კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გვეკრძალება ქვეწარმავლის აუგად ხსენება და როდის ხდება ოჯახის დანგრევის მიზეზი უხილავი ენერგეტიკული სამყარო

ბევრს არ სჯერა ამოუცნობი ფენომენის. თუმცა, როცა თავად ეჯახება მსგავს მოვლენებს, მერე იჯერებს იმას, რისი წყალობითაც უბედურებას აარიდა თავი. როგორც ეზოთერიკი ქალბატონი ნათელა ამბობს, საჭიროა, ნებისმიერ დეტალს, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, გულისყურით დავაკვირდეთ. თითოეული ფაქტი კარგად გავაანალიზოთ და იმ აუხსნელ წესებს დავემორჩილოთ, რომელიც უძველესი დროიდან იღებს სათავეს. მაგალითად, ყველას გვსმენია, რომ გველის მოკვლა არ შეიძლება, თუმცა, მისი დანახვისას, ეს მაშინვე გვავიწყდება; ან, როცა საყვარელი ადამიანის ფოტოსურათებს ვათვალიერებთ და არც კი ვიცით, რომ ამით მის შთმომავლობით კარმულ ვალებზე ვიღებთ ინფორმაციას. ასე რომ, გირჩევთ გაითვალისწინოთ, ქალბატონი ნათელას სიტყვები და საკუთარი ცხოვრება შედარებით გააზრებულად დაგეგმეთ და განაგრძეთ.

 

ნათელა: ზოგჯერ გაფრთხილებასაც ამა თუ იმ ფორმით ვიღებთ და ყურადღებასაც არ ვაქცევთ. არ ვითვალისწინებთ, რომ რაიმე ცუდის მანიშნებელი შეიძლება, იყოს ეს ყოველივე. შემდეგ კი, როცა მომხდარზე ვფიქრობთ, მას სასწაულს ვაწერთ ან თუნდაც – ბედისწერას. კი ბატონო, ამბობენ,  ცხოვრებაში უამრავი ფაქტი ხდება და ამ ყველაფერს თუ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე და ყველაფერი გულთან მიიტანე, ნერვულ აშლილობამდე მიხვალო, მაგრამ, არც იმის იგნორირება შეიძლება, რომ ყველაფერი შემთხვევითობა არ არის. მაგალითად, გველი, ეს ერთი შეხედვით საშიში ქვეწარმავალი, ადამიანს შესაძლოა, მფარველად მოევლინოს. ოდითგანვე, ქვეწარმავლის მოკვლა ან მისი აუგად ხსენება, იკრძალებოდა. მოკლედ, ადამიანები დიდ ცოდვას სჩავდივართ, როცა ქვეწარმავალს ვკლავთ, გვეშინია მისი და არც მის „უთქმელ” გაფრთხილებას ვაქცევთ ყურადღებას.
– ეს მეც გამიგია, რომ გველს მოვლენების წინასწარი განჭვრეტის უნარი გააჩნია და, თუ ეზოში ან სახლის სარდაფში დაიბუდებს, ის ოჯახის მფარველიაო.
– დიახ, ასეა და ამიტომ, მისი მოკვლა არ შეიძლება. ხოლო, თუ მასზე ვინმე ხელს აღმართავს, ოჯახს უბედურება არ ასცდება. მართალია, ქვეწარმავალს ლაპარაკი არ შეუძლია, მაგრამ ქცევებით გვამცნობს მოსალოდნელ უბედურებას და თუ მასზე არ გაიწიე და რამე არ დაუშავე, თავადაც არაფერს გავნებს. პირიქით, შეიძლება, თქვენი მფარველობა იკისროს და მოსალოდნელი სააფრთხეებიც კი აგაცილოთ თავიდან. თუ ქვეწარმავალს უერთგულებთ, მისი არ შეგეშინდებათ და ისე მიუდგებით, როგორც საჭიროა, მაშინ მისგან მხოლოდ სიკეთეს ელოდეთ და არა საფრთხეს.
– მართალია, რომ ქვეწარმავალს ადამიანის მიმართ განსაკუთრებული გრძნობა აქვს?
– დიახ, ადამიანების მიმართ ქვეწარმავალს განსაკუთრებული გრძნობა აქვს, ანუ, თუ გველმა მიგიღო და შეგიყვარა, ისე დაგეხმარებათ და ისეთ უბედურებებს აგაცილებთ თავიდან, რომ ვერც წარმოგიდგენიათ. ძველ ეზოთერულ წიგნებში კარგადაა აღწერილი, თუ როგორ  შემოეხვია აკვანზე  გველი და ასე იცავდა ღია ცის ქვეშ ჩვილს ცხოველების თავდასხმისგან. დღეს, ზოგიერთ ადამიანს ჰყავს გველი ბინაში, როგორც შინაური ცხოველი და თუ ჰკითხავთ, ის ძაღლზე დიდ ერთგულებას უწევს მათ. სიყვარული ზოგადად ის თემაა, რაც ადამიანს უნდა ამოძრავებდეს ამ დაძაბულ ცხოვრებაში. არა მარტო ადამიანი, არამედ ცხოველი, ფრინველი და ქვეწარმავალიც უნდა გიყვარდეთ და უფრთხილდებოდეთ მათ სიცოცხლეს. ისინი ამ სიყვარულს გრძნობენ და იმავე სიყვარულით და ერთგულებით გიპასუხებენ.
– სიყვარულის თემას შევეხეთ და არ შემიძლია, არ გკითხოთ, მართალია, რომ ოჯახში დაწყებული უსიამოვნებები და განქორწინებაც კი, უხილავი ენერგეტიკული სამყაროს შედეგია, რომელიც ჩვენს გარშემო ტრიალებს?
– ბედნიერი ქორწინების მთავარი საფუძველია პარტნიორების ენერგეტიკული ველის ისეთი შერწყმა, როცა ორ ადამიანს შორის საერთო ენერგეტიკული ველი წარმოიქმნება. ეს მათ კიდევ უფრო აახლოებს და იცავს მათ საერთო ბედნიერებას. ასე რომ, სიყვარული ის გრძნობაა, რომელიც არ გამორიცხავს აუცილებლობას, ყურადღებით მოეკიდოთ მომავალი პარტნიორის ენერგეტიკული ველის თავისებურებას. უმჯობესია, ეს მანამ გაარკვიოთ, სანამ დაქორწინდებით. ორ ადამიანს შორის შეუთავსებლობის მთავარი მიზეზი კარმაა. თუ თქვენ დიდი რაოდენობით კარმული ვალი გადმოგეცათ წინაპრებისგან, ბედ-იღბალში სიკეთესა და ბედნიერებას ნუ ელით. ეს თქვენს შვილებზეც უარყოფითად აისახება და მათ ბედ-იღბალშიც ნეგატიურ შტრიხებს შეიტანს. მათზე არა მარტო თქვენი, არამედ თქვენი მეუღლის კარმაც მოქმედებს და ეს ორმაგი დარტყმის ტოლფასია.
– როგორ გამოვიცნოთ, კარმულად ცოდვილია თუ არა ჩვენი რჩეული?
– ეს მარტივია, უბრალოდ, დააკვირდით მისი ბავშვობის სურათებს და, თუ გარეგნულად ძალიან შეცვლილია, ესე იგი, წინაპართა კარმული ვალები გადმოეცა შთამომავლობით. ზოგადად, ფოტოსურათით ბევრი რამის ამოკითხვა შეიძლება ადამიანზე. თუმცა, ეს საკმაოდ ვრცელი თემაა. უბრალოდ, დააკვირდით ფოტოებს და თავად მიხვდებით, რომ ისინი ისტორიასთან ერთად, უამრავ საიდუმლოსა და ინფორმაციას ინახავს. ასევე, თუ ადამიანი კარმულად ცოდვილია, ადვილად ღიზიანდება, პრობლემების გადაჭრა უჭირს და თან, გადაწყვეტილებებს ვერ იღებს საკუთარი შეხედულებებიდან გამომდინარე. მოკლედ, დააკვირდით ამ მხრივ საყვარელ ადამიანს და ადვილად შეძლებთ მისი კარმის საიდუმლოს ამოხსნას.

скачать dle 11.3