კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცუდი ფიქრები



ძალიან ბევრი ცოლი ფიქრობს, თუკი ქმარი არ ღალატობს, მხოლოდ იმიტომ, რომ შესაფერისი, ხელსაყრელი სიტუაცია არ შეექმნა. ანუ, ალბათობა ღალატისა, ყოველთვის არსებობს. თუმცა, როგორც ფსიქოლოგები ამტკიცებენ, ყველა მამაკაცის ერთ კატეგორიაში გაყვანა არ შეიძლება. დავიწყოთ იმით, რომ ცოლების შიში ნაწილობრივ მართალია. არსებობენ მამაკაცები, რომლებისთვისაც დამახასიათებელია „სიტუაციური ღალატი“. მაგრამ, ამ ტიპის მამაკაცების კონტროლი უფრო შესაძლებელია.
მამაკაცების მეორე კატეგორია ასეთ სიტუაციებს თავად ქმნის. მათ არათუ არ ეზარებათ შესაფერისი კანდიდატურის მოძებნა, მიზანმიმართულად აკეთებენ ამას... გასაგებია ცოლის შფოთვა – ქმარი თვალს მიეფარა, ის კი უკვე ადგილს ვერ პოულობს ეჭვიანობისგან. იქნებ ის ახლა არხეინად ატარებს დროს ვიღაც სხვასთან?!
არსებობს იმის ნიშნები, რომ მამაკაცი არ ფიქრობს ღალატზე – ანუ, მას არა აქვს „ცუდი“ ფიქრები:
* თუ თავად გითხრათ თავისი ელექტრონული ფოსტისა და სოციალური ქსელის პაროლი;
* თუ ქმარი არ ეძებს შანსს, სადმე მარტო გაემგზავროს და ცდილობს თქვენც თან წაგიყვანოთ;
* ნებისმიერ თემაზე ლაპარაკობთ და ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაურეკოთ – ის არ ბრაზობს.
მოკლედ, თუ ეს სამი პუნქტი არსებობს თქვენს ურთიერთობაში, შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ.
ვერ მიუხვდი? –
წავა

ორმოცი წლის მამაკაცისთვის დამახასიათებელია შედარებითობა. ანუ, რას ნიშნავს ეს – კაცი ადარებს საკუთარ მიღწევებს სხვის მიღწევებს და ხშირად უკმაყოფილოა – ცხოვრება თითქმის გავიდა... უკან მოიხედა და თურმე, საკუთარი სიამოვნებისთვის საერთოდ არ უცხოვრია. ამ დროს ის შეიძლება, წავიდეს ოჯახიდან. მიატოვოს ცოლი და შვილები. თუ ცოლი ვერ მიხვდება, რა სჭირს მის მეუღლეს, დაკარგავს კიდეც ქმარს.
ქალებს ცხოვრების ემოციური და რთული ეტაპები მამაკაცებზე ადვილად გადააქვთ. ოცდაათი წლის ქალი ცდილობს, ყველაფერი გააკეთოს, რომ მაქსიმალურად მეტი მიიღოს ცხოვრებისგან.
ქმნის საკუთარ იმიჯს, გარეგნობას, კარიერას, ბედნიერებას. ანუ, მამაკაცზე გაცილებით საქმიანად უდგება ცხოვრებას.
მამაკაცს კი უჭირს. მით უმეტეს, თუ ამ პერიოდისთვის ღირებული ვერაფერი შექმნა. ვერაფერს მიაღწია და შეუმდგარობის სინდრომი აწუხებს. ის ზღვარზეა... ან დაეცემა, ან ზევით წავა. ანდა, წავა სხვა ქალთან, რადგან ჰგონია, რომ ის გაუგებს და აღიარებს.
ორმოცი წლის მამაკაცს კრიზისული პერიოდი ეტყობა ყველფერში – ის აისახება მის გარეგნობაზე, ქცევებზე, ხასიათზე. მამაკაცი გაღიზიანებულია და აგრესიული. იმიზეზებს დაღლილობას, უგუნებოდაა. იყავით უფრო ყურადღებიანი და მიუხვდით... თუ შეძლებთ, მისი ცვლილებებისადმი ლტოლვა თუ ჟინი დააკმაყოფილოთ, თქვენ დაგრჩებათ და დაგიფასებთ კიდეც ამაგს.

კრიზისი  თუ...

„კრიზისი“ საკმაოდ შემაშინებელი და შემაშფოთებელი სიტყვაა. თუმცა, ბერძნულ ენაში მას სულ სხვა მნიშვნელობა აქვს: – „მოსაბრუნებელი პუნქტი“ – ანუ, რას ნიშნავს ეს: თუ ჩინელებს ვერწმუნებით, „კრიზისი“ შესაძლებლობაა, თუმცა რაღაც გარკვეული ნეგატიური მოვლენის შემდეგ. ესე იგი, ეს ის სიტუაციაა, როცა ადამიანი თავად წყვეტს, როგორი იქნება მისი შემდგომი ქმედებების შედეგი. „კრიზისი“ – გარდატეხა ყოფილა, თუმცა პოზიტიური თუ ნეგატიური, ეს კონკრეტული ადამიანის გადასაწყვეტია.
ახლა რას ნიშნავს კრიზისი მამაკაცისთვის შუახნის ასაკში, რომელზეც ძალიან ბევრს და ხშირად ლაპარაკობენ. 30-დან 50 წლამდე მამაკაცს მართლაც აქვს რთული პერიოდი, რაც საკუთარი თავის ძიებაში გამოიხატება. დიახ, მათ ამ დროს უჭირთ. რა თქმა უნდა, ყოველდღე არა, მაგრამ არის აღმასვლები და დაღმასვლები. ხდება ფასეულობების გადაფასება. ცხოვრების სხვადასხვა მხრიდან შეფასება-განხილვა. ყველაზე სტაბილური ხასიათის მამაკაცსაც კი უნდა ცვლილებები. მიილტვის ამისკენ და თუ გლობალური ცვლილებების ორგანიზებას ვერ შეძლებს, მაშინ შეიძლება, ცოლს უღალატოს... რა თქმა უნდა, მამაკაცს ცოტათი თვალი უნდა გაურბოდეს ქალებისკენ, მაგრამ რომელი კაცი არ აცეცებს თვალებს აქეთ-იქით? ერთი სიტყვით, კრიზისი – კრიზისად, მაგრამ ფხიზლად და ფრთხილად იყავით... ცვლილებები უნდა? – შესთავაზეთ მას ის. შეუწყვეთ ხელი, რომ შეცვალოს მანქანა... ჰობი... სამსახური. ბოლოს და ბოლოს, არ მისცეთ მოწყენის საშუალება და ცოტაც აეჭვიანეთ. ესეც წაადგება კრიზისის მშვიდობიანად გადალახვას.

იპოვე შენი
ბედნიერება

უნდა დაიჯეროთ, რომ ყველა თავადაა საკუთარი ბედის ბატონ-პატრონი. ამისი რწმენა საშუალებას მოგცემთ, ზუსტად განსაზღვროთ პრიორიტეტები და გზა, რომელიც დასახულ მიზნამდე მიგიყვანთ. ცხოვრებაში არაფერია შეუძლებელი. მთავარია, რაღაც ძალიან მოინდომოთ. კონცენტრირებულად იფიქროთ მასზე, ხოლო თუ წარმატება დააგვიანებს, ამაში არავინ დაადანაშაულოთ. ეს სიკეთეს არ მოგიტანთ. უმჯობესია, დაფიქრდეთ იმაზე, სად დაუშვით შეცდომა და ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ გამოასწორეთ ის.
ცუდია, თუ ისეთი საქმით ხართ დაკავებული, რომელიც არ გიყვართ და არ მოგწონთ. ეს შეუმჩნეველი, თუმცა სერიოზული სტრესია. ხუმრობა იმაზე, რომ მუდმივად არ გიმართლებთ, სულაც არ არის კარგი. ამით საკუთარ თავს წარუმატებლობისკენ განაწყობთ.
საყვარელი საქმის კეთება უკვე ბედნიერებაა... ბედნიერებაა სტაბილური გარემო, გვერდით საყვარელი ადამიანები. მართლა ძალიან ბედნიერი იქნებით, თუკი იპოვით საკუთარ თავს საქმესა და ცხოვრებაში. რას ნიშნავს ეს? – აკეთეთ თქვენი საქმე ხალისითა და ენთუზიაზმით. შეეცადეთ, იაროთ წინ და მუდმივად ვითარდებოდეთ. დააფასეთ ის, რაც უკვე გაქვთ – ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გაუკეთეთ რაღაც კარგი საყვარელ ადამიანებს და იმათ, ვისაც ეს მართლა სჭირდება.
და კიდევ... ბედნიერებაა, როცა ხვდები, რომ გელოდებიან, ენატრებით და უხარიათ შენი წარმატება.
ბედნიერებაა, როცა გიყვარს და უყვარხარ.

скачать dle 11.3