კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დიეტა საქმიანი ქალისთვის

შეიძლება, ყველამ არ იცის, რომ სწორი კვება წარმატებულ ბიზნესგეგმას ჰგავს: გეხმარებათ, იყოთ წარმატებული კარიერაში და, ცხადია, მოიშოროთ ზედმეტი წონა.
დავიწყოთ საუზმით. თუ თქვენი დღე, როგორც წესი, იწყება ფინჯანი ჩაით (ყავით) და სასწრაფოდ გადასანსლული ბუტერბროდით, ეს ჩვევა დაივიწყეთ, რადგან თქვენი საუზმე ვერ შეასრულებს თავის ძირითად ამოცანას – ჩართოს ორგანიზმში პროცესების ცვლა და ენერგიით დამუხტოს დღის პირველი ნახევარი. შედეგად, ერთადერთი, რასაც ასეთი საუზმით იღებთ, არის კალორიები, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ მაქსიმუმ ერთ საათში ისევ მოგშივდებათ.
სწორი საუზმე აუცილებლად შეიცავს „ჰერკულესის“ ფაფას, საღამოს კი უმჯობესია, წიწიბურის ფაფა მიირთვათ (სასურველია, უშაქროდ, უმარილოდ და უცხიმოდ). დილაობით ფაფა შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ 2 კვერცხის ომლეტით (მინიმალურ ცხიმში შემწვარი, მინიმალური რაოდენობის მარილით) ან 150 გრამი უცხიმო ხაჭოთი და კენკრით (შეგიძლიათ დაუმატოთ 1 ჩაის კოვზი თაფლი). ჩაი ან ყავა დალიეთ უშაქროდ.
იდეალური ვარიანტია, თუ ყოველ დღეს დაიწყებთ და დაასრულებთ ცილოვანი პროდუქტებით.
საქმიანმა ქალმა დღის განმავლობაში შეიძლება 6-7-ჯერ წაიხემსოს, რაც ჯამში კოლოსალური რაოდენობის კალორიებს დაგიგროვებთ. წახემსება (ან თუნდაც ეგრეთ წოდებული „სუსნაობა“) არც ისე უვნებელია, როგორც ბევრს  ჰგონია. უფრო მეტიც, ის შეგვიძლია მავნე ჩვევებსაც კი მივაკუთვნოთ, რომლისგან გადაჩვევაც არც ისე ძნელია.
პირველ ყოვლისა, აღარ მოიმარაგოთ კრეკერები, კანფეტები, ორცხობილები და მსგავსი სასუსნავები.
* როცა სასუსნავი მოგინდებათ, პატარ-პატარა ყლუპებით დალიეთ წყალი.
* ტკბილეულისა და ცხიმეულის ნაცვლად, წასახემსებლად მოიმარაგეთ სასარგებლო სასუსნავი – უჯრედისის შემცველი ცოცხალი ხილი და ბოსტნეული; ან კეფირში შეურიეთ 1 ჩაის კოვზი  ქატო და ამით წაიხემსეთ.
ნებისმიერი სამსახური, ნებისმიერი საქმიანობა, პერიოდულად სტრესებთანაა დაკავშირებული. სტრესი კი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, უმატებს მადას. ეს რომ არ მოხდეს, შეეცადეთ, სხვადასხვა მეთოდით გათავისუფლდეთ ამ სტრესისგან: რამდენიმე წუთით მაინც გადით ოფისიდან და გაიარეთ ფეხით; გაიხსენეთ რამე მხიარული ამბავი; დაურეკეთ და რამდენიმე წუთი ესაუბრეთ იმ ადამიანს, ვინც თქვენში მხოლოდ დადებით ემოციებს იწვევს – მოკლედ, არჩევანი თქვენზეა.

скачать dle 11.3