კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აპრილი 2020 (48)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)

განათლების მინისტრმა თბილისის დემირელის სახელობის კოლეჯის მოსწავლეები დააჯილდოვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დააჯილდოვა იმ სკოლების მოსწავლეები, რომლებმაც საქართველოს მასშტაბით საგნების მიხედვით პირველი-მეორე-მესამე ადგილები დაიკავეს  და საუკეთესოთა ათეულში მოხვდნენ.
მათემატიკაში, ქიმიაში, ინფორმატიკასა და ისტორიაში წარმატება მოიპოვეს თბილისის დემირელის სახელობის კოლეჯისა და ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეებმა. წარმატებულ ახალგაზრდებს ჯილდოები და დიპლომები გადასცა თამარ სანიკიძემ. 9 ივლისს ჩატარებულ ღონისძიებაში მოსწავლეები, ასევე, დასაჩუქრდნენ 1 000, 700, 500 და 50 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათებით.
კოლეჯის მოსწავლეებიდან  ქიმიაში მე-2 ადგილი დაიკავა ელგუჯა გოჯიაშვილმა. ელგუჯა ამავე დროს არის საქართველოს ნაკრების წევრი ამ საგანში; ასევე ქიმიაში მე-3 ადგილზე გავიდა ალექსანდრე ფიჩხაძე;  გიორგი სხირტლაძემ და ნუგზარ ჩხაიძემ  ინფორმატიკის ოლიმპიადაში მე-3 და  მე-4 ადგილები დაიკავეს; თემურ მიქავამ – მათემატიკის, ბაქარ ცირეკიძემ კი ისტორიის ოლიმპიადაში მიაღწიეს წარმატებას. მადლობის სიგელებით დაჯილდოვდა რეიტინგული სიის საუკეთესო სკოლები, მათ შორის, „ჩაღლარის“ საგანმანათლებლო დაწესებულებების – დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი და ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი. 
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ქალბატონმა თამარ სანიკიძემ, ზემოთაღნიშნული წარმატებიდან გამომდინარე, მადლობის სიგელი გადასცა „ჩაღლარის“ სასწავლო დაწესებულებების სამეთვალყურეო საბჭოს წევრს  – მუსტაფა ემრე ჩაბუქს.   

скачать dle 11.3