კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ფიქრობენ მამაკაცები ჭკვიან ცოლებზე და როდის უჩნდებათ მათი ღალატის სურვილი

არსებობს მოსაზრება, რომ მამაკაცებს ცოლებად უჭკუო ქალები ურჩევნიათ, რადგან, მათი მოტყუებაც ადვილია, მართვაც და კონტროლიც. ასევე, დაჩაგვრაც... მაგრამ, ყველა მამაკაცი არ ფიქრობს ასე, განსაკუთრებით, ისინი, ვისაც საპირისპირო სქესთან სრულფასოვანი პარტნიორობა უნდა და არა პატრონყმური დამოკიდებულება. თუმცა, ჭკვიან ქალთან მაინც აქვთ ქმრებს პრობლემები. ზოგიერთი კი იმასაც აღიარებს, რომ ჭკვიანი ცოლი ერთდროულად სირთულეც არის და გამართლებაც...


დაჯი (37 წლის): მე არასდროს მიფიქრია, რომ ძალიან ჭკვიანი ქალი ვარ, უფრო სწორად, პრეტენზია არ მქონია ამაზე. თუმცა, სულელადაც არ მიმაჩნდა თავი. როცა ჩემი ქმარი გავიცანი, უფრო სწორად, მომავალი ქმარი, რამდენიმე შეხვედრის შემდეგ მითხრა – ძალიან დიდხანს მხოლოდ ჩერჩეტ ქალებთან მქონდა ურთიერთობა და, მომწონს, რომ აზროვნებო.
– თქვენ ეს კომპლიმენტად მიიჩნიეთ და გაგიხარდათ?
– იცით, მაშინ გამიხარდა, რაღაც ეიფორიის მსგავსი მქონდა. ეტყობა, კარგად ვერც ჩავწვდი ამ სიტყვების არსსა და აზრს. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან პატარა ვიყავი – 27 წლის ასაკში კი უნდა ხვდებოდე რაღაც-რაღაცეებს.
– მაინც, რას? ანუ, რაღაც-რაღაცეებში რას გულისხმობთ?
– მამაკაცის უკეთესად შეცნობას. თუმცა, ალბათ, სანამ მასთან ერთად არ იცხოვრებ, კარგად ვერ გაიცნობ. ორი წლის განმავლობაში პერიოდულად ვხვდებოდით ერთმანეთს. არ მალავდა, რომ მოვწონდი და ჩემ მიმართ სერიოზული მიზნები ჰქონდა, თუმცა, ვიყავი ინფორმირებული იმის შესახებაც, რომ სხვა ქალებიც ჰყავდა.
– „სხვა ქალებიც ჰყავდა“ რას ნიშნავს?
– ერთობოდა, როგორც თვითონ მეუბნებოდა. მისი შემთხვევითი რომანები მაშინ ტრაგიკულად არ მიმაჩნდა, რადგან, ჯერ შეყვარებულები არ ვიყავით და, რა უფლება მქონდა, დამეშალა? შეიძლება, ეს შეცდომა იყო ჩემი მხრიდან, მაგრამ, სწორად გამიგეთ, ის მაშინ სხვა იყო ჩემთვის და ვერაფერს ავუკრძალავდი. სხვათა შორის, მითხრა, ჭკვიანი ხარ, რომ ისტერიკებს არ მიმართავ უტვინო ნაშების გამოო.
– ფიქრობთ, რომ ურთიერთობის საწყის ეტაპზე ეს ნორმალური იყო?
– დიახ, ვფიქრობ, ნორმალური იყო. ვერც იმას დავამტკიცებ, შემეშალა, ამას რომ ვფიქრობდი-მეთქი. როცა უკვე შეყვარებულები გავხდით, მერე ბევრი რამ შეიცვალა. შეიძლება, არც შეიცვალა, მაგრამ ამაზე უკვე აღარ ლაპარაკობდა ჩემთან.
– თუმცა ეჭვობთ, რომ შემთხვევითი რომანები ისევ ჰქონდა...
– სავარაუდოდ, ჰქონდა. მე ახლა ვუკვირდები ჩემი ქმრის მაშინდელ საქციელს. ხვდებოდა ისევ იმ თავის უტვინო ნაშებსაც. ჩემ მიმართ კი იყო ყურადღებიანი, მაგრამ გართობას არ იკლებდა. მახსენდება, როგორ ვლაპარაკობდით ჩვენს მომავალ ოჯახზე და ასეთი რაღაც თქვა: ჭკვიანი ცოლი კაცისთვის ბედნიერებაც არის და წყევლაცო. ბედნიერება იმიტომ არის, რომ ბევრი რამის გაგება და კიდევ უფრო ბევრის პატიება შეუძლია; წყევლაა, რადგან, შენს ყველა ეშმაკობას გაშიფრავს და წყლიდან მშრალად ამოსვლის საშუალებას არ მოგცემსო. მე ვკითხე, რა ეშმაკობებს გეგმავ-მეთქი და მიპასუხა – არაფერს, ეს ისე ვთქვიო. მერე თავისი მეგობრის მაგალითი მოიყვანა: ჭკვიანი ცოლი ჰყავს, ბევრს მიაღწევს ცხოვრებაში მისი დახმარებით, მაგრამ, არ ვისურვებდი ასეთ ცოლს, რადგან, მუდმივ კონტროლშია, ერთ ნაბიჯსაც ვერ დგამს ცოლის უკითხავადო; მაგრამ, ჩერჩეტი ცოლის ყოლა მეორე უბედურებააო.
– ანუ, ჭკვიანი ცოლი ის არის, ვინც ქმარს ფეხს არ ადგმევინებს და მუდმივ კონტროლში ჰავს?
– დაახლოებით ასე გამოვიდა. ამიტომ, გადავწყვიტე, ოქროს შუალედი მომეძებნა: არც სულელი ვყოფილიყავი და არც მეკონტროლებინა. ისედაც მიმაჩნდა, რომ, თუ კაცს არ ენდობი, მის გვერდით არ უნდა იცხოვრო.
– ზედმეტი ნდობაც რომ დამღუპველია?!
– გეთანხმებით, ზედმეტად საკუთარი თავის ნდობაც კი არ შეიძლება, არათუ მამაკაცის. ვერ წარმოვიდგინე, რომ ჩემი ქმარი სხვა სახელითა და გვარით დარეგისტრირდებოდა გაცნობის საიტზე და იქ დაუწყებდა ძებნას ქალებს გასართობად. ახლა კი ამბობს, ეშმაკმა მიბიძგა ამისკენო, მაგრამ, მე ხომ ვიცი მისი ჭეშმარიტი ბუნება. ადამიანები ადვილად არ იცვლებიან, მით უმეტეს, რომ ჩემი ძვირფასი ქმარი ძალიან ცნობისმოყვარეა; დროც იმაზე მეტი ჰქონდა თავისუფალი, ვიდრე საჭიროა; თან, ჩემმა ნდობამაც ხელ-ფეხი გაუხსნა და – გაუტია... დღეს, როგორც არასდროს, ისეთი გულახდილია, რადგან  სხვა გამოსავალი არ აქვს. თუ ბოლმდე არ აღიარებს და გულწრფელად არ მოინანიებს, შანსი იმისა, რომ ვაპატიებ, ცოტა აქვს. ჩემმა ასეთმა მიდგომამ აიძულა, ისეთი რაღაცეები ეთქვა, რისი თქმაც არ უნდოდა: ცნობისმოყვარეობასთან ერთად, იმანაც მიბიძგა არაგონივრული საქციელისკენ, ანუ ღალატისკენ, რომ 40 წლის შესრულების შემდეგ მამაკაცი თავისი ცხოვრების შეფასება-გადაფასებას აკეთებს: ცდილობს, დაუმტკიცოს საკუთარ თავს, რომ ჯერ კიდევ ხიბლავს სუსტ სქესს, თავისზე უმცროს ქალებს... შეუძლია კარგი სექსი და ფლირტი...
– თქვენ ამ ყველაფერს მშვიდად უსმენდით?
– სხვა რა გზა მქონდა – მე ხომ ჭკვიანი ქალი ვარ და ისტერიკას ხომ არ ავუტეხდი? თან, ისეთი თავჩაქინდრული და დაბნეული იყო  – ბავშვს რომ დანაშაულში გამოიჭერ და აღარ იცის, თვალები სად წაიღოს... უნდა ვაღიარო, რომ ვტკბებოდი, როცა მის წვალება-ნერვიულობას ვუყურებდი, ძალიან მსიამოვნებდა....
– როგორ გაშიფრეთ?
– ჭკვიანურად. რაღაცნაირად დავეჭვდი. ბოლო დროს სულ აღგზნებული და აცმუკებული იყო. ეტყობა, ადრენალინი მოაწვა და ვეღარ ისვენებდა. ცდილობდა, ტელეფონი ჩემგან მოშორებით დაედო და, კომპიუტერთანაც რომ ჯდებოდა, გაფაციცებული მაკვირდებოდა, იქვე, მის სიახლოვეს ხომ არ ვტრიალებდი. გამოვიჭირე – ღამით წამოვადექი თავზე. ეგონა, რომ მეძინა და დაარხეინებული ემესიჯებოდა ვიღაცას სოციალურ ქსელში. არ იცით, რა დაემართა. პირდაპირ ვკითხე – დიდი ხანია, მაგასთან წევხარ-მეთქი? კედელთან მივიმწყვდიე და გასაქანი არ მივეცი. მშვიდი ვიყავი, თუმცა, თავს ძლივს ვიკავებდი. იმიტომაც თქვა, საშინელება ყოფილა ჭკვიანი ცოლიო.  რომ მეყვირა და მეტირა, აქეთ მომაწვებოდა – მეტყოდა, ისტერიკიანი ხარო და კარს ცხვირწინ მომიჯახუნებდა, სახვეწად გამიხდიდა საქმეს.
– თავიდანვე გადაწყვიტეთ, რომ აპატიებდით?
– გზასაცდენილ საყვარელ ადამიანს ხელი არ უნდა ჰკრა, არ არის ეს სწორი. შანსი უნდა მისცე, მით უმეტეს, თუ ატყობ, რომ უნდა მას ეს შანსი. რომ გამეგდო, ოჯახი დამენგრეოდა. ხელის ერთი მოსმით იმის დანგრევა, რაც წლების განმავლობაში გიშენებია, ადვილი არ არის. თუმცა, საკმაოდ რთული პერიოდის გავლა მომიწია. ბევრი ვინერვიულე, მაგრამ ჩემი სისუსტე ქმრისთვის არ მიჩვენებია. პირიქით, ძალაც დავანახვე და ისიც, რომ ძალიან შეეშალა.
– დარწმუნებული ხართ, რომ აღარ გიღალატებთ?
– დარწმუნებული ვერაფერში ვიქნები, ამიტომ, ვაგრძნობინე, რომ მეორედ შეცდომის უფლება აღარ აქვს და ამიტომაც იმეორებს ხშირად, ჭკვიანი ცოლი ტანჯვაც არის და ბედნიერებაცო...
– ბედნიერებაა, ღალატში რომ გამოიჭირეთ და აპატიეთ?
– ესე იგი, მას არ უნდა ოჯახის დაკარგვა – ეს უკვე კარგია და, ვრწმუნდები, რომ სწორად მოვიქეცი.

скачать dle 11.3