კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეასრულა დადებითი როლი ქართულმა ღვინო „ქინძმარაულმა“ საბჭოთა კავშირ-გერმანიის ურთიერთობების დათბობაში

საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი ლიტვინოვი კარგი დიპლომატი და თავისი საქმის უბადლო პროფესიონალი გახლდათ, თუმცა სტალინი სულ უფრო და უფრო უკმაყოფილო იყო მისი მოღვაწეობით და ამბობდა: „ლიტვინოვს არ ესმის, რარიგ აუცილებელია ჰიტლერთან ნორმალური ურთიერთობების დამყარება, მას კი დაუჩემებია – ფაშისტებს ვერ დაველაპარაკებიო“.
სტალინს, რა თქმა უნდა, უცერემონიოდ შეეძლო ლიტვინოვის გადაყენება, მაგრამ 1937 წელს  მან ეს არ გააკეთა, თუმცა 1939 წელს მაინც მოახერხა. ლიტვინოვს შესანიშნავი კავშირ-ურთიერთობები ჰქონდა დამყარებული ინგლისსა და საფრანგეთთან და სტალინიც ამის გამო არ ხსნიდა თანამდებობიდან. მიუხედავად ამისა, სტალინი ყოველგვარ საშუალებას ეძებდა, ფაშისტებთან საერთო ენა გამოენახა, ოღონდ, ისე, რომ საკუთარი ინტერესები არ შეებღალა.
„ლიტვინოვს ჯერჯერობით ხელს არ ვახლებთ, რადგან მისი ღირსეული შემცვლელი უნდა მოვამზადოთ, ვინც მასავით მოიხვეჭს ავტორიტეტს, ფაშისტებთან კავშირ-ურთიერთობების ძებნა კი, თუნდაც ლიტვინოვის ჩაურევლად, დაუყოვნებლივ უნდა გავაძლიეროთ“, – განაცხადა სტალინმა. დეკანოზოვს, რომელიც საბჭოთა კავშირის ელჩი იყო გერმანიაში და დიდმა ბელადმა ლავრენტი ბერიას რეკომენდაციით დანიშნა, სტალინმა დაავალა, სასწრაფოდ შეემუშავებინა ფაშისტებთან სხვადასხვა სახის ურთიერთობების დამყარების გეგმა. დეკანოზოვმა დიდ ბელადს ურჩია, ამ მოლაპარაკებაში აქტიურად ჩაერთო გერმანიაში საბჭოთა სავაჭრო წარმომადგენლობის უფროსი – დიმიტრი კანდელაკი. „მას მშვენიერი ურთიერთობები აქვს ილმარ შახტთან, – აუწყა სტალინს დეკანოზოვმა და განაგრძო: – შახტი ერთ-ერთი იმათგანია, ვინც ჰიტლერის მოძრაობას აფინანსებდა და ფიურერის დიდი ნდობით სარგებლობს. ჰიტლერი ყურს უგდებს ხოლმე მის რჩევებს. როგორმე შახტი უნდა დავაინტერესოთ, რომ ჰიტლერზე ზემოქმედება მოახდინოს“. სტალინი დაეთანხმა დეკანოზოვის ასეთ სქემას და ხუთ დღეში დაწვრილებითი გეგმის წარმოდგენა დაავალა.
ხუთი დღის შემდეგ დიმიტრი კანდელაკი პირადად სტალინს აცნობდა მომავალი მოქმედების გეგმის დეტალებს: „შახტი ერთ-ერთი იმათგანია, ვის აზრსაც ჰიტლერი ითვალისწინებს. შახტთან მშვენიერი ურთიერთობა მაქვს, ისიც ბილიარდის აზარტული მოთამაშეა და ძალიან ხშირად გვიწევს ერთად თამაში. რამდენჯერმე საკუთარ ვილაშიც კი დამპატიჟა და ჩვენი თამაში ხშირად გულახდილ საუბარშიც გადაზრდილა, საიდანაც უამრავ ინფორმაციას ვიგებ“, – კანდელაკმა ტუჩზე იკბინა და სიტყვა გაუწყდა. სტალინს ულვაშებში ჩაეცინა და ჰკითხა:
– ინფორმაციას რომ იღებ, კარგია, ყოველი საბჭოთა მუშაკი უშტატო „ჩეკისტი“ უნდა იყოს. თუმცა, გულახდილი საუბრიდან მასაც ხომ შეუძლია ინფორმაციის გაგება და ჩვენ წინააღმდეგ გამოყენება, ისევე, როგორც ჩვენ ვაკეთებთ ამას?
კანდელაკი გაშრა და ენა ჩაუვარდა, მაგრამ ისევ სტალინმა გამოიყვანა უხერხული მდგომარეობიდან:
– თუმცა, შენ ისეთი კაცის (ლაპარაკია ბერიაზე) რეკომენდაციით ხარ იქ დანიშნული, რომ, დარწმუნებული ვარ, ენას კბილს დააჭერ.
კანდელაკმა შვებით ამოისუნთქა და სტალინს დეტალები გააცნო. გაირკვა, რომ შახტი ალკოჰოლური სასმელების დიდი მოტრფიალე ყოფილა და საკმაოდ კარგი კოლექციაც ჰქონია, რითაც ხშირად ტრაბახობდა და ძვირფას სტუმრებსაც უმასპინძლდებოდა.
კანდელაკმა სტალინს უთხრა, შახტის კოლექციას კარგი ქართული, სუფთად დაყენებული ღვინო დაამშვენებსო. კანდელაკიც დიდი გურმანი იყო და კარგ სასმელებშიც შესანიშნავად ერკვეოდა. ერთი სიტყვით, გადაწყდა, რომ შახტისთვის ქართული ღვინო „შეეცურებინათ“ და მთელი ოპერაცია ამაზე აეგოთ.
ბერლინში დაბრუნებულ კანდელაკს წინანდლის ღვინის სარდაფების საუკეთესო კოლექციის ნიმუშები გაატანეს და ერთ-ერთ არაოფიციალურ, კერძო მიწვევაზე, კანდელაკმა შახტს „ქინძმარაული“ გაასინჯა. „შახტმა სასმელი რომ მოსვა, ისე მოეწონა, რომ ნელ-ნელა, დიდი ნეტარებით დაუწყო წრუპვა, – წერდა თავის პატაკში კანდელაკი, – მას სულ მთლად გადაავიწყდა თამაში და მეორე ჭიქის შესმის ნებართვაც ითხოვა. „წამოეგო“, – გავიფიქრე მე და ბროლის ბოკალი ევროპულად შევუვსე. გამომშვიდობების წინ კი თითო ბოთლი თეთრი და წითელი საკოლექციო ღვინოები გავატანე.”
რამდენიმე დღეში შახტმა კანდელაკი უკვე თავის ფილმში მიიწვია და, მცირეოდენი ფორმალობის შემდეგ, რომელიც ქართული ღვინოების შექებას დაეთმო, დიმიტრის ქართული ალკოჰოლიანი სასმელების გერმანიაში ექსპორტი შესთავაზა.
„ფიურერს წითელი ღვინო განსაკუთრებით მოეწონა, – აუწყა შახტმა კანდელაკს და შეთანხმდნენ, რომ ფართოსპექტრიანი ხელშეკრულება მოემზადებინათ ეკონომიკის დარგში. სტალინს ამ ოპერაციის შედეგი რომ აცნობეს, ჩაეცინა“.
ამის შემდეგ რამდენჯერმე თავად ჰიტლერმაც მიიღო დეკანოზოვი და კანდელაკი და ხანგრძლივი საუბრებიც ჰქონდა მათთან. მანამდე ჰიტლერი პრინციპულად არ ეკონტაქტებოდა „წითლებს“ და სავალდებულო დიპლომატიურ ეტიკეტს თავის თანაშემწეებს აკისრებდა, ამ პერიოდიდან კი უფრო ზომიერი და რბილი გახდა. რა თქმა უნდა, სისულელეა იმის ვარაუდი, რომ მისი ხასიათის ასეთი ცვლილება მხოლოდ და მხოლოდ ქართულმა ღვინომ გამოიწვია, თუმცა, შახტის მიერ მოწონებულმა „ქინძმარაულმა“, რასაკვირველია, თავისი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საბჭოთა კავშირ-გერმანიის  ურთიერთობებში. არც ისაა მართალი, რომ ამბობდნენ, საბჭოთა კავშირი და გერმანია ერთბაშად დამეგობრდნენ და უერთმანეთოდ ნაბიჯსაც არ დგამდნენო, მაგრამ ორი ქვეყნის ურთიერთობები ბევრად ზომიერი გახდა, რაც სტალინის ჩანაფიქრის სისწორეზე მიუთითებდა. „ტემპი არ დააგდოთ, ყოველი წამი ძვირფასია, – აჩქარებდა ბელადი ყველას და დასძენდა: – ლათინები გვასწავლიან, თუ მშვიდობა გინდა, ომისთვის უნდა ემზადოო და ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკაც ამ პრინციპებზეა აგებული. თუმცა, არა მგონია, ჰიტლერის საომარი მზადება მშვიდობის დასამკვიდრებლად ხორციელდებოდეს“.
საბჭოთა დაზვერვამ, ძალიან სარისკო და რთული თამაში წამოიწყო და დიპლომატებთან ერთად გერმანელების კეთილგანწყობის მოსაპოვებელ მუშაობას შეუდგა: საბჭოთა რეზიდენტურამ ბერლინში საფრანგეთის სახელმწიფოს თანამშრომელი, რუსი ეროვნების თეთრი ემიგრანტი, გვარად სტეპან ორლოვი შეიგულა. სათანადო დამუშავების შემდეგ იგი ანტიფაშისტურ-ანტიჰიტლერულ ცრუ ორგანიზაციაში გააერთიანეს. ორლოვს თანაბრად ეზიზღებოდა „წითლებიც“ და ფაშისტებიც. ამიტომ ამ ორგანიზაციის წევრები მას ლიბერალ-რადიკალებად გაეცნენ, რომლებიც ცარიზმის დაბრუნებაზე „ოცნებობდნენ“. ერთი სიტყვით, ორლოვი დიდი ნაძირალა და, ამავდროულად, ფანატიკოსი იყო. იგი ხშირად იმეორებდა ასეთ ფრაზას: „საბჭოთა კავშირისა და გერმანიის აშკარა დაპირისპირება სინამდვილეში დიდი ბლეფია. ისინი ფარული მოკავშირეები არიან და ევროპის გაყოფას ცდილობენ“. მოკლედ, სტეპან ორლოვი ისე დაამუშავეს, რომ ერთდროულად სტალინისა და ჰიტლერის წინააღმდეგ შეთქმულება შეამუშავებინეს და ამ ტერაქტების მოსაწყობად საიმედო იდეური ხალხი შემოიკრიბეს. ამ სანდო ხალხს შორის, რა თქმა უნდა, მრავალი „ჩეკისტი“ იყო, რომლებსაც სხვადასხვა ფუნქცია ეკისრებოდათ. ერთი სიტყვით, ორგანიზაციამ „ფუნქციონირება“ დაიწყო, ხოლო „ჩეკა“ „კუდზე დააჯდა” მათ და ისე მოაწყო, რომ, ვითომდა დამოუკიდებლად, ამ თვალთვალში გერმანული დაზვერვაც ჩაერთო. გერმანული დაზვერვის ჩართვა კი იმიტომ გადაწყდა, რომ ოპერაციის ბოლოს მათ დაედასტურებინათ „ჩეკისტების“ მიერ „გახსნილი“ შეთქმულება, რაც მეტ ფასს შეჰმატებდა საბჭოთა კავშირ-გერმანიის „მეგობრობას“.
ერთი სიტყვით, 1937 წლის ნოემბრის დასაწყისში „ჩეკამ“ მოსკოვსა და ბერლინში ერთდროული ოპერაცია ჩაატარა და ეგრეთ წოდებული „ლიბერალ-რადიკალების ქსელი” დააპატიმრა; მისი ლიდერი, სტეპან ორლოვი კი ბერლინის ერთ-ერთი სასტუმროდან გამოსვლისას აიყვანა და საბჭოთა საელჩოს ჩააბარა. ცნობამ ორლოვის დაკავების შესახებ პრესაშიც „გაჟონა“ და იმავე საღამოს ამ ინფორმაციით გაზეთები უკვე აჭრელებული იყო. ფრანგებმა, რა თქმა უნდა, სკანდალი ატეხეს და ორლოვის დაბრუნება მოითხოვეს; ჩვენებმა კი ფრანგებსა და გერმანელებს ორლოვისა და მისი „ორგანიზაციის“ მაკომპრომეტირებელი საბუთების ასლები გადასცეს. სადაზვერვო-ოპერატიული მასალების საფუძველზე შედგენილი საბუთები უტყუარ ფაქტებზე იყო აგებული. მათ მიხედვით, ორლოვის „ბიჭებს“ ჰიტლერი და სტალინი ერთდროულად უნდა მოეკლათ და ასე „გაეთავისუფლებინათ“ მსოფლიო ტირანებისგან. „ჩეკას“ ეს ცნობები გერმანელმა დაზვერვამაც დაადასტურა, რადგან ისინი „დამოუკიდებლად“ მისდევდნენ ტერორისტების კვალს. ორლოვმა აღიარა, რომ მართლა აპირებდა ტირანების განადგურებას და მსოფლიოში მონარქიის გაბატონებას. ერთი სიტყვით, ამ ოპერაციის შედეგად ფრანგები დარწმუნდნენ ორლოვის დანაშაულში, ფაშისტებმა კი ჩვენი კეთილგანწყობა და მეგობრობის გულწრფელი სურვილი დაიჯერეს და უფრო მჭიდრო ურთიერთობები შემოგვთავაზეს. სტეპან ორლოვი ფრანგებს დავუბრუნეთ, რა თქმა უნდა, ფაშისტებთან შეთანხმების შემდეგ, ხოლო საბჭოთა დიპლომატები უფრო მეტად მიღებულები გახდნენ ჰიტლერის „კარზე“.

скачать dle 11.3