კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სალათები – ზაფხულის ჰიტები

ზაფხული მონდომებით ცდილობს, გვიჩვენოს თავისი ძალა – უკვე კარგა ხანია, ცხელა და მსუყე კერძების ჭამის სურვილი თავისთავად მცირდება, თუმცა, ცხელა თუ ცივა, ორგანიზმს კვება მაინც რომ სჭირდება, ეს ყველასთვის ცნობილია. ისიც ყველამ იცის, რომ ცხიმიანი, ცხარე, შემწვარ-მოხრაკული და ხორციანი სადილ-ვახშამი განსაკუთრებით ძნელი მოსანელებელი ზაფხულის სეზონზეა, მაგრამ თუ მაინცდამაინც მოგენატრათ, ვთქვათ, ხორციანი სუპი, ჩახოხბილი ან სოუზი, აქაც შეიძლება „ოქროს შუალედის“ მოძებნა: ცალკე მოხარშეთ მჭლე (ფრინველის ან საქონლის) ხორცი, ცალკე კი მოამზადეთ უცხიმო სუპი ან სოუზი და შემდეგ მასში ჩადეთ მოხარშული ხორცის ნაჭრები, ოღონდ, ბევრი არ მიირთვათ. ისე კი, უმჯობესია, აქცენტი ბოსტნეულსა და მწვანილზე გააკეთოთ. შესაძლოა, ზოგადად გაგიგიათ მათი სასარგებლო თვისებების შესახებ, მაგრამ, ალბათ, ყველამ არ იცის, რომ ახალი მწვანილი ამარცხებს დაღლილობის შეგრძნებას, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას, ამაღლებს შრომის უნარს და აქტიურად წვავს ცხიმებს.
იმისთვის, რომ აღიჭურვოს ენერგიით, ორგანიზმი საჭიროებს ვიტამინებისა და მინერალების დამატებით რაოდენობას. გაზაფხულსა და ზაფხულში საჭიროა, კერძები იყოს მაქსიმალურად მსუბუქი, ულუფები კი – მცირე და ხშირი.
დღის განმავლობაში კვების რეჟიმი დაახლოებით ასეთია: დილით – 100-150 გრამი უციმო ხაჭო (ან მაწონი) მწვანილით (შეურიეთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი მწვანილი; შეგიძლიათ, რამდენიმე სახეობის მწვანილი გამოიყენოთ);
სადილი –  პირველი თავი კერძი: ბოსტნეულის ცივი სუპი („აკროშკის“ რომელიმე ვარიანტი). სასურველია, ჩაუმატოთ ბლომად კამა (წვრილად დაჭრილი), რადგან კამა დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს, კალიუმსა და რკინას, რაც ასე აუცილებელია ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით კი დიეტის დროს; მეორე კერძი: ბოლოკის ან ახალგაზრდა უმი კომბოსტოს სალათა ხახვითა და მწვანილებით (შეგიძლიათ, მოასხათ უცხიმო მაწონი ან იოგურტი). ცნობისათვის, ბოლოკი არის ეთერზეთების საბადო, რისი წყალობითაც ამ ბოსტნეულს აქვს განსაკუთრებული უნარი, აგვავსოს ენერგიით და აგვიმაღლოს იმუნიტეტი.
ვახშმად მიირთვით უმი ან ოდნავ მოშუშული ბალახეულის სალათები, მაგალითად, ერთად ან ცალ-ცალკე გამოიყენეთ მჟაუნის, ისპანახის, მწვანე სალათის, ჭარხლის ფოთლები, რომლებსაც შეგიძლიათ შეურიოთ ბაბუაწვერას ან ჭინჭრის ყლორტები, უშუალოდ ჭამის წინ კი მოასხით თითო ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და ძმარი. არ დაგავიწყდეთ, ხშირად მიირთვათ ოხრახუში, რომელიც ჭარბად შეიცავს C ვიტამინსა და საკმაოდ იშვიათ ნივთიერებას – გერმანიუმს, რომელიც იცავს ორგანიზმს ჟანგბადის შიმშილისგან და აძლიერებს იმუნიტეტს.

скачать dle 11.3