კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფასიანი მონეტის როლი

ანუ ხურდაში?!

სამყარო ისეა მოწყობილი, რომ ზოგი – ბატონობს, ვისაც ძალა აქვს, ზოგიც – ემორჩილება, ვისაც არც ძალა აქვს, არც რესურსი და არც მოკავშირე ჰყავს (რომლის ინტერესიც იმ მომენტში შენსას ემთხვევა). ძლიერებს კი ერთმანეთთან ლაპარაკის თავისებური მანერა აქვთ, ძირითადად, სუსტების ხარჯზე (ასე თავსაც ზოგავენ და რესურსსაც).
და თუმცა დასავლეთმა რუსეთს უკრაინის გამო სანქციები დაუწესა და ისიც აღიარა, რომ 2008-ში საქართველოს უფრო აქტიურად უნდა დახმარებოდნენ, რუსეთმა კი საპასუხოდ ემბარგო გამოუცხადა დასავლურ პროდუქციას, რაკი თვით ცივი ომის დროსაც კი სსრკ-ისა და აშშ-ის სპეცსამსახურები ერთმანეთთან თანამშრომლობდნენ, ბუნებრივია, არც დღეს არიან უბრად დასავლელი და ჩრდილოელი ლიდერები.
ხოლო, რაკი არ არიან, ირანთან დაკავშირებული შეთანხმება ერთმანეთს მიულოცეს და აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივით გასულ კვირას სატელეფონო საუბარიც შედგა ობამა-პუტინს შორის. ლიდერებს დიდად მნიშვნელოვნად შეუფასებიათ ვენაში გამართული მოლაპარაკებები ირანისთვის სანქციების მოხსნის შესახებ და მსოფლიო მშვიდობის საქმეში რფ – აშშ-ის დიალოგის წვლილიც აღუნიშნავთ. მეტიც, ერთობლივი თანამშრომლობის გაგრძელების პირობაც მიუციათ ერთმანეთისთვის ვენის შეთანხმების რეალიზაციისა და სხვა მსოფლიო გამოწვევების დასარეგულირებლად.
ამ ყოველივემ კი თვით ანდრეი ილარიონოვსაც აფიქრებინა, რომ აშშ და რფ გარიგდნენ: პუტინი მხარს დაუჭერს ობამას ირანთან და სირიასთან მოლაპარკებებში, ობამა კი  – პუტინს უკრაინაში. რაც მთავარია, გარიგება შედგა უკრაინის ხარჯზე და მისი მონაწილეობის გარეშეო.
ხოლო, რადგან, ერით მხრივ, მცირე ქვეყნებს ხურდის როლი აქვთ და ამას ვერსად გავექცევით; მეორე მხრივ კი, ირანის ენერგომატარებლების ტრანსპორტირებაც მორიგი გარიგების საგანია, იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენ არა მხოლოდ დასახურდავებელი მონეტის როლი გვერგება, არამედ, მონეტისა, რომელსაც მცირე, მაგრამ მაინც ფასი აქვს და, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ეს მხოლოდ ჩვენს მარიფათზეა დამოკიდებული.

скачать dle 11.3