეთ, პროპელერივით იქნიეთ ხელები და ასე შემდეგ.
2) თუ ძილი მოგერიათ, ჩაიტარეთ სუნთქვითი ვარჯიშები: დაჯექით სწორად. ხელები დაიწყვეთ მუხლებზე (ვარჯიშის დროს მხრები არ ასწიოთ). პირი მოკუმეთ და ცხვირით მოკლედ და ხმაურით შეისუნთქეთ. სუნთქვის შეუჩერებლად, ოდნავ გახსენით ტუჩები და მაქსიმალურად ბუნებრივად – ნელა, მსუბუქად და უხმაუროდ ამოისუნთქეთ. ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა გაიმეორეთ 4-ჯერ. შეისვენეთ 10 წამი და ციკლი ისევ გაიმეორეთ (სულ 10-12 გამეორებაა საჭირო). ეს ვარჯიში ამდიდრებს სისხლს ჟანგბადით, რის შედეგადაც აქტიურდება ტვინი.
3) მოთენთილობის შეგრძნებისთანავე პატარა ყლუპებით დალიეთ ცივი წყალი და შეისხურეთ სახეზეც – ამით თავიდან აიცილებთ ორგანიზმში სითხის დეფიციტს – მოთენთილობის ერთ-ერთ შესაძლო მიზეზს; ასევე, ამით გამოიწვევთ თავის სისხლძარღვებში სისხლის რეფლექტორულ მოდინებას.
4) გააკეთეთ თვალების ვარჯიშები: ა) თვალებიდან 15-20 სანტიმეტრის დაშორებით დადეთ ფანქარი და მონაცვლეობით, ჯერ მარჯვენა, შემდეგ კი მარცხენა თვალით, უყურეთ მას 10 წამის განმავლობაში (მასზე მოახდინეთ მზერის ფოკუსირება), შემდეგ კი მზერა გადაიტანეთ (ისევ მონაცვლეობით) ფანქრის მიღმა და ამით „გააუქმეთ“ ფოკუსირება. ბ) დაჯექით სწორად და თავის გაუნძრევლად, მხოლოდ თვალებით მაქსიმალურად აიხედეთ ზემოთ, შემდეგ მზერა გადაიტანეთ მარჯვნივ, მერე ქვემოთ, მერე მარცხნივ და ბოლოს ისევ ზემოთ. ასეთი „წრე“ თვალებით „მოხაზეთ“ 10-ჯერ. ამის შემდეგ თვალები რამდენიმე წამით დახუჭეთ (დასასვენებლად) და იგივე „მარშრუტი“ გაიარეთ, ოღონდ, საწინააღმდეგო მიმართულებით. ვარჯიში თითოეული მიმართულებით გაიმეორეთ 3-4-ჯერ.
5) შეჭამეთ ლიმონის 1-2 ცალი თხელი ნაჭერი კანიანად – ხილის მჟავები და ციტრუსის ეთერზეთები მატონიზებულად მოქმედებს და მოთენთილობა და მოდუნება მალე გაგივლით.

скачать dle 11.3