კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შემოცოცებულები

ფრთხილად, სეპარატისტები!

 

რაკი ირანის საკითხზე შეთანხმება მიღწეულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ენერგობაზარზე რფ-ს მსხვილი კონკურენტი გამოუჩნდა, ირანის ენერგომატარებლებს კი გზა სჭირდებათ ევროპამდე ჩასაღწევად, რომლის ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმალური განშტოება საქართველოზეც გადის, სავსებით ბუნებრივია, რომ ჩვენმა ოკუპანტმა აქტიურობა დაიწყო და, რა თქმა უნდა, სეპარატისტების ხელით.
ამიტომაც „იუჟნაია ოსეტიელებმა“ „საზღვარი“ კვლავ გადმოსწიეს და ბაქო-სუფსის ნავთობსადენის 1 600-მეტრიანი მონაკვეთი „საკუთარ“ ტერიტორიაზე მიიქციეს, პათოსით: „ვამაგრება „საზღვრებსო“! რასაც კვერი რფ-მაც დაუკრა, პათოსით: დავხედოთ რუკებს, „საზღვარი“ არსად გადაწეულა, იქ გავიდა, სადაც გადისო.
ცხადზე ცხადია, რომ ამ ჟესტებით რფ საქართველოს წამოკიდებას ცდილობს (არასტაბილურ ადგილას სერთაშორისო მილსადენს არავინ გაიყვანს!), იმას გარდა, რომ დასავლეთსაც მიანიშნებს, თქვენს მილსადენებს (ბაქო-ჯეიჰანსა თუ ბაქო-არზრუმს) როცა მომეხასიათება, მაშინ დავეუფლებიო. ამ დიდი თამაშის ლოგიკის გათვალისწინებით კი, ფაქტია, რომ ჩვენი ერთადერთი იარაღი სიმშვიდეა (რაც უნდა სიმწრით გვიღრჭიალებდეს  კბილები!).
ამის პარალელურად, ცეცხლს ნავთს სეპარატსიტებიც უნთებენ, სახელდობრ, თვითმარქვია ცხინვალური „პარლამენტის“ ეგრეთ წოდებულმა ვიცე-სპიკერმა (ვინმე ტასოევმა) განაცხადა, რომ „იუჟნაია ოსეტიას“ შეუძლია, ბაქო-სუფსის ნავთობსადენის უსაფრთხოება და მომსახურება თავის თავზე აიღოს, ოღონდ, თუკი „ბრითიშ პეტროლიუმი“ კომპანია „გაზპრომ – იუჟნაია ოსეტიასთან“ შესაბამის შეთანხმებას გააფორმებს და წილშიც ჩაისვამს (იმიტომ რომ, აგრე ვიცის ჯაყომაო).
ზედაც, ტასოევი (ჩვენს კიდევ უფრო გამოსაყვანად წყობილებიდან) გვირჩევს, დამოუკიდებლობა დე-იურედ სცანითო, რადგან, თურმე (მომყავს ციტატა): „შესაძლებელი იქნებოდა, ერთად  გაგვეხორციელებინა ჩვენს ქვეყნებს შორის სახელმწიფო საზღვრის დემარკაცია და დელიმიტაცია, რაც მრავალ კითხვას მოხსნიდა.“
თუ გავიხსენებთ, რომ რფ თავისი დასაყრდენების მეშვეობით ყოველთვის ეფექტიანად იყენებდა ჩვენი ხასიათის თვისებებს (უპირველესად, ფეთქებადობასა და ემოციურობას, როდესაც გონიერება უკანა პლანზე ინაცვლებს) ჩვენ წინააღმდეგვე, იქნებ ერთხელ სხვაგვარად ქცევა გვეცადა – ჯერ ერთი, მოწინააღმდეგეს ეს ვარიანტი გათვლილი არ ექნება (დავაბნევთ მაინც) და, მეორეც, იქნებ უკეთესი შედეგი მიგვეღო?!

скачать dle 11.3