კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გადარჩენილი ზურმუხტი

რეიჩელ მეიტლენდი ერთ დროს დიდების მწვერვალზე მყოფი პრიმადონა იყო. ფული და დაფასება არც 57 წლის ასაკში აკლდა. ძალიან ცნობილი ადამიანები იღებდნენ მისგან ვოკალის გაკვეთილებს და სოლიდურ თანხასაც იხდიდნენ. ამას გარდა, რეიჩელს თაყვანისმცემლებისგან მიძღვნილი იშვიათი, ძვირფასი სამკაულების კოლექციაც ჰქონდა, რომელიც თითქმის მილიონ დოლარად დააზღვია... ცხოვრობდა შესანიშნავ ვილაში, რომელიც ერთ დროს გრაფმა რეიჩმონდმა აჩუქა ორწლიანი თავბრუდამხვევი რომანის სანაცვლოდ. გრაფისავე საჩუქარი იყო უნიკალური, ბრილიანტებითა და ზურმუხტებით მოოჭვილი დიადემა – სწორედ ამ დიადემით მოინადირა რეიჩელის გული რეიჩმონდმა. ამბობდნენ, რომ უძვირფასესი სამკაული გრაფმა ეგვიპტის ექსპედიციის დროს  შეიძინა, შემდეგ კი საიდუმლოდ და არალეგალური გზით შემოიტანა ინგლისში. რეიჩელი დიდხანს და დაჟინებით ეუბნებოდა უარს, რადგან მას გრაფის ტიტული და ცოლის სტატუსი უნდოდა, რაზეც გრაფი არ თანხმდებოდა. ბოლოს კი, უძვირფასესი დიადემის სანაცვლოდ, გრაფმა მიიღო საყვარელი ქალის კეთილგანწყობა.
რეიჩელმა გაჭირვებით ასწია დამძიმებული ქუთუთოები და ძლივს მიფორთხდა სარკესთან. საკუთარმა გამოსახულებამ არ აღაფრთოვანა და გაიფიქრა, მალე უნდა მოვწესრიგდე, რომ მიქელემ ასეთი არ მნახოსო. მიქელე პიჩიონე რეიჩელმა ერთ მულტიმილიონერ ბებრუხანას „აახია” იტალიაში მოგზაურობისას. მიქელემაც უცდაათი წლით უფროსი საყვარელი არჩია სამოცდახუთი წლით უფროსს. ახლა რეიჩელთან ერთად განცხრომით ცხოვრობდა ფეშენებელურ ვილაში და ხელგაშლით ფლანგავდა რეიჩელისთვის მოსწავლეების მიერ გადახდილ ჰონორარებს. რეიჩელი არ ბრაზობდა ამაზე: ჯერ ერთი, მიქელე მას ცხოვრებას ულამაზებდა და, მეორე – კარგად ახსოვდა, თავადაც როგორ იყენებდა ხანდაზმული თაყვანისმცემლების კეთილგანწყობას წლების განმავლობაში...
მიქელე აშკარად არ იყო სახლში. რეიჩელმა გადაწყვიტა, თავად დაერეკა მისთვის და მობილურს დაუწყო ძებნა. საწოლთან მოშორებით მდგარ სავარძელზე მიაგნო. როცა ჩართო, გაოცდა. უამრავი უპასუხოდ დატოვებული ზარი ნახა თავისი ოპერატორისა და ერთგული მეგობრის – ნოემი კოენისგან, ხოლო მიქელესგან ერთი ზარიც კი არ იყო. ტუალეტის ოთახში დაბრუნდა, პირზე წყალი შეისხა, მოწესრიგდა და ახლაღა მიაქცია ყურადღება უცნაურ ხმაურს, რომელიც ქვემოდან ამოდიოდა. ვიღაც მონოტონურად, ყრუდ აბრახუნებდა კარზე.
– რა მოხდა? – იკითხა გაოცებით, როცა კარი გაიღო და ქარიშხალივით შემოჭრილ ნოემს გზა უტია.
– შენ რა, გაგიჟდი? უკვე პოლიციაშიც კი დავრეკე. ორი დღეა, თქვენგან ჩამიჩუმიც არ ისმის.  გაკვეთილები გააცდინე... გაგახსენო, თითოში რამდენს გიხდიან?
– გაკვეთილები გავაცდინე? – განცვიფრდა რეიჩელი, – დღეს ორშაბათია და გაკვეთილიც მხოლოდ საღამოს მაქვს.
– ორშაბათია? შენ მართლა გგონია, რომ დღეს ორშაბათია? – ნოემი რეიჩელს მიაშტერდა, – მოწიე რამე? სრულ ჭკუაზე ხარ? დღეს სამშაბათია! შეგიძლია, კალენდარი ნახო!
რეიჩელმა აღარ მოუსმინა, შეშფოთებული გაიქცა მიქელეს ოთახისკენ და ცოტა ხანში შეწუხებული და აკანკალებული, პატარა ბარათით ხელში დაბრუნდა:
– მიქელემ მიმატოვა...
ნოემმა მხოლოდ გაიღიმა და მხრები აიჩეჩა:
– მოსალოცად გაქვს საქმე. სიამოვნებით აღვნიშნავდი ამ ამბავს, რაღაც დეტალები რომ არ მაშფოთებდეს. დიდი ხანია, რაც ორი დღე გადაბმულად გძინავს ხოლმე?
რეიჩელმა თავი გააქნია:
– რაღაც, არ მახსენდება.
– საქმე ეგაა. სასწრაფოდ მიდი და შენი სეიფი ნახე...
– შენ ფიქრობ, მან გამძარცვა?
– ნახე-მეთქი!
რეიჩელმა სეიფთან მიირბინა, გააღო და შეჰყვირა – არ ჩანდა მისი უძვირფასესი დიადემა.
– ღმერთო! – აღმოხდა რეიჩელს, – დაზღვეულიც არ მქონდა მისი საეჭვო წარმომავლობის გამო... პოლიციაში განვაცხადო?
– პოლიცია უკვე მოვიდა, – პირქუშად წარმოთქვა ნოემმა, – მე ხომ ის გამოვიძახე,  როცა ვერ გიკავშირდებოდი.
– დიადემის ქურდობაში დავდო ბრალი? – ამოიოხრა რეიჩელმა.
– არა მხოლოდ. მას შენი მოკვლა უნდოდა, ნუთუ არ გესმის?
ნოემი აღშფოთდა და კარის გასაღებად წავიდა.
– რობერტ სმაილსი, – თავი წარუდგინა მაძებარმა, – რამდენიმე კითხვას დაგისვამთ: როგორც თქვენმა მეგობარმა მითხრა, კვირას დაიძინეთ ჩვეულებრივად და მხოლოდ დღეს, სამშაბათს, თორმეტ საათზე გაიღვიძეთ.
– დიახ, ასეა, – ამოიოხრა რეიჩელმა, – თუმცა, ვერ ვხვდები, ეს როგორ მოხდა.
– გაიხსენეთ, კვირა საღამო როგორ გაატარეთ? თქვენს ახალგაზრდა საყვარელთან ხომ არ გიჩხუბიათ?
– არა, პირიქით, შესანიშნავი საღამო გვქონდა: თეატრში ვიყავით. სახლში საკმაოდ კარგ გუნებაზე დავბრუნდით... მიქელე ბოლო დროს გრაფოლოგიით იყო გატაცებული. ჯერ თვითონ დაწერა რამდენიმე ფრაზა და გაარჩია, მერე მე მთხოვა, დამეწერა...
– გახსოვთ, რა დაწერეთ? – წარბი შეიკრა მაძებარმა, – ეს ის ბარათი ხომ არ არის?
რეიჩელმა შამპანურის ბოკალის ქვემოდან გამოღებულ პატარა ფურცელს დახედა.
– დიახ, ეს არის... „მიქელე, შენი სიყვარულისგან ვკვდები“... – უბრალოდ, ვხუმრობდით
– თქვენ, შეიძლება, ხუმრობდით, აი, თქვენი საყვარელი კი – არა. მან შესანიშნავად დაგეგმა თქვენი მკვლელობა, ისე, რომ თვითმკვლელობის კვალიფიკაცია მისცემოდა... შამპანურს ყოველ საღამოს სვამთ ხოლმე?
რეიჩელი გაწითლდა:
– გულახდილად რომ გითხრათ, ვერ ვიტან შამპანურს, მაგრამ, ამას ხმამაღლა ვერასდროს ვამბობდი – მე ხომ მაღალი წრის ქალბატონი ვარ... ამიტომ, მხოლოდ მოვსვამდი ხოლმე, დანარჩენს კი ყვავილს ვუსხამდი ქოთანში.
– იმ საღამოსაც ასე მოიქეცით?
– დიახ...
გამომძიებელმა შამპანურის ცარიელი ბოთლი აიღო და შუქზე გახედა.
– საკმარისია, ანალიზისთვის მეყოფა... ახლა კი, სრულ სურათს დაგიხატავთ:  თქვენმა ახალგაზრდა საყვარელმა გადაწყვიტა, წასულიყო თქვენგან, მაგრამ, არა ხელცარიელი. დიადემა შემთხვევით არ აურჩევია – მან იცოდა, რომ ნივთი დაზღვეული არ გქონდათ და მასზე საქმე ვერ აღიძრებოდა. თუმცა, ქურდობა წვრილმანია იმასთან შედარებით, რაც მან განიზრახა – თქვენი მოკვლა! შამპანურში, სავარაუდოდ, დიდი დოზა დამაძინებელი საშუალება შეურია, რომ აღარასოდეს გაგღვიძებოდათ – მან ხომ არ იცოდა, რომ შამპანურს ბოლომდე არ სვამდით... თამაშ-თამაშით ისეთი წერილი დაგაწერინათ, რომელიც აღარავის გაუჩენდა ეჭვს, რომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეთ. ამ ვერსიას ის მეორე ბარათი ამყარებს, სადაც ის წერს, რომ, მიუხედავად გრძნობისა, ყველაფერი დასრულდა და მიდის თქვენგან... მოკლედ, მე ვიწყებ მიქელე პიჩიონეს ძებნას და ბრალად ვუყენებ თქვენი –  რეიჩელ მეიტლენდის მკვლელობის მცდელობას.
რეიჩელმა მხოლოდ ამოიოხრა და თვალზე მომდგარი ცრემლი მოიწმინდა.
სამი დღის შემდეგ გამომძიებელმა რეიჩელს მიაკითხა და აუწყა, რომ მისი ყოფილი საყვარელი ქალაქის გარეუბანში, იაფფასიანი სასტუმროს ნომერში იპოვეს მოკლული
– ძალადობის კვალიც ემჩნეოდა. როგორც ჩანს, ბევრს თამაშობდა და ხშირად აგებდა... მოვალეებმა მოკლეს მანამ, სანამ დიადემის გაყიდვასა და ვალების ნაწილობრივ გასტუმრებას მოასწრებდა. მკვლელმა დიადემა თან წაიღო, მაგრამ დარჩა ეს... – გამომძიებელმა ხელისგული გაშალა და რეიჩელს მსხვილი ზურმუხტი გაუწოდა, – ეტყობა, დიადემიდან ამოვარდა...
– ესღა დარჩა ჩემი დიადემისგან? – სევდიანად გაიღიმა რეიჩელმა, – არა უშავს, მე მისგან კულონს გავაკეთებ...

скачать dle 11.3