კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

ქმარს ხელის მოწერამდე დავშორდი
მე და გოჩა ორი წელი ვიყავით შეყვარებულები. ამ სამი თვის წინ კი ჯვარი დავიწერეთ და, რადგან ერთდროულად ქორწილის გადახდისა და მოგზაურობის საშუალება არ გვქონდა, ტურისტულ ჯგუფთან ერთად წავედით სამოგზაუროდ და ამას დავარქვით საქორწინო მოგზაურობა. ხელის მოწერას კი ჩამოსვლის შემდეგ ვფიქრობდით. თავიდან ვფიქრობდი, ცალკე რომ წავსულიყავი, ვერც ამდენ რამეს ვნახავდით, ვერც ასეთ დროს ვერ გავატარებდით და ვერც ამდენ ახალ ნაცნობ-მეგობარს შევიძენდით-მეთქი, მაგრამ, სწორედ ამ ახალმა ნაცნობ-მეგობრობამ თუ ნაცნობ-მეგობრებმა დამინგრიეს ცხოვრება. საქმე ისაა, რომ იმ ტურისტულ ჯგუფში გავიცანით თითქმის ჩვენი ასაკის ცოლ-ქმარი. ისინი ერთი თვის წინ დაქორწინებულან და ჩვენსავით ჯგუფთან ერთად გადაუწყვეტიათ სამოგზაუროდ წასვლა, თუმცა, ჩვენგან განსხვავებით, ეტყობოდათ, რომ სულაც არ სჭირდებოდათ ხელმომჭირნეობა. ჯგუფის დანარჩენი წევრები ჩვენზე ბევრად უფროსები იყვნენ და, ამიტომ, ბუნებრივია, ამ წყვილს უფრო დავუახლოვდით. ძალიან კარგები მომეჩვენა, განსაკუთრებით – გოგო, თათია. დიტოც არ იყო ცუდი ბიჭი, მაგრამ, რაღაცნაირად სულ დაძაბული იყო და დილიდან საღამომდე განუწყვეტლად კუდში დასდევდა ცოლს, ერთი წუთითაც არ ტოვებდა მარტოს. აშკარად ძალიან ეჭვიანი იყო და გულში ძალიან შემეცოდა თათია, ვიფიქრე, რა საშინელებაა ასეთი ქმარი-მეთქი.
გაცნობიდან მესამე დღეს ოთხივემ გადავწყვიტეთ,  ერთად შევსულიყავით სადმე კაფეში და ჩვენი მომავალი შეხვედრები დაგვეგეგმა, რასაც დიტო ძალიან უარყოფითად შეხვდა – დაგეგმვა რა საჭიროა, სპონტანური შეხვედრები უფრო საინტერესო იქნებაო. თან, შეეტყო, რომ კაფეშიც არ უნდოდა წამოსვლა, მაგრამ ჩვენ ჩვენი გავიტანეთ და მაინც წავედით, ოღონდ, არა კაფეში, არამედ პატარა, ძალიან საყვარელ რესტორანში, სადაც ცოცხალი მუსიკა უკრავდა და დიდიან-პატარიანად ყველა ცეკვავდა.
თავიდან მე და თათიამ ჩვენს ქმრებთან ვიცეკვეთ, მეორე ცეკვაზე კი კავალრები გავცვალეთ, მაგრამ, მთელი ცეკვის განმავლობაში დიტოს ცოლისკენ ჰქონდა თვალები მიპყრობილი და ძალიან დაძაბული იყო. როდესაც შემდეგ ორი ცეკვა თათიამ ისევ გოჩასთან იცეკვა, თან საკმაოდ დალია და მეც კი არ მომეწონა, ისე გადაჭარბებულად თამამად იქცეოდა. თუმცა, რაღა თამამად, რადგან ამ წერილს გწერთ, ბარემ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევ: მთელი სხეულით ეკვროდა და ეხახუნებოდა ჩემს ქმარს, ხმამაღალი კისკისით რაღაცას ჩასჩურჩულებდა ყურში და ისეთი თვალებით შესცქეროდა, პირდაპირ სთავაზობდა საკუთარ თავს. მე და დიტო დავიძაბეთ და უხერხულობისგან აღარ ვიცოდით, როგორ მოვქცეულიყავით. ვატყობდი, რომ არც გოჩა იყო უკეთეს დღეში, ცდილობდა, უმტკივნეულოდ გამომძვრალიყო მდგომარეობიდან, მაგრამ ვერ ახერხებდა და უმწეოდ იყურებოდა აქეთ-იქით. მე შევეცადე, სიტუაცია განმემუხტა და დიტოს მოგონილი მხიარულებით ვუთხარი, ჩვენც ხომ არ გვეცეკვა-მეთქი. უარი მითხრა, მერე კი სევდიანად დაამატა – ესეც გააბა მახეშიო. ვინ-მეთქი, –  მაინც ვკითხე, თუმცა, მივხვდი, ვისაც გულისხმობდა. შენი ყოფილი ქმარიო, – მწარე ირონიით მიპასუხა. რას ჰქვია, ყოფილი-მეთქი, – გავბრაზდი. თბილისში დაბრუნების შემდეგ მალე გახდება ყოფილი – გოჩა შენ მიგატოვებს და თათიასთან წავა, მაგრამ თათიას მალე ბეზრდება კაცები, ერთ-ორ კვირაში ისევ ჩემთან დაბრუნდება და მეც, ისევე, როგორც ყოველთვის, ვაპატიებ, რადგან, ყველაფრის მიუხედავად, სიგიჟემდე მიყვარსო.
ყველაფერი მართლაც ისე მოხდა, როგორც დიტომ მითხრა და მან მართლაც კიდევ ერთხელ აპატია ცოლს ღალატი, მაგრამ მე არ ვაპატიე გოჩას და ჩვენ ხელის მოწერამდე დავშორდით ერთმანეთს. ეტყობა, მე დიტოსავით სიყვარული არ შემიძლია.
ანასტასია, 23 წლის.

скачать dle 11.3