კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„შურისძიება“

„სიყვარულმა შენ კი არა, გადარია ტარიელი“

 

სანამ ჩვენ იმას ვარჩევთ, მოგვიწევს თუ არა ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზება, იმ მარტივი მიზეზით, რომ ჩვენმა ოკეანისგაღმელმა პარტნიორმა განაცხადა, ვიბრძოლებთ მათი დაკანონებისთვის მთელ მსოფლიოშიო და, რაც მთავარია, იმის გამოც, რომ უცხოური, როგორც წესი, სა-უცხო-ოა, შევიტყვეთ, რომ ფლორიდაში 59 წლის მოქალაქე პერიოდულად ძალადობდა ალიგატორებზე.
სახელდობრ, რუპერტ დარვინს ამ საქმისთვის, ანუ სექსუალური ძალადობისთვის 12 ალიგატორი ჰყოლია დატყვევებული. ეს ამბავი მაშინ გასკდა, როდესაც თვითმხილველმა, რომელმაც შემთხვევით ჩაუარა ზემოხსენებული მოქალაქის სახლს, თავის ორთავ თვალით დაინახა ძალადობის აქტი.
შესაბამისად, სამართალდამცველებმა მოქალაქე ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობისა და მათი არალეგალური გამომწყვდევის ბრალდებით დააკავეს. თუმცა თავად დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამტკიცებს, რომ, რაც ჩვენ სექსუალური ძალადობა გვგონია, სინამდვილეში შურისძიებაა!
კერძოდ, ამბობს შემდეგს: „ის ჩემს შეჭმას ცდილობდა, მე კი შური ვიძიე მასზე. მე მასთან არ მქონია სექსუალური ურთიერთობა, მე მას ჭკუის სასწავლებელი გაკვეთილი ჩავუტარე. მე შემეძლო მისი მოკვლა – ეს უფრო ადვილი იქნებოდა, მაგრამ მან მიიღო ის, რაც დაიმსახურა.“ მეტიც, შურისძიების შემდგომი ეტაპი, თურმე, ალიგატორისთვის კუდის მოჭრასა და კბილების დაძრობასაც ითვალისწინებდა.
ჩვენ არ ვიცით, გახდა თუ არა 12-ვე ალიგატორი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი (რადგან ალიგატორები, სამწუხაროდ, ვერ ლაპარაკობენ და ჩვენებებს არ იძლევიან თუ სამართალდამცველებმა დროზე მიასწრეს, თუმცა ვიცით, რომ ალიგატორს, რომელსაც მცირე დაზიანებები აღენიშნება, უმკურნალებენ და ბუნებაში დააბრუნებენ. მაგრამ ეს ისტორია უნებლიეთ (რაკი ისე მოხდა, რომ დღევანდელ სამყაროში ენას აღარ აქვს ძვალი) ბადებს რიტორიკულ კითხვას: რას იტყვის კანონი ალიგატორის შეყვარების შემთხვევაში?! ვინაიდან – „სიყვარულმა შენ კი არა, გადარია ტარიელი, შენისთანა კი არ იყო, ჭკუა იყო ცარიელი“. –

скачать dle 11.3