კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ევროპის მოკრძალებული ხიბლი

სა-უცხო-ოთა ტყვეობაში

მართალია, ჩვენთვის აზრი არავის უკითხავს, მაგრამ, ისევ და ისევ იმ მიზეზით, რომ უცხო სა-უცხო-ოა და იმიტომაც, რომ არ ჩამოვრჩეთ მსოფლიოს მაჯისცემას, იმის მიუხედავად, ეს მაჯისცემაა თუ სხვაცემა, ჩვენებურ პოლიტიკოსთა ნაწილი (ვითომ იმიტომ, რომ „არამკითხე მიამბეო“?!), როდესაც მელანიც არ შეშრობოდა აშშ-ის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, მიესალმა ერთნაირსქესიანთა დაქორწინების დაკანონებას, ნაწილმა ტანზე შემოიხია. ამის პარალელურად, პრემიერ-მინისტრი გამოვიდა ინიციატივით, რომ კონსტიტუციით განსაზღვრულიყო ოჯახის, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირის, დეფინიცია. რასაც, მოტივით – სა-უცხო-ოა – არასამთავრობოთა ნაწილი (არცთუ მცირე), ვინაიდან თავი კიტრად მოაქვთ (ანუ პროგრესის დამნერგავებად) უარყოფითად გამოეხმაურა (პათოსით, ეს რა სიბნელეაო?!).
ხოლო, ვიდრე ჩვენებური „პრადვინუტად“ შერაცხილი საზოგადოება იმას გლოვობდა, მოგვეჭრა თავი დასავლეთის მასშტაბით, რაკი ქორწინება ქალისა და მამაკაცის კავშირი გვგონიაო, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, არც აცია, არც აცხელა და გვაუწყა, რომ გერმანია ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას მხარს არ დაუჭერს, ვინაიდან, ქ-ნი მერკელის აზრითაც, ქორწინება ქალისა და მამაკაცის კავშირია. თუმცა იქვე დასძინა, რომ დისკრიმინაციის წინააღმდეგია და ყველამ ის უნდა შეიყვაროს, ვინც მის გულსა და სხვა დანარჩენს ესიამოვნება.
ზემოთქმული კიდევ ერთხელ ამტკიცებს, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის თვალნათლივ, დასავლეთის უპირობო უპირატესობას, როდესაც ყველას აქვს საკუთარი პოზიციის გამოხატვისა და დაცვის უფლება, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ჩვენებურთა მენტალიტეტი ისევ იმ ანეკდოტური პათოსისაა: ქმარი რომ ურჩევს ცოლს საყვარლის მისამართით – დააფარე, არ გაცივდესო. –

скачать dle 11.3