კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა გიშლით ხელს წარმატებული და ბედნიერი ცხოვრების მოწყობაში

საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების მოწყობის ძველი ჩინური ხელოვნება ანუ ფენ-შუი ბევრ რეკომენდაციას იძლევა, რომელიც პრაქტიკულ ცხოვრებაში ძალიან წაგადგებათ უკეთესი მომავლის მოწყობაში. ფენ-შუი სიტყვასიტყვით „ქარსა და წყალს” ნიშნავს. მას საფუძვლად უდევს უხილავი და უხმო, ყოვლისმქმნელი კოსმიური ენერგიის – „ცის“ შესწავლა, „ცი“ კი ყველაფერშია, დაწყებული ბალახით, დამთავრებული კოსმოსით. ის ჩვენამდე მზის შუქით, სითბოთი, ქარითა და წყლით აღწევს. რაც უფრო მაღალია „ცის“ კონცენტრაცია, მით უფრო ჯანსაღია ჩვენი ცხოვრების წესი, ანუ, გვაქვს წარმატებული კარიერა, სიყვარული, ურთიერთობა და ასე შემდეგ.
გირჩევთ, გაითვალისწინოთ ქვემოთ მოყვანილი რჩევები და თავადვე დაეხმაროთ საკუთარ თავს უკეთესი მომავლის მოწყობაში. კერძოდ:
* იზრუნეთ თავისუფალ სივრცეზე, რათა „ციმ“ ლაღად იმოძრაოს. ამისთვის თავიდან მოშორეთ უსარგებლო ნივთები – ისინი ბოჭავს სივრცეს და აკავებს „ცის“ ენერგიის შემოდინებასა და ცირკულაციას ბინასა თუ ოფისში.
* არ ვარგა შემოსასვლელში, კარის წინ სარკის დაკიდება ან დადგმა. ეს „ცის“ არეკვლას გამოიწვევს და ენერგია სახლში ვერ შემოვა.
* ეცადეთ, სახლის ყველა კუთხე-კუნჭულში შუქი იღვრებოდეს და ყველა ადგილი განათებული იყოს.
* ტუალეტის ან აბაზანის კარი, ასევე, უნიტაზის სახურავი, დახურული უნდა იყოს, თორემ, მთელი დადებითი ენერგია ჩაირეცხება.
* საცხოვრებელ ბინაში დადებითი ენერგიის საწინდარია ლამაზი მცენარეები.
 ბევრი ჩვენგანი დღეში დაახლოებით 7-8 საათს ატარებს სამსახურში. ფენ-შუის რეკომენდაციების გათვალისწინებით, მინიმალური დანახარჯებით შეძლებთ სამუშაო გარემოს გაჯანსაღებასა და პოზიტიური ენერგიებით ავსებას. გადახედეთ თქვენს საძინებელ და სამუშაო ადგილებს; დააკვირდით, რა არ არის წესრიგში, რა გიშლით ხელს წარმატებული და ბედნიერი ცხოვრების მოწყობაში და იმოქმედეთ ადეკვატურად, ზოგადი ასტროლოგიური რჩევების გათვალისწინებით. მაგალითად:
* არ მიადგათ მაგიდა კედელს;
* დადგით შემოსასვლელი კარის პირდაპირ მაგიდა;
* არ დაჯდეთ ზურგით ფანჯრისკენ;
* ყურადღება მიაქციეთ სამუშაო მაგიდის ზომას – თუ ის დიდი ზომისაა, წარმატებული კარიერის შექმნაში ვერ დაგეხმარებათ.  სამუშაო მაგიდაზე „ცის“ მოსაზიდად დააწყვეთ კრისტალის პატარა ფიგურები.  მაგიდაზე ნუ გექნებათ უსარგებლო ნივთები, რადგან ისინი მნიშვნელოვნად აბრკოლებს დადებითი, ანუ „ცის“ ენერგიების შემოდინებას. აუცილებლად მუდამ წესრიგში და მილაგებული გქონდეთ სამუშაო კუთხე და მაგიდა.
ბევრისთვის დაუჯერებელია, მაგრამ, ფაქტია, რომ ფენ-შუის შეუძლია, წარმატება მოგიტანოთ კარიერაში, სიყვარულში და, ასევე, მნიშვნელოვნად გაზარდოს თქვენი შემოსავლები.
მათ, ვისაც სიყვარულში აქვს პრობლემები, უნდა გაააქტიურონ და გააძლიერონ ბინაში სიყვარულის ენერგიის შემოდინება.
თქვენს საძინებელში უნდა იყოს წესრიგი და სიმშვიდე. ამიტომ, რაც უფრო დაშორებული იქნება თქვენი საძინებელი სახლის ან ბინის შემოსასვლელიდან, მით უკეთესია. სიმყუდროვე არ უნდა დაარღვიოს სტუმრების, ბავშვების ან უცხო ადამიანების ხმებმა. იმასთან დაკავშირებით, თუ სად უნდა იყოს სასთუმალი, შეასრულეთ უბრალო ასტროლოგიური რჩევა: საძინებლის კარი არ უნდა იყოს საწოლის პირდაპირ, რადგან ფეხები კარის მიმართულებით – ეს მიცვალებულის პოზაა. ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ როგორია თქვენი საწოლი. წყვილს აუცილებლად უნდა ედგას ერთი დიდი საწოლი: უნდა ეგოს ერთი ქვეშაგები და ეხუროს ერთი საბანი. არ ვარგა ცოლ-ქმრის დაწოლა გაშლილ დივანზე. უკეთესია, თუ შეიძენთ საწოლს, რომელიც ოთხ ფეხზე დგას. საწოლის ქვეშ  არ უნდა ელაგოს ზედმეტი, უსარგებლო ნივთები; სასიცოცხლო ენერგიის ნორმალური ცირკულაციისთვის იქ სისუფთავე და სიცარიელე უნდა იყოს. ოთახში, რომელშიც შედიხართ დასასვენებლად; გსურთ, გაატაროთ დაუვიწყარი ღამე, ნახოთ ფერადი სიზმრები და რჩეულს ეალერსოთ, არ შეიძლება მუშაობა, კითხვა, წერა ან ტრენაჟორზე ვარჯიში.

скачать dle 11.3