კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

წუთიერმა საცდურმა შეიძლება ცათა სასუფეველი დააკარგვინოს მორწმუნეს

 


კლამონის მონასტერთან ახლოს, გამოქვაბულში, მამა ელია იყო დაყუდებული. შუადღისას მას კარზე კაკუნი შემოესმა. გარეთ გამოსულმა ქალი იხილა და ჰკითხა, რა უნდოდა.
ქალმა შენდობა ითხოვა და მიუგო.
– მამაო, მეც შენსავით, მახლობლად ერთ პატარა გამოქვაბულში ვცხოვრობ, უდაბნოში სიარულისას წყალი მომწყურდა, ქენი სიკეთე და წყალი დამალევინე.
ბერმა წყალი გამოუტანა და დაალევინა, მაგრამ, გამოქვაბულში შესულს სიძვის ძლიერი ბრძოლა დაეწყო – ეშმაკმა ქალის მიმართ ძლიერი გულისთქმა აღუძრა. ვერ სძლია მან გულისთქმას, გამოვიდა და ქალის კვალს გაჰყვა. აგვისტო იყო და ძლიერი სიცხისგან მიწა იწვოდა. სწრაფად გაიარა ორასიოდე ნაბიჯი და უეცრად თავზარი დაეცა: მან შუაზე გაპობილი მიწა დაინახა, რომელიც შთანთქმას უპირებდა. ნაპრალში მიცვალებულთა გახრწნილი გვამები ეყარა, რომლებსაც ჩირქი სდიოდათ და მატლები ეხვეოდათ. ვიღაც მშვენიერი მოხუცი მათზე მიუთითებდა და ეუბნებოდა:
– ეს – დედაკაცის გვამია, ეს – მისი ბავშვის; ეს – ლამაზი ქალისა, ეს კი – მშვენიერი ჭაბუკის. მიდი, როგორც გენებოს, ისე აისრულე გულის წადილი! ჰოი, შე საბრალო! ერთი გულისთქმის აღსრულებისთვის ამდენი ღვაწლის წყალში ჩაყრას აპირებ? ამ საძაგელი ცოდვისთვის ცათა სასუფევლის დაკარგვა გსურს? შე უბედურო, რა სუსტი ხარ და რა უსუსური გონება გაქვს, რომ ერთ ბილწ გულისთქმას ემონები და მის გამო სულის წარწყმედაზე ფიქრობ!
ბერი სიმყრალისაგან მიწაზე დაეცა. მოხუცი მიუახლოვდა, წამოაყენა და გულისთქმის ბრძოლა მოაშორა. ბერი გამოქვაბულში დაბრუნდა და ღმერთს მადლობა შესწირა.

скачать dle 11.3