კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

ბასილაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბასილი.
1727 წელს მოიხსენიება ბოცვეთის მკვიდრი, ვინმე ბასილაშვილი. ასევე, 1721 წელს სამჩვეთში მოიხსენიება იარალაშვილების ყმა, დათუნა ბასილაშვილი.
გოლთეთელმა გიორგი ბასილაშვილმა დიდი ენაგეთის წმიდა გიორგის ეკლესიაში მონათლა თავისი შვილი – ევა. მიმრქმელი იყო თანასოფლელი ქარია წითელაური.
ამავე ძირისაა გვარები: ბასილაძე, ბასილაია, ბასილისძე, ბასილიძე.
საქართველოში 2 138 ბასილაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 693, გურჯაანში – 216, ბოლნისში – 202. არიან სხვაგანაც.
აბიათარი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი აბიათარი.
„როდესაც წმიდა ნინომ მოუთხრო მეფეს მესიის გამოჩინება, მისი სწავლა და ცხოვრება, მირიანს ენიშნა: მაშინ მირიან მეფე განჰკვირდა და იწყო გამოძიებად სჯულსა ქრისტესსა და მრავალ გზის ჰკითხავენ ჰურია-ყოფილსა აბიათარს ძუელთა და ახალთა წიგნთასა და იგი ყოველსა.”
იოანე კათალიკოსის ნასყიდობის წიგნი, რომელიც დაიწერა 1616 წელს, გვაუწყებს: „ყოველსა საქართველოსა დიდმა მამამთავართა მთავარმა, ქართლის კათალიკოსმა, პატრონმა იოვანემ, შეგიწყალეთ და გიბოძეთ შენ, დიდსა და ცათა მობაძვისა სვეტისა ცხოველისა და კუართისა საუფლოსა კათოლიკე ეკლესიისა და დედაქალაქისასა მცხეთასა შვილსა ელიოზის ძესა დავითს და ძმათა აბიათარს, შვილთა და მომავალთა სახლისა თქვენსათა.”
1798 წელს, აღწერის წიგნში, სოფელ თხილნარში მოიხსენიებიან გოგია აბეთარის ვაჟები.
ამავე ძირისაა გვარები: აბიათარაშვილი, აბიათარიშვილი, აბეთარაშვილი.
საქართველოში 112 აბიათარი ცხოვრობს: თეთრი წყაროში – 62, თბილისში – 37, გარდაბანში – 5. არიან სხვაგანაც.
გერმანოზიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გერმანოზი, რომელიც ლათინური წარმოშობისაა და ძმას ნიშნავს.
„გერმანოზ გერმანოზიშვილ-ბარათაშვილი შვილებთან ერთად ყიდულობს სავენახე ადგილს მცხოვრეთში“, – ასე წერია ერთ-ერთ ისტორიულ დოკუმენტში.
მარაბდაში მცხოვრებმა ზაალ გერმანოზიშვილმა, 1826 წელს სოფელ კოდის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მღვდელ აბრამ ხუროშვილს მოანათვლინა ქალიშვილი, რომელსაც სახელად პულღერია დაარქვა.
საქართველოში 143 გერმანოზიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 92, გორში – 30, თერჯოლაში – 7. არიან სხვაგანაც.
გამსახურდაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გამსახურდი.
1829  წელს ღოუბნელმა იოსებ გამსახურდაშვილმა ჯვარი დაიწერა მარაბდელ ტეტია ოძელაშვილის ქალიშვილზე. გვირგვინი უკურთხა მღვდელმა აბრამ ხუროშვილმა.
სოსია გამსახურდაშვილი 1828 წელს სოფელ მარაბდაში იყო ზაქარია ბაჩაშვილის მეჯვარე.
საქართველოში 79 გამსახურდაშვილი ცხოვრობს: თერჯოლაში – 33, გორში – 10, თბილისში – 8. არიან სხვაგანაც.
მუჯირიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარ სახელად ქცეული თანამდებობის აღმნიშვნელი სიტყვა – მუჯირი.
მუჯირიშვილები ცხოვრობენ ქვემო ქართლში, გომარეთში, დმანისის რაიონში, ბოლნისის რაიონში, თბილისში და სხვაგანაც.
მუჯირიშვილი დაწინაურებული საგვარეულო იყო.
1666 წელს ზებია მუჯირიშვილსა და გიორგი მუჯირიშვილს შორის სადავო ყმა-მამულის წიგნში მოიხსენიება ქაიხოსრო ციციშვილი.
1680 წელს უშუკა მუჯირიშვილს, რომელიც საწვერისში ცხოვრობდა, ზაზა ციციშვილის ყმისთვის კარაპნის ადგილი თავად აუშენებია.
საქართველოში 433 მუჯირიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 284, დმანისში – 60, ბოლნისში – 43. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3