კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საუზმეზე მიირთვით ხილი, სადილად – ბოსტნეულის წვნიანი, ხოლო ვახშმად – ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტები

 

როცა სუფრას მივუსხდებით, ვიწყებთ ჭამას და ვიკლავთ შიმშილს, არ ვფიქრობთ იმაზე, რას ან როგორ მივირთმევთ. ვცდილობს, ვჭამოთ, რაც შეიძლება გემრიელად; ნოყიერ ვახშამს ვაყოლებთ კომპოტს, დესერტს ან წვენს, შემდეგ კი, ათასგვარი დიეტის მიუხედავად, ვუჩივით ჭარბ წონას, ნივთიერებათა ცვლის დარღვევას, გულ-სისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელი სისტემების დაავადებებს.
აუცილებელია, ვიცოდეთ, როგორ შევუთავსოთ ერთმანეთს ხორცი, რძის ნაწარმი, ცხოველური და მცენარეული ცხიმი, პური, მაკარონი და ასე შემდეგ, რომ ორგანიზმს საკვების გადამუშავება და ათვისება არ გაუჭირდეს.
ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეული და ხილი შეგიძლიათ შეუზღუდავი რაოდენობით მიირთვათ, ხოლო დაკონსერვებულ, რაფინირებულ და შაქრის შემცველ პროდუქტებს უნდა მოერიდოთ. კერძი ისე უნდა მოამზადოთ, რომ მოხარშვისა და შეწვის დროს, მაქსიმალურად შეინარჩუნოთ პროდუქტში არსებული სიცოცხლისთვის საჭირო და აუცილებელი კომპონენტები. ამ წესების დაცვით, მკვეთრად შეამცირებთ საჭმლის მონელებისთვის საჭირო ენერგიის დანახარჯს, შეინარჩუნებთ მჟავატუტოვან წონასწორობას და საჭმლის მომნელებელ ტრაქტს მუშაობისთვის ოპტიმალურ პირობებსაც შეუქმნით.
ნახშირწყლებითა და ცილებით მდიდარი საკვები, სასურველია, ერთდროულად არ მიიღოთ – მათ შორის ინტერვალი, სულ მცირე, ოთხი-ხუთი საათი მაინც უნდა იყოს. მათი მონელებისთვის ორგანიზმს სხვადასხვა დრო და პირობები სჭირდება. ნახშირწყლების გადასამუშავებლად უფრო ნაკლები დროა საჭირო, ვიდრე ცილების დასაშლელად. ნახშირწყლების დაშლისთვის აუცილებელია ტუტე გარემო, ხოლო ცილებისთვის კი – მჟავა გარემო. თუ ერთდროულად მიირთმევთ საკვებს, რომელიც დიდი რაოდენობით ცილებსა და ნახშირწყლებს შეიცავს, ამ ნივთიერებებიდან რომელიმე ან არ შეიწოვება, ან ცუდად გადამუშავდება. საკვების მოუნელებელი ნარჩენები კი, რაც მსხვილ ნაწლავში გროვდება, გარკვეულ პირობებში, შესაძლოა, სხვადასხვა დაავადების მიზეზიც კი გახდეს.
ცილებით მდიდარია: ხორცი, თევზი, უცხიმო რძის ნაწარმი, პარკოსნები, ნიგოზი; ხოლო, ნახშირწყლებით – პური, ფქვილი, მაკარონი, კარტოფილი, შაქარი და ასე შემდეგ.
განსაკუთრებულ ჯგუფს ქმნის ეგრეთ წოდებული ნეიტრალური პროდუქტები, მაგალითად: ცხოველური ცხიმი, ნაღების კარაქი, არაჟანი, ნაღები, ცხიმიანი ხაჭო, ყველი (მათში ცხიმიანობა 50 პროცენტზე მეტია); ასევე – ჩირი, მწვანილი, ახალი ხილი და ბოსტნეული.
ნეიტრალური პროდუქტების დამახასიათებელი თვისება ისაა, რომ უთავსდება როგორც ცილებით, ასევე ნახშირწყლებით მდიდარ პროდუქტებს.
ასე რომ, საუზმეზე მიირთვით ხილი, ყველი, არაჟანი, ხორბლის პური, ნაღების კარაქი და ხაჭო.
სადილზე – ცილებით მდიდარი ბოსტნეულის წვნიანი, ხორცი, თევზი; დესერტად კი – ტკბილი ხილი.
ვახშმად – ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტებით მომზადებული საკვები, რადგან მათ ადამიანის ორგანიზმი სწრაფად ითვისებს. კერძოდ, კარტოფილის ან სტაფილოს სალათა, მაკარონი ყველით, ტკბილი და წვნიანი ხილი.

სოკოვანი დაავადების დროს კაკლის ფოთლის ნახარში გიშველით, დამწვრობის დროს კი –გულყვითელას ნაყენი
სოკოვანი დაავადება საკმაოდ საშიშია. თუ სოკო ფეხის თითებზე გაჩნდა, გაიკეთეთ ცივი წყლის აბაზანა, წყალში კი ჩაყარეთ 1 სადილის კოვზი საჭმლის სოდა და მარილი. როგორც კი ჩადგამთ წყალში ფეხებს, მაშინვე იგრძნობთ შვებას.
სოკოვანი დაავადების დროს, აგრეთვე, კარგია კაკლის ფოთლების ნახარში: 100 გრამი კაკლის ფოთოლი ჩაყარეთ 3 ლიტრ მდუღარე წყალში და თავზე მჭიდროდ დაახურეთ. როცა წყალი გაგრილდება, გაიკეთეთ აბაზანები. ეს პროცედურა უნდა ჩაიტაროთ დღეში ერთხელ, საღამოს; შემდეგ კი ფეხები არ შეიმშრალოთ.
დამწვრობის დროს გულყვითელას ნაყენით იმკურნალეთ. გულყვითელას ყვავილს უნიკალური სამედიცინო და სამკურნალო თვისებები აქვს: მას ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიოციდული, ჭრილობების შემახორცებელი, სპაზმოლიზური, სედატური და ნაღველმდენი თვისებები. ეს მცენარე უძველესი დროიდან გამოიყენება ხალხურ მედიცინაში როგორც გარეგანი ანტისეპტიკური საშუალება. ნაყენს აქვს გამოხატული ბაქტერიოლოგიური თვისებები. მის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა სტაფილოკოკი და სტრეპტოკოკი. ის სწრაფად აქრობს ანთებით პროცესს; აჩქარებს ქსოვილის გრანულაციასა და ეპითელიზაციას; ააქტიურებს ადგილობრივ დამცავ მექანიზმს. გულყვითელას ნაყენი და ახალგამოწურული წვენი ეფექტურია (დღეში ორჯერ, საფენებისა და აბაზანების სახით), ჭრილობების, ნაკაწრების, დამწვრობის, ფურუნკულების, პიოდერმიების დროს. გულყვითელა, ასევე, ანალოგიურად მოქმედებს ლორწოვან გარსზეც. დღეში სამჯერ პირის ღრუში მისი გამოვლება ეფექტურია სტომატიტის, პარადონტოზისა და გინგივიტის დროს. ის ამცირებს ანთებას, შეშუპებას, ტკივილს; ხელს უწყობს ქსოვილის რეგენერაციას, აღადგენს კაპილარების რეზისტენტობას და აჩერებს ღრძილებიდან სისხლდენას.
სიცხეში მოერიდეთ ცივ წყალში ბანაობას და განსაკუთრებული სიფრთხილით შეარჩიეთ გამაგრილებელი სასმელი
პაპანაქება სიცხე განსაკუთრებით ცუდად მოქმედებს ჰიპერტონიითა და გულით დაავადებულებზე, რადგან ამ დროს მეტი დატვირთვით მუშაობს გული და ადამიანს დისკომფორტის შეგრძნება ემუქრება.
ზაფხულის ცხელ დღეებში განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა შეარჩიოთ საკვები, რადგან ასეთ პერიოდში ხშირია კვებითი მოწამვლა და ნაწლავური ინფექციები.
სიცხეში შეამცირეთ ფიზიკური დატვირთვა, განსაკუთრებით მაშინ, როცა გული გაწუხებთ და ხვდებით, რომ სუსტად გრძნობთ თავს. ჯობია, დილა-საღამოს იმუშაოთ, შუადღისას კი ჩრდილში დაისვენოთ.
ზაფხულის პაპანაქებაში უნდა მოერიდოთ სტრესულ და მღელვარე სიტუაციაში ყოფნას – ამ დროს ძალიან საშიშია ემოციური დატვირთვა.
სიცხეში, ასევე, მოერიდეთ ცივ წყალში ბანაობას, რადგან ტემპერატურის მკვეთრმა ცვალებადობამ შეიძლება სისხლძარღვთა სპაზმი გამოიწვიოს. დღის განმავლობაში სვით სითხეები. აჯობებს, თუ გაზგასმულ მინერალურ წყალს დალევთ, რადგან ის მიკროელემენტების ბალანსს აღადგენს ორგანიზმში.
სიცხეში იმუნიტეტი და ამტანობა საგრძნობლად ქვეითდება. ჩვენ უამრავ ენერგიას ვხარჯავთ მცხუნვარე მზის დროს და ეს ენერგია აუცილებლად უნდა აღვიდგინოთ.
სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ვურევთ ერთმანეთში შიმშილისა და წყურვილის გრძნობას. ხანდახან ვერ ვხვდებით, რომ ორგანიზმი სითხეს ითხოვს და ვაწვდით საკვებს. სინჯეთ და, როცა გგონიათ, რომ გშიათ, პატარა ყლუპებით დალიეთ ერთი ჭიქა წყალი – ამან, შეიძლება, შიმშილის გრძნობა უპრობლემოდ გაგიქროთ და, თანაც, მეთოდი დაგეხმარებათ, ეფექტურად შეავსოთ სითხის დეფიციტი ორგანიზმში.
ოღონდ, გახსოვდეთ, რომ ამ დროს არ შეიძლება გაზიანი წყლის დალევა, რადგან ის მავნეა გასტრიტისა და მეტეორიზმის დროს, ამასთან, ხელს უშლის ორგანიზმს წონის დაკარგვაში და ააქტიურებს კუჭის წვენის გამოყოფას, რომელიც შიმშილის გრძნობას იწვევს.
ასევე, გაითვალისწინეთ, რომ მინერალურ წყალს სვამენ ჭამამდე ან ჭამის შემდეგ.
ცივი წყალი აძლიერებს პერისტალტიკას, 30 გრადუსამდე გამთბარი წყალი კი აადვილებს საკვების მონელებას, ხსნის სპაზმებს კუჭში.

ცისტიტის მკურნალობისა და კენჭოვანი დაავადებების პროფილაქტიკისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დიეტოთერაპიას
შარდში ოქსალატების არსებობისას რეკომენდებულია რაციონში ისეთი პროდუქტების ჩართვა, რომლებსაც ორგანიზმიდან მჟაუნმჟავა მარილები გამოაქვს. კარგია ბურღულეული, უხეშად დაფქული თეთრი და შავი პური; ნებადართულია ბოსტნეულის სუპები, ხილი, მოხარშული ხორცი; საჭიროა დიდი რაოდენობით სითხის მიღება. მაქსიმალურად შეზღუდეთ რძის ნაწარმი, კვერცხი, კალციუმის მარილებით მდიდარი პროდუქტები, ხორცისა და თევზის წვნიანი. არ შეიძლება მჟაუნის, ისპანახის, პარკოსნების, შოკოლადის, სანელებლებისა და ალკოჰოლის მიღება.
ფოსფატური კენჭების არსებობის დროს მიირთვით: უსაფუარო ცომეული, მოხარშული ხორცი, თევზი, მცენარეული ცხიმების შემცველი საკვები, შაქარი, თაფლი. სვით მინერალური წყლები. შეზღუდეთ ხორცისა და თევზის წვნიანი, კარაქი. რაციონიდან გამორიცხეთ მაგარი ჩაი, ყავა, ალკოჰოლი, მწარე საკვები.
ურატული კენჭების არსებობისას მიირთვით მცენარეული და რძის პროდუქტები. ასეთი საკვები შარდის გატუტიანებას იწვევს. დიდი რაოდენობით მიირთვით ბოსტნეული, ხილი, კენკრა, შეზღუდეთ მარილიანი კერძების მიღება. დიდი რაოდენობით სვით ჩაი და ახლად მომზადებული კომპოტები, ასევე, ტუტე მინერალური წყლები.
შარდის ბუშტის ანთების დროს ნებადართულია რძის ნაწარმი, ბურღულეული, ბოსტნეულის სუპები, მოხარშული უცხიმო ხორცი და თევზი, კომპოტი, ახალგამოწურული ხილის წვენები; მიიღეთ ვიტამინები, განსაკუთრებით – ასკორბინის მჟავა; შეამცირეთ მარილი.
თირკმელებისა და შარდის ბუშტის ანთებითი და კენჭოვანი დაავადებების დროს სამკურნალო მიზნით გამოიყენება ლობიოს პარკი. გამოათავისუფლეთ ის მარცვლებისგან, მზეზე კარგად გააშრეთ, ადუღეთ წყალში ერთად და მიიღეთ მისი ნახარში – ეს შარდმდენი საშუალებაა. ასევე, კარგია მაყვლის, ოხრახუშის, ვაშლისა და ჭარხლის წვენები. არ მიიღოთ ალკოჰოლი, კოფეინი, შოკოლადი, მწარე სანელებლები. გაზიანი სასმელები შარდის ბუშტზე უარყოფითად მოქმედებს.

ჯანმრთელობის გაუმჯობესება კონკრეტული პროდუქტებით შეგიძლიათ
თუ ადვილად იღლებით, ძალა გეცლებათ და სუსტად და გამოწურული ლიმონივით გრძნობთ თავს, ესე იგი, თქვენი საკვები არაბალანსირებული და ვიტამინებითა და მინერალებით ღარიბია. ჯანმრთელობის გაუმჯობესება კონკრეტული პროდუქტებითაც შეგიძლიათ. მაგალითად:
ნიორი – აძლიერებს იმუნურ სისტემას. მასში შემავალი ცილა ასტიმულირებს ორგანიზმს, რაც გარემოს დაბინძურებული ზემოქმედებისგან საიმედო დაცვას უზრუნველყოფს.
პომიდორი – ეს მცირეკალორიული ბოსტნეული მდიდარია კალიუმით, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია გულისა და სისხლძარღვებისთვის.
ნიგოზი – მასში დიდი რაოდენობით შემავალი B ჯგუფის ვიტამინები ნერვულ სისტემას აძლიერებს, ააქტიურებს გონების მუშაობას, აფერხებს გაღიზიანების გამოვლენას და კონცენტრაციის უნარის დაქვეითებას.
ბანანი – ყველაზე დიდი ხნით ავსებს ორგანიზმს სიმხნევით. ის რეკომენდებულია გონებრივი და ფიზიკური დატვირთვისას. მასში შედის ბევრი ნახშირწყალი და ამიტომ ის მალე ანაყრებს. ბანანი მდიდარია A, B  და C ვიტამინებით. მას ორგანიზმიდან გამოაქვს ნალექები, აცხრობს კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებას, ამცირებს ქოლესტერინის რაოდენობას, აძლიერებს იმუნიტეტს, აღადგენს ძილს და ამშვიდებს ნერვებს, ხოლო მასში შემავალი კალიუმი ინფარქტისა და ინსულტისგან დაგიცავთ.
სტაფილო – მდიდარია A ვიტამინით, რომელიც უჯრედების ახალგაზრდობის წყაროა – ის სტიმულს აძლევს უჯრედებს და მათ განახლებაზე ზრუნავს; ასევე, იცავს კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან და ელასტიკურს ხდის მას. სტაფილო შეიცავს ბეტა-კაროტინსაც, რომელიც ორგანიზმს ნაწლავების კიბოს გაჩენისგან აზღვევს.
რძის ცილა – შეიცავს ბევრ ტიროზინს. ეს ამინომჟავა ხელს უწყობს თავის ტვინში „ბედნიერების ჰორმონის“ – სეროტონინის გამომუშავებას. რძეში შემავალი B ჯგუფის ვიტამინები კანს წმენდს გამონაყარისგან, ასევე, კვებავს თავის კანს, რაც  სასიკეთოდ მოქმედებს თმის ხარისხზე.
ხახვი – ამ ბოსტნეულში აღმოჩენილია ნივთიერება, რომელიც შემადგენლობითა და მოქმედებით ძალიან ჰგავს ადამიანის ჰორმონებს. ის სტიმულს აძლევს და ნაადრევი დაბერებისგან იცავს ორგანიზმს. ეს ნივთიერება ყველაზე დიდი რაოდენობით შედის ვარდისფერი ჯიშის ხახვში.

скачать dle 11.3