კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შესანიშნავი ხუთეული

მადაჩაკლულები

კონკურენციის სააგენტომ ნავთობპროდუქტების ბაზრის დაპირებული კვლევა, რომელიც რვა თვის განმავლობაში გრძელდებოდა, დაასრულა და ეს ჩვენი ნავთობგამყიდველი კომპანიები, არც მეტი, არც ნაკლები, 55 მილიონი ლარით დააჯარიმა.
თუმცა 1 100-გვერდიანი კვლევის დეტალებს არ გვიმხელენ – დიდი ნაწილი კომერციული საიდუმლოებააო, სააგენტო მისულა დასკვნამდე, რომ 2008-20014 წლებში ავტოსაწვავის სასაქონლო ბაზაზე ირღვეოდა კონკურენციის დაცვის პრინციპები: მოქმედებდა ხელოვნური ბარიერები იმპორტში, იზღუდებოდა წარმოება და მოქმედებდა შეთანხმებული ფასი. ამიტომაც ბაზრის ძირითად სუბიექტებს (ფაქტობრივად, მეტი ვერც ვერავინ ყიდის საწვავს საქართველოში): „ვისოლს“, „რომპეტროლს“, „სოკარს“, „ლუკოილსა“ და „გალფს“, ასევე, ეკონომიკურ აგენტებს, რომლებიც მჭიდრო სადისტრიბუციო ურთიერთობაში იყვნენ ამ ხუთეულთან, შესაბამის-შესაბამისი სანქციები დაეკისრათ და მათ, საერთო ჯამში, 55 მილიონი ლარის გადახდა მოუწევთ.
ბუნებრივია, ზემოხსენებულნი არ ეთანხმებიან ბრალდებას, რამეთუ ამტკიცებენ, რომ უმწიკვლოდ და პატიოსნად ემსახურებოდნენ საწვავის ქართულ ბაზარს, ამიტომაც გვპირდებიან, ცივილიზებული გზებით ვიბრძოლებთ საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლადო (და მერე რა, რომ საწვავის ქართული არც ლოგიკას ემორჩილება და არც კანონს?!).
ერთი სიტყვით, სასაწვავე ბაზარს 55 მილიონის გაღება მოუწევს, ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ კონკურენციის სააგენტოს ფუნქცია არ არის ფასის კონტროლი (მას მხოლოდ იმის დადგენა ევალება, ბაზარზე მოქმედი ფასი ხომ არ არის შეთანხმების შედეგი), არც ისაა გამორიცხული, ის 55 მილიონი მესაწვავეებმა ფასშიც აგვისახონ (იმიტომ რომ მომხმარებელია დაბალი ღობე). ოღონდ, რაკი კონკურენციის სააგენტოს კვლავ შეუძლია მათი შემოწმება, ერთი იმედი ისაა, იქნებ და მომავალმა სანქციებმა მაინც დაუოკონ ჩვენი ჯიბეების ამოცარიელების მადა?!  –

скачать dle 11.3