კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აირჩიეთ წმიდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი – გამოცდილება და ხარისხი უმაღლესი განათლების სფეროში!

 ერთ-ერთი პირველი კერძო უმაღლესი სასწავლებელი  თბილისში – წმიდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო  უნივერსიტეტი (ყოფილი თბილისის ჰუმანიტარულ-ეკონომიკური ინსტიტუტი) უკვე რამდენიმე ათეული წლისაა.  ფერაძეების ღვაწლმოსილი გვარის სადარად და პატივსაცემად, ამ კეთილშობილი ოჯახის წარმომადგენლებმა, ბატონმა ვახტანგ ფერაძემ და ქალბატონმა ცისანა სულაბერიძე-ფერაძემ  ჯერ კიდევ 90-იან წლებში გადაწყვიტეს კერძო სასწავლებლის გახსნა. ეს მაშინ მართლაც ნოუ ჰაუ იყო. როცა ქვეყანაში არცთუ სახარბიელო ეკონომიკურ-პოლიტიკური სიტუაცია  სუფევდა, გარკვეულწილად რისკიც გახლდათ, თუმცა ახალგაზრდა ოჯახის მონდომებამ თავისი ქნა  და პირველი ნაბიჯებიც წარმატებული გამოდგა. დღეისათვის წმიდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტმა უკვე მოიხვეჭა ღირსეული ტრადიციების მქონე საგანმანათლებლო კერის სტატუსი და ნდობა  ახალგაზრდებში. 2014 წელს უნივერსიტეტმა კიდევ ერთხელ  წარმატებით გაიარა ავტორიზაცია და აკრედიტაცია. რამდენიმეწლიანი აკრედიტაციის იძულებით  შეჩერების შემდგომ, წელს უნივერსიტეტი სტუდენტების ახალ ნაკადს მიიღებს.  თუ რას სთავაზობს უნივერსიტეტი  აბიტურიენტებს და როგორია სასწავლო პროცესი, ამას ჩვენ უნივერსიტეტის  ერთ-ერთი დამფუძნებლის,  კანცლერის, პროფესორის, ქალბატონ ცისანა სულაბერიძე-ფერაძისგან შევიტყობთ. 

მინი-დოსიე: წმიდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველია, რომელიც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 14 ივნისის დადგენილების საფუძველზე გაიხსნა. როგორც ქალბატონი ცისანა იხსენებს, ეს იყო გარდამტეხი პერიოდი საქართველოში, როცა რესპუბლიკის პროფკავშირების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ბაზაზე შეიქმნა აბიტურიენტთა მოსამზადებელი განყოფილება.  ენთუზიაზმმა და დიდმა მონდომებამ ნაყოფი გამოიღო  და დაიბადა იდეა ახალი კერძო უნივერსიტეტის დაფუძნებისა. სვანეთის უბნიდან დაწყებული საუნივერსიტეტო სწავლება ისე გაფართოვდა, რომ მალე ის მოთხოვნად  უმაღლეს სასწავლებლებს შორის მოხვდა.   დღეს უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ფაკულტეტები  ათეულამდე სპეციალობით. დღემდე უნივერსიტეტმა აღზარდა რამდენიმე ათასი იურისტი, ჟურნალისტი, ისტორიკოსი და ეკონომისტი, რომლებიც დღეს წარმატებით მოღვაწეობენ  სხვადასხვა დაწესებულებასა და ორგანიზაციაში. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები მუშაობენ საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ქალაქებისა და რაიონების სასამართლოებსა და პროკურატურებში, საჯარო სამსახურებში, ტელევიზიებში, ბეჭდვით ორგანოებსა და საბანკო სისტემაში.
–    ქალბატონო ცისანა, წმიდა გრიგოლ ფერაძის სახელი რატომ უწოდეთ უნივერსიტეტს?
– ეს ძალიან სიმბოლურია ჩვენთვის. გარდა იმისა, რომ ჩემი მეუღლის – ამ უნივერსიტეტის რექტორის – და ჩემი შვილების გვარი ფერაძეა, ჩემთვის წმიდა გრიგოლ ფერაძე ყოველთვის გამორჩეული ისტორიული პიროვნება გახლდათ.  იგი დაიბადა საქართველოში, სწავლობდა გერმანიაში, მღვდელმსახურობდა საფრანგეთში, პედაგოგობდა გერმანიასა და პოლონეთში, ხოლო სამეცნიერო კვლევებს აწარმოებდა იერუსალიმში, რუმინეთში, პალესტინასა და ბულგარეთში; ევროპის საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში გრიგოლ ფერაძის იმდროინდელი მოღვაწეობა წინმსწრებად წარმოადგენდა საქართველოს მეცნიერებისა და განათლების ევროპულ ინტეგრაციას ანუ იმ გენერალურ მიზანს (მისიას), რასაც დღეს ჩვენ მიერ დაფუძნებული წმიდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი ემსახურება.
– ქალბატონო ცისანა, რითაა გამორჩეული წმიდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი?
– თავისი არსებობის განმავლობაში უნივერსიტეტმა დაამკვიდრა საკუთარი ტრადიციები და ხელწერა იმ უაღრესად ჭეშმარიტ საქმეში, რასაც მომავალი სპეციალისტების მაღალ დონეზე მომზადება, აღზრდა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება ეწოდება. აღნიშნული შედეგია უნივერსიტეტის ფორმირებისთანავე სასწავლო პროცესის სწორი ორგანიზებისა, კერძოდ, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ უდიდესი ყურადღება დაუთმო სასწავლო-საშემსრულებლო დისციპლინის განმტკიცებას, მის ტრადიციად ჩამოყალიბებას სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებში. ამ უნივერსიტეტში, თბილისის სხვადასხვა სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებლების გარდა, სასწავლო, სალექციო-სამეცნიერო მუშაობისთვის მოწვეულნი არიან უდიდესი პრაქტიკისა და გამოცდილების მქონე ხელმძღვანელი მუშაკები.
 – თუმცა, თქვენ ცოტა ხნით აკრედიტაცია შეგიჩერდათ...
– ეს იყო ხელოვნური ბარიერი ჩვენი უნივერსიტეტისთვის. წინა სახელისუფლებო მმართველობის პერიოდში, როგორც ჩანს, ჩვენი წარმატებული მუშაობა და სტუდენტების მხრიდან მოთხოვნა ბევრს აღიზიანებდა. დღემდე გაურკვეველი მიზეზითა და მოტივაციით,  წმიდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს 2010 წელს განათლების სამინისტრომ  აკრედიტაცია შეუჩერა – ძალიან დიდი ზეწოლა განახორციელდა ჩვენზე.  ეს იყო    არა მხოლოდ ჩვენი, არამედ იმ სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისადმი უპატივცემულობა, რომლებიც წლების განმავლობაში მაღალპროფესიონალურად ემსახურებოდნენ ამ საქმეს. მიმდინარე წელს  უნივერსიტეტმა ღირსეულად გაიარა ავტორიზაცია და აკრედიტაცია,  რაც ნიშნავს, რომ უნივერსიტეტი გააგრძელებს იმ ტრადიციებს,  რასაც დაარსებიდან წარმატებით ახორციელებდა.
– ქალბატონო ცისანა, დღესდღეობით ფაკულტეტებისა და სპეციალობების რა არჩევანია თქვენს უნივერსიტეტში?
– ბაკალავრიატის სასწავლო პროგრამებში შედის: ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები, მენეჯმენტი, ტურიზმი);  ინგლისური ფილოლოგია (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა); ქართულ ენაში მომზადების  საგანამანათლებლო პროგრამა აზერბაიჯანულენოვანთათვის;  ვეტერინარია, ცხოველური წარმოშობის კვების პროდუქტების გადამუშავების ტექნოლოგია, რასაც დაემატება სურსათის უვნებლობა. საქართველოში პროდუქტის ვარგისიანობის მექანიზმი მთლიანად განადგურებული იყო. სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური  სადგურები მოშალეს, რაც დღესდღეობით სწორედ ვეტერინარიისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტებმა უნდა გაადარჩინონ. სწორედ ამიტომ, ჩვენი უნივერსიტეტი თანამშრომლობს ისეთ წარმოება-დაწესებულებებთან, როგორებიცაა: სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია; ვეტერინარული კლინიკა „ნათია ბერიძე & CO”; ხორცის გადამმუშავებელი საწარმო „მითანა“ და სხვა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს უნივერსიტეტში განსაკუთრებით კეთდება აქცენტი უცხოური მაღალი კლასის  საგანმანათლებლო დაწესებულებებთან  პარტნიორობაზე. კერძოდ, წმიდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტსა და ვარშავის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებულია  მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს გაცვლით პროგრამებს და ჩვენი წარჩინებული სტუდენტებისთვის ევროპული საგანმანათლებლო სივრცესთან  კიდევ უფრო მიახლოებას. ასევე, უნივერსიტეტს გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება ლონდონის „Princess Cologe-სთან“. დღეს წმიდა გრიგოლ ფერაძის თბილისის უნივერსიტეტის მისიაა  ტოლერანტული და კონკურენტუნარიანი სასწავლო და კვლევითი გარემოს შექმნა; ინტელექტუალური, მოქალაქეობრივი, პატრიოტული, კულტურული და მორალურ-ზნეობრივი ფასეულობების დანერგვა; კვლევის შედეგებისა და სწავლების თანამედროვე მეთოდების ინტეგრირება საუნივერსიტეტო სივრცეში. უნივერსიტეტის ამოცანაა ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების მხარდაჭერა, სასწავლო პროცესის  მუდმივი დახვეწა; ერთი მხრივ – ქართული ტრადიციების შენარჩუნება და გადაცემა, ხოლო მეორე მხრივ – ინოვაციებისა და თანამედროვე გამოწვევების მიღება.
წმიდა გრიგოლ ფერაძის თბილისის უნივერსიტეტი ქართველი ერის, მისი კულტურის, რელიგიის, პედაგოგიური სწავლებისა და ჰუმანიტარული ტრადიციების მემკვიდრეა. ამ რთული საქმის გაძღოლაში ჩვენ საზოგადოება გვეიმედება, ჩვენი მომავალი ჩვენი ახალგაზრდობაა!

скачать dle 11.3