კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენი ბინა, საცხოვრებელი სახლი და აგარაკი აქვს საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დემურ ბაშელეიშვილს და რატომ არ იცნობს მას ამომრჩეველი სამწლიანი დეპუტატობის შემდეგაც

საქართველოს პარლამენტის წევრი კოალიცია „ქართული ოცნების“ პარტიული სიიდან დემურ ბაშელეიშვილი 1943 წელსაა დაბადებული სამტრედიაში. უმაღლესი განათლება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში მიიღო და კვალიფიკაციით მხატვარ-ფერმწერ-პედაგოგია. მისი სამუშაო ბიოგრაფია 1973 წელს დაიწყო გაზეთ „მოლოდიოჟ გრუზიის“ კორესპონდენტად, ხოლო 1975-დან 1981 წლამდე სამეცნიერო-კვლევითი პროგრამით მუშაობდა ავსტრიაში, გერმანიაში, პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიაში, რუსეთსა და ბელორუსში. ამის პარალელურად, 1976 წელს გაზეთ „სოფლის ცხოვრების“ განყოფილების გამგე იყო, 1981-1987 წლებში კი, ჟურნალ „პარტიული სიტყვის“ –  განყოფილების გამგე. 1987 წელს საქართველოს კულტურის ასოციაციის თავმჯდომარედ დაინიშნა, 1989 წელს კი კულტურის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი გახდა. 1990 წელს გაზეთი „პეგასი“ დააარსა, რომლის მთავარი რედაქტორიც 2000 წლამდე იყო. 1992 წელს, ასევე, საქართველოს კულტურიზმის ფედერაციაც დაუფუძნებია. 1992-2003 წლებში საქართველოს სახელოვნებო აკადემიის რექტორი იყო (1992 - 2003). 2000 წლიდან საქართველოს დარგობრივ მეცნიერებათა აკადემიების პრეზიდენტთა საბჭოს თავმჯდომარეა, 2003 წლიდან – საქართველოს მხატვართა ფედერაციისა და თბილისის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე, 2006-დან – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორთა აკადემიური თანამდებობების მიმნიჭებელი საუნივერსიტეტო კომისიის წევრი (სამწუხაროდ, არ არის მითითებული ბოლო სამ პოზიციას რომელ წლამდე იკავებდა). 2008-დან 2011-მდე კი ევროპის მეცნიერების ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დეპარტამენტის თავმჯდომარე გახლდათ. ამჟამად საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი და ერთ-ერთი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა.
ბ-ნი ბაშელეიშვილის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2012 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც პარლამენტის წევრმა და ოჯახის წევრებად არავინ მიუთითებია. შესაბამისად, მის ქონებრივ ანგარიშზე იყო: ბინა თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე (ფართობი – 240 კვ.მ.), საცხოვრებელი სახლი თბილისში, კავსაძის ქუჩაზე (ფართობი – 58 კვ.მ.), ბინა თბილისში, საბურთალოს ქუჩაზე (ფართობი – 69 კვ.მ.), საცხოვრებელი სახლი მუხათწყაროში (ფართობი – 204 კვ.მ.) და იქვე მდებარე მიწის ნაკვეთი (ფართობი – 600 კვ.მ.). დეკლარაციის შევსების მომენტში ნაღდი ფულიც ჰქონდა – 12 000 აშშ დოლარი და 2 500 ლარი. თუმცა, თუ დეკლარაციას ვენდობით, 2011 წლის განმავლობაში არანაირი შემოსავალი არ მიუღია.
2013 წელს შევსებული დეკლარაციით ვიგებთ, რომ ბ-ნ ბაშელეიშვილს შეუძენია ავტომანქანა „მერსედესი“. მისი უძრავი ქონების ოდენობა კი უცვლელია. ნაღდ ფულად დეკლარაციის შევსების მომენტში ჰქონდა: 10 500 აშშ დოლარი და 1 100 ლარი. თუმცა 2012 წლის განმავლობაში მისი, როგორც პარლამენტის წევრის, სახელფასო შემოსავალი, ორიოდ თვეში 15 098 ლარი იყო.
ბოლო დეკლარაცია ბ-ნმა ბაშელეიშვილმა 2014 წელს შეავსო, ბუნებრივია, როგორც პარლამენტის წევრმა და ოჯახის წევრად მიუთითა შვილი, 1974 წელს დაბადებული ნინო ბაშელეიშვილი. მათი უძრავი ქონება შემდეგნაირადაა გადანაწილებული: დემურ ბაშელეიშვილის საკუთრებაა ბინა თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე (240კვ. მ.), ხოლო ნინო ბაშელეიშვილის კი, საცხოვრებელი სახლი კავსაძის ქუჩაზე და ბინა საბურთალოს ქუჩაზე. დემურ ბაშელეიშვილს კი ისევ ჰყავს „მერსედესი“. ნაღდი ფული დეკლარაციის შევსების მომენტში ახლაც ჰქონდა პარლამენტის წევრს: 12 000 აშშ დოლარი და 2 000 ლარი.
რაც შეეხება შემოსავლებს: 2013 წლის განმავლობაში დემურ ბაშელეიშვილმა, როგორც  პარლამენტის წევრმა, 61 665 ლარი აიღო.

скачать dle 11.3