კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მიიჩნევს დღევანდელ რეალობას გარყვნილების დილემად რეპერი ქველა და, მისი აზრით, რის გამო აქვთ ადამიანებს წესიერი ცხოვრების ფობია

ბოლო დროს, არაერთ ტელეშოუში გამოჩნდა რეპერი ქველა, იგივე გიორგი ქველაზე. როგორც თავად ამბობს, წლებია, რეპს მღერის, აქტიურად იყო ჩაბმული პოლიტიკაში, ასევე, სპორტშიც გარკვეული წარმატებები ჰქონდა და კარგადაც ხატავს, თუმცა, არსად ჩანდა და მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, გარკვეული მიზეზების გამო. თუ რატომ ჰქონდა აღებული აქტიურ ცხოვრებაში მას ტაიმაუტი, რა ასწავლა ციხის კედლებმა და რა სამომავლო გეგმებს სახავს ის, ამაზე თავად გვესაუბრება.




ქველა: დიდი ხანია, რეპს ვმღერი, მაგრამ ბოლო წლებში გავაქტიურდი და ახლა დიდი გეგმები მაქვს. ხომ იცით, ყველაფერს ფინანსები სჭირდება, მე კი ჩემით ვწვალობ. მანამდე სპორტს მივდევდი და საკმაო წარმატებები მქონდა. დღესაც ვხატავ, პოლიტიკაშიც აქტიურად ვიყავი ჩაბმული... ვხუმრობ ხოლმე, განათლების მინისტრი რომ ვიყო, კარგად „გავქაჩავდი”, ახალი თაობისთვის ბევრ რამეს გავაკეთებდი-მეთქი (იცინის). თუმცა, მივხვდი, რომ ჩემი საქმე მაინც რეპია. ორმოცდაათი სიმღერა მაქვს დაწერილი. მესმის, რომ საქართველოში, დაახლოებით ორმოცდაათი ცნობილი და ხუთასამდე უცნობი რეპერია, მაგრამ მე ჩემი სტილი და გემოვნება მაქვს.
– რეპერები ხშირად თავის პროტესტს უცენზურო სიტყვებით გამოხატავენ. სიმღერაში გინება და უცენზურო სიტყვები „მოსულა”?
– უცენზურო სიტყვები რეპში „მოსულა”, თუმცა ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს და ეს სწორად უნდა „შეფუთო” მომღერალმა. სხვათა შორის, „ნიჭიერში” ვიღებდი მონაწილეობას შარშან. პირველი ეტაპი გადავლახე და მომთხოვეს, სიმღერაში ცოტა მეტი უცენზურო სიტყვები რომ შეიტანო, კარგი იქნებაო. მე უარი ვთქვი. ანუ, რასაც არ მივიჩნევ საჭიროდ, იმ უცენზურობის ზღვარს რეპის სიმღერის დროსაც ვერ გადავალ.
– შენს სიმღერაში ასეთი ტექსტია: „ქვეყანაშია ქაოსი, მარაზმი, ვანდალიზმი, ცინიზმი”. ასეთია შენი თვალით დანახული რეალობა?
– დიახ. დღეს ჩემს ქვეყანაში ქაოსია და ამის არდანახვა შეუძლებელია. მე იმასაც ვამბობ სიმღერით, რომ ქვეყანაში დღევანდელი რეალობა გარყვნილების დილემაა და წესიერ ცხოვრებაზე ადამიანებს ფობია აქვთ-მეთქი.  რა, ტყუილია? დღეს ასეა.
– მოდი, შენს წარსულს დავუბრუნდეთ, როცა ცხოვრების წესიერ გზას აცდი და ციხეში აღმოჩნდი. 23 წლის ასაკამდე გქონდა ცხოვრების ჯანსაღი წესი: ვარჯიშობდი, მისდევდი სპორტს, ხატავდი, პოლიტიკაშიც ჩაები, წერდი მუსიკას, მღეროდი. მოკლედ, ოცნებობდი დიდ სცენასა და წარმატებულ მომავალზე. მომიყევი, რა მოხდა?
– 23 წლის ასაკში ციხეში მოვხვდი. სამი წელი და სამი თვე ვიჯექი. მოკლედ, ნასვამი, სასმელისგან „გადამწვარი”, საჩხერეში აფთიაქში შევედი. ხელში პურის საჭრელი დანა მეჭირა და დაცვას ფული მოვთხოვე. დაცვის ბიჭმა აფთიაქარ გოგონას უბრძანა, მოეცა ჩემთვის რამდენიც ჰქონდა. გოგონამ 40 ლარი მომცა. მე კი მხოლოდ ოცი ლარი მჭირდებოდა და ოცი ლარი უკან დავუბრუნე. ერთი შეხედვით კომიკური ისტორიაა, მაგრამ ამის გამო ხუთი წელი მომისაჯეს და საპატრიარქოს შეწყალებით, ადრე დავტოვე საპატიმროს კედლები. სხვათა შორის, ის აფთიაქარი გოგონა სასამართლოზე მოვიდა და განაჩენი რომ გამომიტანეს, ცრემლები წამოუვიდა.
– რა ატირებდა?
– ის უსამართლობა, რომლის მსხვერპლიც გავხდი!
– კი მაგრამ, ის გოგონა ხომ დაზარალებული იყო?
– მე ის კი არ დავაყაჩაღე, უბრალოდ ნასვამი მივედი და გზის ფული ვთხოვე, ზედმეტი მომცა და უკან დავუბრუნე დანარჩენი თანხა. მიხვდა, რომ ნასვამობის ბრალი იყო. არც საპროცესო შეთანხმებაზე წამოვიდა მოსამართლე და გამწირეს.
– ციხეში გატარებული წლები, ალბათ, შენი ცხოვრების შავ ლაქად დარჩება, არა?
– სულაც არა! მე ასე არ მიმაჩნია. ციხეში ორი რომანი, ხუთასორმოცდაათი ლექსი და ერთი სცენარი დავწერე. უამრავი ადამიანის ფსიქოლოგია შევისწავლე. ასე რომ, არც ის სამი წელი ვიჯექი უქმად და არც ის დრო დამიკარგავს.
– დღეს, როცა სასჯელი მოიხადე, გააქტიურდი, ქართულ არხებზეც აქტიურად გამოჩნდი და შოუ-ბიზნესშიც ცდილობ ძალების მოსინჯვას. თქვი კიდეც, საქართველოში ორმოცდაათი ცნობილი და ხუთასამდე უცნობი რეპერიაო. შენ როგორ აპირებ საკუთარი სიტყვა გარეპვით თქვა და ადგილი დაიმკვიდრო?
– ახლა მზადების პროცესში ვარ. არაორდინარული ხედვა მაქვს მუსიკაში. ვცდილობ, ჩემი ინდივიდუალურობით შევაყვარო ხალხს თავი და ჩემი მსმენელი გავიჩინო. მჯერა, ჩემი ნამღერი საზოგადოებას მოეწონება და მიმიღებს ისეთს, როგორიც ვარ.
– ყველაფერ ამას, ეპატაჟურობა და სკანდალიც რომ სჭირდება?
– პოპულარობის გამო სქესს ვერ შევიცვლი და სკანდალისთვის ვერ გავიხდი, მაგრამ ეპატაჟურობა აუცილებელია. ზოგადად, მამაკაცი მომღერლისთვის გახდა მომგებიანი არ არის, გოგონებისთვის კი ეს „მოსულა” და უხდებათ კიდეც. ისე, გაგიმხელთ და ქალები ჩემი სისუსტეა (იცინის).
– შეყვარებული გყავს?
– ადრე ვიყავი შეყვარებული, ახლა კი არა. მე ქალში სიმართლეს ვაფასებ. ყველა ქალი ფიზიკურად, თავისებურად ლამაზი და მომხიბვლელია. მთავარია, ტყუილი არ უყვარდეს და ურთიერთობებში მართალი იყოს. ერთი გოგონა მომწონდა ძალიან. სიმღერაც კი  მივუძღვენი, – „გაჩუქებ გულს”. მოკლედ, ჩავწერე და  სოციალურ ქსელში გავუგზავნე ვიდეო. ისე გამაბრაზა, ბოლოს ვაგინე. არადა, ძალიან მომწონდა და სერიოზულად ვფიქრობდი მასზე. გამომიწვია, გამაბრაზა და ამიტომაც ვაგინე, არ ვნანობ.
– აფექტურიც ყოფილხარ! ქალის გინება არ მომეწონა.
– არა, აფექტური არ ვარ, მაგრამ, დამიჯერეთ, ხანდახან ისე იქცევიან ქალები, გინების ღირსები არიან. რატომ გიკვირთ? – უსამართლობას და ტყუილს რომ წვაწყდები ქალში, ვაგინებ, აბა, რას ვიზამ?! (იცინის) ზოდიაქოთი „თხის რქა“ ვარ და ცხოვრებას კაცური რქებით „ვაწვები”. ვიცი, აუცილებლად მივაღწევ მიზანს, რომელიც დავისახე. მე არც კონკურენციის მეშინია, არც სიძნელეების და ვიცი, ყველაფერი გამომივა. უახლოეს მომავალში, მინდა, საკუთარი სტუდია გავაკეთო. ჩავწერო სიმღერები და „დავარასკრუტკო”. ხალხისგან პოზიტიურ განწყობას კი ვგრძნობ, მაგრამ კრიტიკულად განწყობილ და შურიან ადამიანებს რომ ვერ ავცდები, ეს მეც ვიცი.

скачать dle 11.3