კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: რა დანიშნულება აქვს სახლის კურთხევას?
პასუხი: სახლის კურთხევისას მოძღვრის ლოცვით ოჯახზე ღვთის მადლი გადმოდის, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთის შეწევნა ოჯახის იმ წევრებზე მოდის, რომლებიც ქრისტეს მცნებებით ცხოვრობენ. ეს კარგად ჩანს თვით სახლის კურთხევის ლოცვებშიც. ამიტომ კარგია და აუცილებელი სახლის კურთხევა, მაგრამ უმთავრესია, საკუთარი სულის განწმენდა, ანუ ნამდვილი ქრისტიანული ცხოვრება.
კითხვა: საერთო ქონების გაყოფასთან დაკავშირებით ოჯახის წევრთან გამირთულდა ურთიერთობა. თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ. მირჩიეთ რამე?
პასუხი: არ არსებობს საერო საკითხი, სახარების სიბრძნე რომ არ გვიხსნიდეს. სახარების მიხედვით, სიყვარული ნებისმიერ ქონებაზე მეტია. თუ ასე იფიქრებთ, თქვენი ოჯახის წევრის გულიც მოლბება. ოჯახის წევრთან ასე გართულებული ურთიერთობა ბოროტი ძალისგან არის შთაგონებული. შეგიძლიათ, კანონსაც მიმართოთ, ამას ეკლესია არ კრძალავს, მაგრამ მორჩილად დაყაბულდით უმცირესსაც, რასაც კანონი მოგანიჭებთ. შემდეგ კი წყენა გულიდან ამოირეცხეთ და ილოცეთ თქვენი ახლობლისთვის.
კითხვა: ისე მოხდა, რომ მაქვს შესაძლებლობა, ჩემს მტერზე შური ვიძიო. როგორ მოვიქცე?
პასუხი: როდესაც პირადი მტერი თქვენს ხელთაა, ეს მის ხსნად ჩათვალეთ და არა სასჯელად. ჩვენ მით უფრო უნდა დავინდოთ ისინი, როდესაც ჩვენზე არიან დაქვემდებარებულნი. შეურაცხმყოფელს შეურაცხყოფითვე ნუ უპასუხებთ, რადგან ბოროტება სიკეთით იკურნება.
კითხვა: როგორ უნდა დავსაჯოთ ბავშვი?
პასუხი: ცხელ გულზე ნუ დასჯით ბავშვს და ნურც საყვედურს ეტყვით, რათა მას არ ეგონოს, რომ მხოლოდ მშობლების გაჯავრებისა და აღელვების გამო დაისაჯა.

скачать dle 11.3