კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაიწყო კარიერა გივი თარგამაძემ საავადმყოფო-პოლიკლინიკაში სანიტრად 1985 წელს, როგორ გახდა საქართველოს სამი მოწვევის პარლამენტის წევრი და რა შემოსავალი მოუტანა მას 12-წლიანმა დეპუტატობამ

პარლამენტის წევრი გივი თარგამაძე 1968 წელსაა დაბადებული თბილისში. უმაღლესი გაანთლება მას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიუღია. თუმცა ოფიციალურ ბიოგრაფიაში არ არის დაკონკრეტებული, როდის, მაგრამ მითითებულია კვალიფიკაცია – ჟურნალისტიკის ბაკალავრი. მისი შრომითი ბიოგრაფია კი პირველ საავადმყოფო-პოლიკლინიკაში დაწყებულა 1985 წელს, სადაც სანიტრად 1987 წლამდე უმუშავია. შემდეგ, 1991-1992 წლებშიც სანიტრად მუშაობდა უროლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1993 წელს ქართულენოვან „ჯორჯიან თაიმსში“ დაიწყო მუშაობა ჟურნალისტად, 1995-1996 წლებში კი – „დილის გაზეთში“. 1998 წელს „თავისუფლების ინსტიტუტში“ გადავიდა მთავარ კოორდინატორად  და 2002 წლამდე დაყო იქ. 2004 წელს საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა, ისევე, როგორც 2008-ში და 2012-დანაც საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით გასული.
მის ბიოგრაფიაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ 2001-2002 წლებში გივი თარგამაძე ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს წევრი იყო. მის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია სწორედ 2001 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო როგორც ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს წევრმა. ოჯახის წევრებად მიუთითებდა დედ-მამას და 1976 წელს დაბადებულ ძმას, ნიკოლოზს. ოჯახის უძრავი ქონება – საცხოვრებელი ბინა თბილისში, ყაზბეგის გამზირზე და აგარაკი თეთრი წყაროში მამის, ვასილ თარგამაძის საკუთრება იყო. რაც შეეხება შემოსავლებს: 2001 წლის განმავლობაში  ვასილ თარგამაძემ, როგორც თსუ-ის ფიზიკის კათედრის უფროსმა მასწავლებელმა, 672 ლარი აიღო, როგორც საქართველოს ინოვაციური ტექნოლოგიების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა – 1 200 ლარი; ხოლო გივი თარგამაძემ, როგორც „თავისუფლების ინსტიტუტის“ საგამოძიებო ჟურნალისტიკის პროგრამათა მთავარმა კოორდინატორმა – 1 996 ლარი, როგორც „თავისუფლების ინსტიტუტის“ სხვა ორი პროექტის მონაწილემ, 3 000 ლარი, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „მთენის“ პროექტში მონაწილემ – 990 ლარი, როგორც „60 წუთის“ პროექტის მონაწილემ – 110 ლარი.
გივი თარგამაძის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2015 წლით თარიღდება, რომელიც მან, რასაკვირველია,  პარლამენტის წევრის რანგში შეავსო და ოჯახის წევრებად მიუთითა: მეუღლე, 1979 წელს დაბადებული ნინო მუშკუდიანი და ორი შვილი: ეკატერინე და ნატალია. ოჯახის ერთადერთი უძრავი საკუთრება – ბინა თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე, 160 კვ. მ. ფართობის – ეკუთვნის გივი თარგამაძეს. ნინო მუშკუდიანს ჰყავს 2009 წლის „BMW 5 გრანდ ტურიზმო,” გივი თარგამაძეს კი 2012 წლის „შკოდა აქტივია“. დეკლარაციის შევსების დროს ნაღდი ფული – 7 000 აშშ დოლარი – მხოლოდ ნინო მუშკუდიანს ჰქონდა. რაკი დასაქმებული მხოლოდ გივი თარგამაძეა, 20014 წლის განმავლობაში, მისი, როგორც პარლამენტის წევრის სახელფასო შემოსავალმა 60 285 ლარი შეადგინა. რაც შეეხება გასავალს: 2013-1014 წლებში გივი თარგამაძეს წყალტუბოში ბინის ქირავნობაში 10 000 ლარი გადაუხდია.
რაც შეეხება წინა წლების შემოსავლებს, რატომღაც, საძიებო სისტემაში არ იძებნება ბ-ნი თარგამაძის მიერ 2004-2010 წლებში შევსებული ფინანსური დეკლარაციები, თუმცა იგი ამ წლების განმავლობაში ხალხის რჩეული იყო და თვით უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტს თავკაცობდა. ამიტომაც მხოლოდ ის ვიცით, რომ გივი თარგამაძემ, როგორც პარლამენტის წევრმა, 2009 წლის განმავლობაში 55 989 ლარი აიღო; 2010 წელს – 65 132 ლარი; 2011 წელს – 59 059; 2012 წელს – 61 539 ლარი; 2013 წელს – 51 113 ლარი; ხოლო 2014-ში, როგორც უკვე მოგახსენეთ – 60 285 ლარი.

скачать dle 11.3