კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მატყუარა, მატყუარა...



არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ უთქვამს ტყუილი ცხოვრების განმავლობაში. თუმცა, ზოგჯერ ტყუილი გარდაუვალიცაა. ხშირად ცრუობენ თუ არა ქალები და ვინ უფრო მატყუარაა – სუსტი სქესი თუ ძლიერი... ალბათ,  ისიც საინტერესოა, თუ რის შესახებ ვცრუობთ უფრო ხშირად...
* საშუალოდ, მამაკაცები დღეში ექვს ტყუილს მაინც ამბობენ. წლის განმავლობაში კი, ტყუილების რაოდენობა საშუალოდ ორი ათასს აღწევს.
ყველაზე გავრცელებული მამაკაცური ტყუილია:
* ეს ბოლო ჭიქაა, მეტს აღარ დავლევ;
* არა, ამ კაბაში მსუქანი ნამდვილად არ ჩანხარ;
* არ გპასუხობდი იმიტომ, რომ მობილური დამიჯდა;
* უკვე გზაში ვარ, ორ წუთში ვიქნები;
* არაფერი არ ხდება, გეჩვენება;
* ყველაფერი წესრიგშია. არაფერი მომხდარა.
სხვათა შორის, როგორც აღმოჩნდა, ქალები დღეში მხოლოდ სამ ტყუილს ამბობენ საშუალოდ. ყველაზე გავრცელებული ქალური ტყუილებია:
* ფასდაკლება იყო და იმიტომ ვიყიდე;
* სულაც არ ვატარებ მანქანას ცუდად;
* თავი მტკივა;
* შენი გაზეთი? მე არ გადამიგდია;
* მაპატიე, ვერ გავიგონე შენი ზარი.
P.S. ერთი სიტყვით, ქალებიც და მამაკაცებიც უარს არ ვამბობთ „უწყინარ“ ტყუილებზე. ეს არ არის პრობლემა. მთავარია, ერთმანეთის მიმართ იყოთ გულწრფელნი. აი, ეს მართლაც მნიშვნელოვანია...
ცოტა თავისუფლება

ოჯახს აქვს თავისი სუსტი და ძლიერი მხარეები... ოჯახს პასუხისმგებლობაც ახლავს თან და ზოგჯერ მამაკაცებს სწორედ ეს არ მოსწონთ. მას პირადი თავისუფლების შეზღუდვად აღიქვამენ. ამიტომ, არცთუ იშვიათად, როგორც კი პატარა თავისუფლებას იგრძნობენ, დიდია შანსი, ღალატის პროვოცირება მოხდეს. თავისუფლებისკენ ლტოლვის სურვილი ზოგჯერ საკმაოდ უწყინარ წვრილმანებში გამოიხატება. შეიძლება, კაცმა – ოჯახის მამამ, ერთი საღამო მარტომ გაატაროს პაბში. მიირთვას ლუდი ან მეგობრებთან ერთად ფეხბურთს უყუროს... ან ერთი დღე ცოლის ინტერესები საერთოდ არ გაითვალისწინოს და სპორტულ არხს უყუროს მთელი საღამო.
სხვათა შორის, კაცმა რომ დრო ქარაფშუტა, თამამ ქალიშვილებთან ერთად გაატაროს, რისიც ცოლებს ყველაზე მეტად ეშინიათ, არც ისე ადვილია. ამას სჭირდება ინიციატივის გამოჩენა, ფული და სერიოზული აქტივობა, რაც მამაკაცების უმრავლესობას ეზარება. ურჩევნიათ, ლამაზმანი თვითონ ჩაუხტეს კალთაში, რაც ასევე, ნაკლებად მოსალოდნელია.
ქალებს ეჭვი ხშირად უშლის ხელს ლოგიკურ აზროვნებაში. გადაწყვეტილებებს ემოციური ფონის გავლენით იღებენ და შეცდომებს უშვებენ. იმის მაგივრად, კაცს აგრძნობინონ, რომ ენდობიან, უსაფუძვლო, ხშირი ეჭვიანობით უმძაფრებენ განცდას, რომ ოჯახი მათთვის გალიად იქცა. რა თქმა უნდა, ნდობაც არ ვარგა ზღვარგადასული. დროდადრო მამაკაცს შემოწმებაც სჭირდება, ანუ გადასამოწმებელია მისი ერთგულების ხარისხი. თუმცა, ისე არა, რომ გამოაცხადოს, სული მეხუთებაო და აიწყვიტოს.  ჯობია, ნებით მისცე სულ ცოტა თავისუფლება, ვიდრე თვითნებურად მოიპოვოს ის.

განმასხვავებელი
ნიშნები

ეჭვიანობა არ არის მხოლოდ რომელიმე სქესისთვის დამახასიათებელი. ქალები და მამაკაცები თანაბრად ეჭვიანობენ. ანუ, ქალები მამაკაცებზე მეტად ეჭვიანები არ არიან. უბრალოდ, ჩვენ სხვადასხვანაირად ვავლენთ ჩვენს გრძნობებსა და ემოციებს.
* მამაკაცები უფრო თავშეკავებულები არიან, ოღონდ რაღაც კონკრეტულ მომენტამდე. ანუ, იქამდე, სანამ კაცების დაგუბებული ემოციები ზღვარს არ გადალახავს. ქალები მალევე იწყებენ ლაპარაკს საკუთარ ეჭვიანობაზე. მაშინ, როცა კაცები საკმაო ხანს ამოწმებენ თავიანთ ეჭვებს.
* კაცი გვიან ხვდება თავისი მეორე ნახევრის ღალატს. მეტად ენდობა და იმიტომ?! – სულაც არა! უბრალოდ, მამაკაცები ქალებზე თავდაჯერებულები არიან და ვერ წარმოუდგენიათ, რომ ცოლი უღალატებთ.
* მამაკაცი სანამ ფაქტს არ ნახავს, მანამდე არ ნერვიულობს. ქალებს ახასიათებთ, ზოგჯერ სრულიად უმნიშვნელო წვრილმანზეც იეჭვიანონ. უმიზეზოდ ეჭვიანობენო, ამას არ ვამბობ, მაგრამ ბუზის სპილოდ გადაქცევა ახასიათებთ.
რაც შეეხება განმასხვავებელ ნიშნებს ღალატის შედეგების ლიკვიდაციაში: ქალები ღალატს ძალიან მტკივნეულად განიცდიან, კაცებზე ბევრად უფრო მტკივნეულად... რეაბილიტაციის პერიოდიც უფრო ხანგრძლივი აქვთ. ფიქრობენ, რომ აღარ იმსახურებენ ბედნიერებას და სწორედ აქ ცდებიან. ბედნიერების ძიება გვიან არასდროსაა. ღალატი ჯერ კიდევ არ არის ცხოვრების დასასრული, თუკი ჩვენ თავად არ ვაქცევთ მას აპოკალიფსად...

მაგიური სიტყვები

ნებისმიერ სიტუაციას აქვს შესაფერისი განწყობა, რომელიც იქმნება იმ ადამიანების სიახლოვით, რომლებიც ჩვენ გარშემო არიან. რა თქმა უნდა, შესაფერისია ენაც – ანუ, ლექსიკა. სიტუაცია ლექსიკის გარეშე წარმოუდგენელია. ასევე, წარმოუდგენელია ურთიერთობა ლექსიკის გარეშე. ჩვენ ზოგჯერ ვერ ვამჩნევთ, რამხელა მნიშვნელობა აქვს სიტყვებს და როგორ შეიძლება როგორც ურთიერთობის, ისე ადამიანების მართვა სიტყვებით. ეს ყველაფერი ძალიან ინდივიდუალურია. აუცილებელია დააკვირდეთ, ძირითადად, რა სიტყვებს იყენებთ ახლობლებთან ურთიერთობისას. როგორ რეაგირებენ ისინი მათზე. მოსწონთ თქვენი ხუმრობა და იუმორი? საჭიროებენ შექებას და ყურადღებას? იქნებ გაუგებრობებიც სწორედ თქვენი სიტყვების ბრალია. ადამიანები იშვიათად უკვირდებიან სიტყვებს და მათგან გამოწვეულ რეაქციებს... ფიქრობენ, რომ ეს წვრილმანია. არადა, სულ ტყუილად. ცუდია, თუ არაფერი გსმენიათ მაგიური სიტყვების შესახებ? რამდენიმეს მართლაც რომ სასწაულის მოხდენა შეუძლია: „იქნებ დამეხმაროთ“, „ძვირფასო, შენ ყველაზე კარგი ხარ“, „იქნებ გადაწყვეტილება ერთად მივიღოთ“, „შეიძლება, დღეს მეტი ყურადღება დამითმო“, „ძალიან მომწონს, როცა დილით მეუბნები, რომ კარგად გამოვიყურები“... ერთი სიტყვით, „გეთაყვა“, „მადლობა“, „ძვირფასო“... ხშირად თქვით. ყვირილს ნამდვილად ჯობია... შეიძლება, დარწმუნებული არ ხართ, რომ ეს ყველაფერი ჭრის, მაგრამ, იქნებ მაინც გეცადათ მაგიური სიტყვები – რამდენი ადამიანისთვის შეუცვლია მათ ცხოვრება უკეთესობისკენ!

скачать dle 11.3