კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1999 წლის 6 ივლისს. მაინტერესებს, რა არის ჩემი კარმული მისია და რომელ პროფესიებში მელის მეტი წარმატება?
პასუხი: თქვენი კარმული მისიაა, საკუთარ ხასიათში გამოავლინოთ საუკეთესო თვისებები, იყოთ მეტად დისციპლინირებული, ორგანიზებული, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, პრაქტიკული, ფულის ყაირათიანად მხარჯველი. იმავდროულად, უნდა იყოთ პასუხისმგებლიანი მუშაკი და საქმე აკეთოთ მეტი გულისყურით, გამოავლინეთ მარტოხელა მებრძოლის თვისება, იყავით დამოუკიდებელი, მიუდექით ნებისმიერ საქმეს სერიოზულად. ასევე, იყავით დემოკრატი და სხვებსაც მიეცით თავისუფლად აზრის გამოთქმისა და მოქმედების საშუალება. ისწავლეთ ინტუიციაზე დაყრდნობა, დიპლომატიის გამოვლენა, სადაც საჭიროა – არასტანდარტული მოქმედება, სპონტანური იმპროვიზაცია. უნდა შეგეძლოთ, უანგარობაზე ააგოთ ურთიერთობები. პროფესიებიდან კი კარგია: სოციოლოგია, ასტრონომია, ასტროლოგია, სამეცნიერო კვლევა, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო საქმიანობა, სცენარისტობა, დრამატურგია, რეჟისურა, დიზაინი, არქიტექტურის ფართო სპექტრი, საინჟინრო საქმე, კომპიუტერული ტექნოლოგიები, პროგრამული სისტემები, აუდიო, მობილური, ვიდეო სისტემების შემოქმედება ან ბიზნესი, ქორეოგრაფია, მედიცინის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო, კომერციული სფერო, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო-საგამომცემლო ინდუსტრია, პედაგოგიური საქმიანობა. ყველა ამ სფეროში წარმატების შანსი დიდია.
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1998 წლის 11 ივლისს. მაინტერესებს, რომელი პროფესიაა მისთვის მისაღები?
პასუხი: მისთვის საჭიროა უცხოეთთან კონტაქტი – ეს მისი უმთავრესი წარმატების ადგილია. პროფესიებიდან კი კარგია სპორტის ფართო სპექტრი, პოლიტიკის ფართო სპექტრი, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე, იურისპრუდენცია, მედიცინის ფართო სპექტრი ფარმაცევტიკის გამოკლებით; განსაკუთრებით სასურველია: სტომატოლოგია, გინეკოლოგია, რევმატოლოგია, ქირურგია, ფსიქიატრია; ასევე, კარგია ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო სფერო, სამართალდამცავი ორგანოები, სამხედრო სტრუქტურები, მაკონტროლებელი ორგანოები, საბაჟო, სადაზღვევო საქმიანობა, პედაგოგიკის სფერო.

скачать dle 11.3