კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიცოცხლეგახანგრძლივებულები

ანუ დავეწიოთ და გავუსწროთ მაღალს! 

 

გასულ კვირას საპარლამენტო უმრავლესობის ორმა წევრმა ისე ივაჟკაცა, რომ საცაა დაეწევა და გაუსწრებს თვით მიხეილ სააკაშვილის ლექსიკა-გამოხდომებს. ხოლო, რაკი ჩვენც მიჩვეულნი ვართ სანახაობას, ბევრიც ვიცინეთ, ენაც მოვიქავეთ და თავიც შევიქციეთ.
თუმცა, თუკი ბ-ნი ჯაჭვლიანის მიერ „იბიარდის“ მსუბუქი ყოფაქცევის ქალების თავშესაფრად მოხსენიებამ და ბ-ნი საგანელიძის ნატვრამ (მინდა, ჩემი შვილები ვახტანგ გომელაურს ჰგავდნენო, რისი დედააზრიც, თუ იმპულსურობას გვერდზე გადავდებთ, ის იყო, მისაბაძი მაგალითიაო), ფრიად გაგვახალისა, ამ უკანასკნელის (ბ-ნი საგანელიძე მყავს მხედველობაში) მოსაზრება მოსმენებთან დაკავშირებით ფრიად დასაფიქრებელია.
სახელდობრ, უმრავლესობის ლიდერი უბნობს შემდეგს: „თუ ვინმე ისეთ რამეებზე საუბრობთ, რომ გეშინიათ, არ მოგისმინონ, მაშინ მართლა მოსასმენი ყოფილხართ (და იქნებ ინტიმურ თემებზე ვლაპარაკობ მალულად?!)“. თუმცაღა შემდეგ დააზუსტა, თუ ქვეყნის დამანგრეველ თემებზე საუბრობთ, უნდა მოგისმინონო, მაგრამ დაგვაიმედა, არ მოგისმენენო.
ასეა თუ ისე, ისეთ სანახაობას გვთავაზობენ ჩვენი რჩეულები (და რაკი ობიექტურობის გამო ისიც უნდა ითქვას, რომ მათ არც ოპონენტები ჩამორჩებიან; მეტიც, ქართველ „ლეიბორისტებს“, რომლებიც ენაკვიმატობითა და გამაოგნებელი მოსაზრებებით უდავო ჩემპიონები იყვნენ, სერიოზული კონკურენტები გამოუჩნდნენ ან იქნებ ისეც მოხდა, რომ მათ ჰბაძავენ), მგონი, ხელფასები უნდა მოვუმატოთ, რადგან სიცოცხლის გასახანგრძლივებელ სრულ პაკეტს გვთავაზობენ, სიცილის დადებითი გავლენის გათვალისწინებით.

скачать dle 11.3