კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღვთისმშობლის ხატი „მოტირალი“

რუმინეთში სოკოლსკის მონასტერში დაბრძანებული იყო მარადქალწული მარიამის კიდევ ერთი სასწაულთმოქმედი ხატი, სახელად „მოტირალი“. ხატის შესახებ არსებობს გადმოცემა, რომელიც თვით რომანიის ეპისკოპოსის, უწმიდესი მელქისედეკის (რომანესკუ) მონათხრობს ეფუძნება. ეპისკოპოსი თავად შეესწრო ამ საოცარ მოვლენას – ხატის ტირილს, როდესაც ის სოკოლსკის მონასტერთან არსებული სასულიერო სემინარიის პედაგოგი იყო.
1854 წლის 1 თებერვალს, როდესაც სემინარიის ეკლესიაში ლიტურგია დასრულდა, მღვდელმონაზონ ისაიასთან ტაძრის ერთ-ერთმა მსახურმა მიირბინა და აღელვებულმა და შეშინებულმა უთხრა, რომ ღვთისმშობლის ხატს ცრემლები ჩამოსდიოდა. ყველამ ეკლესიას მიაშურა და ცხადად იხილეს ღვთისმშობლის ხატზე მარადქალწული მარიამის თვალთაგან მომდინარე ცრემლები. სასწაულის შესახებ მაშინვე სემინარიის რექტორს, ეპისკოპოს ფილარეტს  (სკრიაბინი) აუწყეს, რომელიც ეკლესიაში შევიდა და მოტირალი ხატი თავადაც იხილა. მაშინ ეპისკოპოსმა ხატი კიოტიდან გადმოიღო, ყურადღებით დაათვალიერა, ცრემლები ხელმანდილით შეუმშრალა და კვლავ კიოტში დააბრძანა. შემდეგ ყველას ტაძრის დატოვება სთხოვა. როდესაც დამსწრეები გავიდნენ, ეპისკოპოსმა ეკლესია კიდევ ერთხელ გულდასმით დაათვალიერა და კარს კლიტე თავისი ხელით დაადო. მწუხრის დადგომას ყველა მოუთმენლად ელოდა. საღამოს სემინარიის რექტორი, აღმზრდელები და მოსწავლეები ტაძრისკენ გაეშურნენ. როდესაც ისინი ეკლესიაში შევიდნენ, უკვე ყველამ ერთად იხილა, თუ როგორ ტიროდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი. მაშინვე ხატის წინ ლოცვა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დაუჯდომელი აღევლინა.
ცრემლმდინარე ხატის სახილველად და თაყვანისსაცემად სოკოლსკის სემინარიის ეკლესიისკენ უამრავი ხალხი დაიძრა.
ხატიდან ცრემლები ხან ყოველდღე, ხანაც 3-4 დღის შუალედით მოედინებოდა. ასე რომ, მომლოცველთაგან ზოგმა ხატზე მხოლოდ შემშრალი ცრემლების კვალი იხილა. ამ საოცარმა მოვლენამ მეცნიერთა შორისაც დიდი მღელვარება გამოიწვია.
იმ პერიოდში ყირიმის ომი მიმდინარეობდა. მოლდოვის სამთავრო ავსტრიამ დაიკავა. ჯარის წინამძღოლმა, გენერალმა პაარმა ტაძარში თავისი პოლკოვნიკი გაგზავნა და დაავალა, საქმე დაწვრილებით გამოეკვლია და მისთვის მოეხსენებინა. პოლკოვნიკმა ხატი დიდი ყურადღებით დაათვალიერა, რომელსაც იმ დროს ცრემლები არ სდიოდა. მან ის კიოტიდან გადმოასვენა, ხელმანდილით გაწმინდა და დაეჭვებულმა, რადგან განსაკუთრებული ვერაფერი იხილა, ხატი კვლავ კიოტში ჩაასვენა. ამის შემდეგ პოლკოვნიკმა სანთელი აანთო და ხატს კვლავ დასათვალიერებლად ეახლა. უეცრად ღვთისმშობლის თვალები, როგორც ალმასები ისე აციმციმდა და მის სახეზე ცრემლის ორი წვეთი ჩამოსრიალდა, რის შემდეგაც ხატიდან ძლიერი ცრემლდენა დაიწყო.
ავსტრიელ პოლკოვნიკს თავზარი დაეცა, შეშინებული უკან გადახტა და შეჰყვირა: „ის ტირის!.. ეს უდიდესი სასწაულია! მამებო, ევედრეთ უფალს!..“
ეპისკოპოს მელქისედეკის თქმით, მომხდარი სასწაულის შესახებ მან ბევრი იფიქრა, თუ რისი მომასწავებელი უნდა ყოფილიყო ეს მოვლენა. მან ძველ დროში მომხდარი ანალოგიური შემთხვევებიც მოიძია და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ხატთა ტირილი ყოველთვის ქრისტიანულ ეკლესიასა და ქვეყანაზე მოწევნულ ამა თუ იმ მძიმე  განსაცდელთა მომასწავებელი იყო.
ეპისკოპოს მელქისედეკის სიტყვები დრომაც დაადასტურა. როგორც შემდგომმა მოვლენებმა ცხადყო, სოკოლსკის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატიდან მომდინარე ცრემლები, როგორც მოლდოვა-ვლახეთის სამთავროზე, ისე სოკოლსკის მონასტერზე, მოწევნული მძიმე განსაცდელის მაუწყებელი აღმოჩნდა. ავსტრიის მეფის ბრძანებით, სემინარია მალე იასში გადაიტანეს და ღვთისმსახურები, აღსაზრდელები და მოსწავლეები დაითხოვეს. ერთ დროს აყვავებული მონასტერი გაუდაბურდა, ხოლო სახელგანთქმული ისტორიული სემინარიის ადგილას, რომელიც თითქმის საუკუნის განმავლობაში მოლდოვა-ვლახეთის სამთავროს სულიერ ცენტრს წარმოადგენდა, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს მხოლოდ ერთი პატარა სასწავლებელიღა შემორჩა.

скачать dle 11.3