კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

როგორ გახდა ნანდი არიელი მსოფლიო გურუთა გურუს მოსწავლე და როგორ ცხოვრობდა ის ორი თვის განმავლობაში პირველი გურუ ქალის აშრამში, რომელსაც ყველა გურუ ემორჩილება

უმაღლეს იოგაში – ბჰაკტი იოგაში ანუ სიყვარულის იოგაში ხელდასხმული ბრაჰმანი ნანდი არიელი სოფელ ჯუთაშია დაბადებული და  ყაზბეგშია გაზრდილი. დღეს ნანდი ჰა-თჰა იოგას ასწავლის ვაკეში და ყაზბეგზე „გოგასუს პენტჰაუზში“. გარდა ამისა, ის თავისი გურუს პროგრამის საქართველოში შემოტანას აპირებს.


ნანდი არიელი: სოფელ ჯუთაში ვარ დაბადებული. ეს სოფელი უძველესი ხევსურული ენერგეტიკით არის გაჯერებული. მისტიკური ადგილია, ჰაერიც კი განსხვავებული და დიდი რაოდენობის პრანით – სასიცოცხლო ენერგიითაა გაჯერებული. მამაჩემი, შოთა არაბული, მწერალი იყო, რამდენიმე წიგნის ავტორი. ვფიქრობ, ბევრი თვისება სწორედ მამისგან გამომყვა.  საკმაოდ პატარა ვიყავი, როდესაც იოგით დავინტერესდი: ლიტერატურას ვკითხულობდი, ვვარჯიშობდი და, უკვე 10 წლის ასაკში იოგის მასწავლებელს ვნატრობდი. სერიოზულად ვუდგებოდი ფილოსოფიურ, რელიგიურ ძიებებს, უბრალოდ, ოჯახი არ იყო რელიგიური; მაგრამ მე ყოველთვის მქონდა მოწიწება ხევსურული ტრადიციების მიმართ და ვცდილობდი, სისხლიანი მსხვერპლშეწირვების არსი და მიზეზები ამეხსნა. ჩემი შინაგანი ხმა ამ ტრადიციას უარყოფდა და მთელი არსებით მჯეროდა, რომ ეს უკვე დრომოჭმული და საზიანო იყო ადამიანის ცნობიერების განვითარებისთვის. ამ ფიქრებმა მიბიძგეს ვეგეტარიანული ცხოვრებისკენ. ეს კი საბოლოოდ ვედური კულტურის გაცნობიერებაში დამეხმარა. ხევსურული ტრადიციები დამეხმარა იმის გააზრებაშიც, რომ აუცილებელია, მაგალითად, სიწმინდის განცდა და ქალური და მამაკაცური ენერგეტიკის სწორი აღქმა გარესამყაროში... ადამიანს ვისაც რელიგია არ აქვს გავლილი, ის იოგას მშრალად განიცდის. თუმცა, ეს რელიგიურობა შეიძლება მას წინა ცხოვრებიდან გადმოჰყვეს და ეს ეხმარება იოგას ბოლომდე გაცნობიერებაში. რელიგია აუცილებლად იქცევა იოგად, ანუ რელიგიების საბოლოო განვითარების წერტილი არის განსაკუთრებით სიყვარულის იოგა, რომელიც გულის ჩაკრის სიწმინდეზეა დამოკიდებული. როდესაც მე იოგას ცოდნას შევეხე, მივხვდი, რომ სულიერი ნათლობა აუცილებელი იყო. დავიწყე ქრისტიანული რელიგიის შესწავლა. ვეზიარე ეკლესიურ ცხოვრებას. პატრიარქის კურთხევით, რამდენიმე წელი მონასტერშიც ვიყავი. ჯერ ბოდბეში და ბოლო ერთი წელი – სამთავროს დედათა მონასტერში. ჰარმონიული დამოკიდებულება მქონდა მოძღვრებთან, განსაკუთრებით – იღუმენიასთან. ბევრს ვსაუბრობდით, მათ შორის იოგაზეც. ღმერთისადმი პიროვნული სიყვარულის განცდას ვეძებდი ყველაფერში და ეს ქრისტიანული განცდები მერე იმდენად კარგად მოერგო ბჰაკტი იოგას, რომ, მადლიერების შეგრძნება, ალბათ, რამდენიმე ცხოვრება გამყვება. მოგვიანებით დავემშვიდობე ეკლესიას, თუმცა დღემდე ყველასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ისინი ლოცულობენ, რომ დავუბრუნდე დედაეკლესიას. ჩემთან ეკლესიური, რელიგიური ცხოვრება ჩაანაცვლა ვედურმა კულტურამ და ბჰაკტი იოგას ყოველდღიურმა რიტუალებმა. როდესაც ბჰაკტი იოგას ფილოსოფია ადამიანს შეეხება, ის აუცილებლად შეიმეცნებს სულის რეინკარნაციის არსს, ეს კი ეხმარება იმაში, რომ სულის ნამდვილი ბუნება გაიგოს. მერე კი გაიგებს აბსოლუტის სამ ასპექტში გამოვლინებას.  ვფიქრობ, რომ გავიხსენე ჩემი წინა ცხოვრება ქრისტიანობაში. ბევრმა ვედურმა ასტროლოგიურმა რუკამ აჩვენა და ასტროლოგებმაც მითხრეს, რომ რამდენიმე წინა ცხოვრება ქრისტიანულ მონასტრებში მაქვს ნაცხოვრები და, ასევე, ინდურ იოგას მონასტრებშიც – აშრამებში. 2002 წელს მე ავირჩიე ბჰაკტი იოგას ტაძარი – აშრამი და მთლიანად დავკავდი ამ ცხოვრების წესით. გურუდ ავირჩიე უმაღლესი იოგას გურუ, მსოფლიო აჩარია – გურუთა გურუ შრილა ნარაიანა გოსვამი, რომელმაც 2010 წელს 90 წლის ასაკში დატოვა ეს სამყარო ღრმა მედიტაციის მომენტში. პარალელურად, 2002 წლიდან სერიოზულად ვიყავი დაკავებული ჰა-თჰა იოგათი, რადგანაც, მისი აქტიური მიმდევარი იყო ჩემი მეუღლე და ჩვენ 2002 წელს დავქორწინდით. სწორედ ჩემი მეუღლის, ვახტანგ შერვაშიძის დახმარებით მივაგენი ჰა-თჰა იოგას გურუსაც, რომელიც ჩემი მეუღლის გურუც იყო და რომლის იოგას პროგრამითაც დღემდე ვასწავლი მოსწავლეებს.
– როგორ მოხდა თქვენი და გურუთა გურუს დაკავშირება?
– მუდმივად მქონდა ჭეშმარიტი გურუს პოვნის მოთხოვნილება. წიგნშიც წერია, რომ უნდა იპოვო ჭეშმარიტი გურუ და მას ემსახურო, მისგან გაიგებთ ჭეშმარიტ იოგას. საქართველოში მყოფი ქართველი იოგების დახმარებით ვიპოვე ჭეშმარიტი გურუ. მისი წიგნები რომ წავიკითხე, ეს იყო შოკი, რეალური სულიერი წმინდა ექსტაზი. დამაკავშირეს გურუსთან. აქ ჩამოვიდა მისი წარმომადგენელი, იოგას მღვდელმსახურის წოდების მქონე შუამავალი სანიასი და აქ, საქართველოში ჩატარდა რიტუალი.  ეს ნათლობის რიტუალი გარეგნობით ძალიან ჰგავს ვედურ რიტუალს. ცეცხლის გარშემო სხედან ბრაჰმანები და წმინდა გამდნარ ერბოს ასხამენ ცეცხლზე. ბევრი ყვავილია. ყვავილების დიდი წნული ჩამოკიდებული აქვს სანიასს. ანთია ნელსაკმეველი და საოცარი სურნელია. დევს ბევრი ხილი. ცეცხლის გარშემო სხედან იოგები სარიტუალო ტანისამოსით, რომლებიც ვედურ მანტრებს იმეორებენ. ეს რიტუალი განსაკუთრებულ ფორმას იძენს ჩემი გურუს ხაზში, ვაიშნაურ ბჰაკტი იოგაში. ამ დროს ხდება ღმერთის ყველაზე მაღალი ინკარნაციისადმი მიმართვა და ეს ვაიშნაური იოგას ერთ-ერთი ყველაზე წმინდა რიტუალია. ამ დროს ხდება ნათლობა ბრაჰმანის წოდებით. ჩემმა გურუმ ამ მონეტში მომცა ორი ნათლობა – მანტრაშიც და ბრაჰმანულშიც, როდესაც უკვე სერიოზულ იოგას პრინციპებზე დებ აღთქმას. ნათლობის ეს რიტუალი არის ძალიან ამაღელვებელი და ლამაზი სანსკრიტული საგალობლებისა და ინდური საკრავების თანხლებით. ამ დღეს, 2010 წლის აგვისტოში, სავსე მთვარის დღეს, მე და ჩემმა მეუღლემ ერთად მივიღეთ იოგაში ბრაჰმანული წოდება-ინიციაცია-ნათლობა. დღეს უკვე აღარ არის აუცილებელი, დაიბადო ინდოეთში, ბრაჰმანის ოჯახში და მემკვიდრეობით გადმოგეცეს ბრაჰმანული წოდება. ანუ კასტურ დაყოფას აზრი დაეკარგა და ეს დაყოფა უარყო ჭეშმარიტმა სიყვარულის იოგამ. დიადი იოგების ნებით გადაწყდა, რომ სიყვარულის იოგა მთელ მსოფლიოში გავრცელებულიყო. აღარ ექნებოდა მნიშვნელობა, რომელ ოჯახში დაიბადებოდა ადამიანი. უკვე ყოველ ადამიანს შეუძლია, გარკვეული წესებისა და იოგას პრინციპების დაცვის შედეგად მიიღოს იოგის მაღალი წოდება – ბრაჰმანული წოდება, თუნდაც იგი ძაღლისმჭამელთა ოჯახში დაიბადოს, – ასე წერია იოგას წმინდა წიგნებში. ბრაჰმანული ნათლობის შემდეგ ადამიანი ირჩევს ან ნახევრად განდეგილური ან მთლიანად განდეგილური ცხოვრების წესს – სანიასის ცხოვრებას, ანუ, როდესაც ადამიანი მონაზონი ან ბერი ხდება. არსებობს ორი სახის ბერი – მოგზაური ბერი ან ადგილზე დაყუდებული ბერი. მე მაქვს ოჯახი, მყავს მეუღლე. ჩვენ ვგეგმავთ ინდოეთში ხშირ მოგზაურობას და წმინდა ადგილების მოლოცვას. ჩვენი სულიერი რეალიზაციიდან გამომდინარე, ჩვენი მიზანია, თუ რამე შეგვიძლია, საქართველოში, სადაც დავიბადეთ, სადაც შეიძლება კარმულადაც მოგვიწია ვალის შესრულება, მზადმყოფ ადამიანებს გადავცეთ ეს ყველაფერი.
– რა კარმული ვალი გაქვთ საქართველოში?
– ამბობენ, რომ, სადაც იბადები, ეს, შეიძლება, არ იყოს ვალი და იყოს მოწოდება, საკუთარი სულიერი არჩევანი. თუმცა, შესაძლოა, იყოს ვალიც, რომელიც მოსახდელი გვაქვს. ეს, რაღაც ეტაპზე, უნდა განგისაზღვროს გურუმ, თუ რატომ დაიბადე ამ ადგილას, ან, უნდა განსაზღვრო თვითონ – კარმული ვალის გამო დაიბადე თუ შენ თვითონ აირჩიე აქ დაბადება. პირადად მე, გავაცნობიერე თუ არა ეს მომენტი, ეს ჩემი საიდუმლოა ჯერჯერობით და ბევრს ვფიქრობ ამაზე. მეც და ჩემს მეუღლესაც გვაქვს იოგას სამყაროდან ბოძებული უფლება, რომ, შევასწავლოთ როგორც ჰა-თჰა იოგა, ასევე ბჰაკტი იოგა.
– ინდოეთში ჩადიხართ ხოლმე?
– ინდოეთში, კერძოდ ვრინდავანში, 2012 წელს ვიყავი. აშრამში მიმიწვიეს ჩემმა სულიერმა ძმებმა, რომლებიც უკვე გურუები არიან. ეს ბჰაკტი იოგას აშრამი ამჯერად ეკუთვნის ქალ გურუს, რომელიც ყველაზე წინ წასულ იოგად მოიაზრება დღევანდელ სიყვარულის იოგას სამყაროში. ჩემმა გურუმ სწორედ ამ ქალს მისცა პირველად ნათლობა. ეს ქალი ჩემი გურუს პირველი მოწაფე იყო და ჩემი გურუ სწორედ მას მიიჩნევდა მისიის საიდუმლო გამგრძელებლად. ეს ქალი არის ძალიან ასკეტური, მისი სახელია შრიმატი კრიშნა პრია დიდი. ცხოვრობს მკაცრი წესებით. თეთრები აცვია, როგორც მონაზონ-სანიასინს. მისი მფარველობის ქვეშ არიან მამაკაცი იოგები, გურუები, რომლებიც დადიან და ქადაგებენ. ეს ქალი  ჯერჯერობით არ ტოვებს ინდოეთს. მე მის აშრამში ვცხოვრობდი ორი თვე, 2012 წლის შემოდგომაზე. ძალიან მკაცრი ცხოვრების წესი აქვთ: დილის 4 საათიდან იწყებოდა ლოცვა, იოგა, მანტრა მედიტაციები ინდური საკრავების ფონზე. შემდეგ გვქონდა ღრმად ფილოსოფიური ლექციები, რასაც მოსდევდა განწმენდილი ტრაპეზი – პრასადი, ანუ უფლის წყალობა, რომელსაც იოგები მოკრძალებით და მედიტაციურად მიირთმევენ. ეს არის ვეგეტარიანული საჭმელი, მაგრამ მკაცრი წესებით მზადდება, გათვალისწინებულია გონებისა და სხეულის სისუფთავე მომზადების პროცესში და მომზადების მიზანი. იოგები მხოლოდ პრასადით იკვებებიან. არასდროს ჭამენ გარეთ. რადგან მე და ჩემს მეუღლეს ბრაჰმანული წოდება გვაქვს, ჩვენ ამ წესებს აუცილებლად ვიცავთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდობლობას ვუცხადებთ გარესამყაროს ან ნათესავებს, პირიქით, ნათესავებიც ამზადებდნენ ჩემთვის სპეციალურად ვეგეტარიანულ საკვებს და მიხაროდა. როდესაც საკუთარი ხელით ამზადებ საკვებს, თავს იცავ ბევრი მატერიალური და უარყოფითი ენერგიებისგან, თუმცა, ისიც კარგია, როცა ის გაჭმევს, ვისაც უყვარხარ. დღეს მე და ჩემი მეუღლე ვამზადებთ საკვებს: ვყიდულობთ არაგენმოდიფიცირებულ ჯანმრთელ ხორბალს, ვფქვავთ და სახლში ვაცხობთ პურს უკვე 13 წელია. სპეციალურად ვარჩევთ უსასუქო, ჯანმრთელ ინგრედიენტებს. რა თქმა უნდა, ვეგეტარიანელები ვართ (მე – 15 წელია, ხოლო ჩემი მეუღლე – დაახლოებით 35 წელია). მენიუდან ამოღებული გვაქვს ხორცი, კვერცხი, თევზი. გარდა ამისა, ვურჩევთ სხვებსაც, რომ ამოიღონ კაკაო, ყავა, სიგარეტი... კარგია, აგრეთვე, ხახვისა და ნივრის ამოღება საკვებიდან, რადგან, ვედური მედიცინა – აიურვედა ამბობს, რომ ნიორი და ხახვი არის წამალი – ბაქტერიოციდული საშუალება და კლავს ბაქტერიებს, მაგრამ, იმ ბაქტერიებსაც კლავს, რომლებიც საკვების მონელებისთვის გვყავს კუჭში. გარდა ამისა, ხახვი და ნიორი აბუჟებს, კლავს და ადუნებს ტვინში იმ უჯრედებს, რომლებიც იოგას ენერგიებით მოგვრილ სინატიფეს განაცდევინებს ადამიანს, ანუ იოგას ნატიფ ენერგიებს ბლოკავს ხახვი და ნიორი და ცნობიერების ამაღლებას უშლის ხელს. აგრეთვე, ადამიანს მიაჯაჭვავს ქვედა ჩაკრებთან. ის, ვინც იოგას მისდევს, დილით ადრე უნდა დგებოდეს, მიიღოს გრილი შხაპი, დალიოს ერთი ლიტრი თბილი წყალი, ივარჯიშოს, შეასრულოს მანტრა მედიტაცია და შემდეგ მოამზადოს საკვები. არ უნდა იყოს მოძალადე; სექსუალური პარტნიორის არჩევისას უნდა იყოს ფრთხილი, სუფთა და წმინდა – ამას ჰქვია ვედური წმინდა ოჯახის შექმნის პრინციპი. მე და ჩემს მეუღლეს ჩვენს პროგრამაში ჩართული გვაქვს ვედური მედიცინა – აიურვედა, რომლის ერთადერთი სპეციალისტი საქართველოში არის ჩემი მეუღლე. ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს კვების რეჟიმის მოწესრიგებაში; ვასწავლით, როგორ არ უნდა გახდნენ ცუდად და, თუკი ცუდად გახდებიან, ვასწავლით, როგორ იმკურნალონ მცენარეული საშუალებებითა და აიურვედით. დღევანდელი ცხოვრებიდან გამომდინარე, ადამიანები ბევრი სექსუალური პარტნიორის გამოცვლისას უამრავ კარმულ არასასურველ კვანძს ქმნიან. შემდეგში აუცილებლად მოუწევთ მათ ვალების მოხდა. ადამიანების ზერელე და უპრინციპო სექსუალური კავშირები ძალიან ამძიმებს მათ კარმას,  აბინძურებს სულიერი ცნობიერების ველს.
„იოგა” ნიშნავს კავშირს – კავშირს ინდივიდუალური სულისა ზესულთან. იოგას მიზანია, ადამიანმა აკონტროლოს გრძნობები და ჭკუა. იოგას ჭეშმარიტი გურუ აკონტროლებს ენას, მეტყველებას, სასქესო ორგანობის მოთხოვნებს, ფიქრს, გრძნობებს. იოგაში აუცილებელია ჭეშმარიტი იოგას გურუს პოვნა, რომელიც დაგეხმარება, გააკონტროლო შენი შინაგანი დაფარული ენერგიები, რაც იოგას მედიტაციის დროს ხშირად იხსნება. გურუ გეხმარება გაარკვიო, რომელი ენერგია რა დროს უნდა გაიხსნას და ამოქმედდეს. თუკი მოწაფემ თავისი ნებით რამე არასწორად გააკეთა, მაგალითად, სუნთქვის ვარჯიშის დროს, მაშინ მოხდება შხამების დიდი რაოდენობით გამოყოფა და ამ შხამის მიმართვა ჯანმრთელი ორგანოებისკენ. ამ დროს მოწაფე შეიძლება, ვერ მიხვდეს, რაშია საქმე. ასევეა მანტრის არასწორად გამეორების დროსაც. აქ ფიქრები უნდა გაკონტროლდეს მკაცრად. ამიტომაც, საჭიროა როგორც ჰა-თჰა იოგაში, ასევე ბჰაკტი იოგაში ჭეშმარიტი გურუს პოვნა და მისი მითითებების შესრულება.

скачать dle 11.3