კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გაუკეთეს ზურა დოიჯაშვილს გულის ოპერაცია სიმღერის ფონზე და რა დარტყმები მიაყენა მას სასტიკმა ცხოვრებამ

ზურა დოიჯაშვილი: ბედნიერი კაცი ვარ, ღმერთს მადლობა, რომ ამქვეყნად მომავლინა და ახლა გადამარჩინა. ულამაზესი ოჯახი მაქვს, სანდო და საამაყო მეგობრები და, ამაზე მეტი რაღა უნდა ვინატრო 52 წლის ასაკში? ნამდვილად ბედნიერი ადამიანი ვარ!
– ამ ნახევარმა საუკუნემ რა გამოცდილება მოგცათ, რა გასწავლათ?
– ნახევარი საუკუნე განვვლე, გამოცდილებაც მივიღე და, მიხარია, რომ ხალხს ვუყვარვარ. უბრალოდ, გული მტკივა, რომ ამ წლების განმავლობაში ბევრი ცუდიც ვნახე – ომი, გაჭირვება, ახლობელი ადამიანების სიკვდილი. ეს წარსულია, თუმცა, ყოველთვის მახსენებს თავს. ბევრი შეიცვალა, მაგრამ მე ისევ ის ზურა დავრჩი, ჩემი ასრულებული ოცნებებით, განცდებითა და ურთიერთობებით. რომ გითხრათ, დიდად მეოცნებე ვარ-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ, მეც მიოცნებია და ზოგი სურვილი ამხდენია, ზოგიც – არა. ახლა ერთს ვოცნებობ: ნორმალური ცხოვრება იყოს და არა ომი. მინდა, ისეთი ცხოვრება დაბრუნდეს, ადრე რომ იყო – ავტობუსში ან რესტორანში რომ ჩხუბობდნენ, არა მე გადავიხდი, არა მეო. თუმცა, მშვიდობა იყოს და ყველაფერი კარგად იქნება.
– ცხოვრებისგან ხშირად მიგიღიათ დარტყმები?
– ბევრი ცხოვრებისეული დარტყმა მიმიღია, თუმცა, გადამილახავს. ყველაფერმა ერთად კი, გულზე იმოქმედა და, ალბათ, ამიტომაც დამჭირდა ოპერაცია. სულ ვფიქრობ, ახლა რომ დრო უკან დამაბრუნებინა, ნეტავ რას შევცვლიდი-მეთქი და მხოლოდ ერთი პასუხი მაქვს – არაფერს! უფლის ნებაა ყველაფერი, ადამიანი ვერაფერს შეცვლი შენი ნებით. ყველა ჩვენგანისთვის ცხოვრება გამოცდაა, ყველას ჩვენ-ჩვენი გასავლელი ეტაპები გვაქვს.
– ახლა რა ეტაპზე ხართ და რა გამოცდის წინაშე?
– ცხონებულ გიზო ნიშნიანიძეს აქვს სიმღერა: „ღმერთმა არ მომცა სიბერის ნიჭი, დავრჩები ასე, დავრჩები ბებერი ბიჭი!” ასე რომ, მგონი ახლა იმ ეტაპზე ვარ, ღმერთი სიბერის ნიჭს რომ არ მაძლევს (იცინის). გულის ოპერაცია რომ გავიკეთე, ასე მგონია, მეორედ დავიბადე. აქამდე ჩემი სოლო ალბომი არ მაქვს გამოშვებული და იმედი მაქვს, ჩემი ამ მეორე დაბადების მერე შევძლებ ამას (იცინის). ადრეც მაწუხებდა გული, მაგრამ, მოსკოვში რომ ვიყავი, მომემატა და, თბილისში რომ ჩამოვედი, სასწრაფო ოპერაცია დამჭირდა. ახლა რეაბილიტაციის პერიოდს გავდივარ. არც სიგარეტს ვეწევი და არც ალკოჰოლს ვსვამ. 35 წელი მწეველი ვიყავი და დღეს ვფიქრობ, ამას როგორ მოვაკვლევინე თავი მეთქი. სასმლის დალევის ნება კი დამრთეს – დღეში ერთი ჭიქა. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც საავადმყოფოში თავს მევლებოდა: ექიმებს, მეგობრებს, ოჯახის წევრებს და იმ უბრალო ადამიანებს, ვინც, პირადად, არ მიცნობდა, მაგრამ ჩემს მდგომარეობას კითხულობდა. სანამ ოპერაციას გამიკეთებდნენ, მამაო მომიყვანეს, მაზიარა, ოპერაციის მერე კი ვიღაც კაცი შემოვიდა – ზომები უნდა აგიღოთო და... მამუკა ონაშვილი კინაღამ სიცილით გადავარდა სკამიდან. მეტი რა უნდოდა? მერე თავისებურად გააფორმა ეს ამბავი და ყველგან ყვებოდა: ბიჭო, ზურას ცოცხლად აუგეს წესი და ზომებიც ცოცხალს აუღესო (იცინის).
– ზიარება გასაგებია, მაგრამ, რისი ზომები აგიღეს?
– ოპერაციის შემდეგ, სპეციალური კორსეტი უნდა მცმოდა და იმის ზომა ამიღეს. სხვათა შორის, საოპერაციოში ჩემი სიმღერა ჩამირთო ექიმმა ბახუტაშვილმა – „მელიქიშვილის გამზირი” და ამის ფონზე ტარდებოდა ჩემი გულის ოპერაცია. ნარკოზიდან რომ გამოვედი და გავიღვიძე, მეგონა, ხუთი წუთის  ჩაძინებული ვიყავი და ვიკითხე, როდის მიკეთებთ-მეთქი. ექიმს გაეღიმა, უკვე ყველაფერი მორჩა და გილოცავთო. თურმე, ექვსი საათი მიკეთებდნენ ოპერაციას.
– ამბობენ, ცხოვრება სასტიკიაო...
– ცხოვრება თუ სასტიკი არ იქნება, ისე მუღამი დაეკარგება. მთავარია, პრობლემები გადალახო, ცხოვრებისეული სისასტიკე აიტანო და კაცურად იცხოვრო.
– ზურა, გახსოვთ, ყველაზე მეტად როდის გეტკინათ გული?
– ბევრჯერ მტკენია გული, თუნდაც მაშინ, როცა სოხუმი დაეცა; როცა ცხინვალში ომობდნენ ჩვენი ბიჭები; როცა სამოქალაქო ომში ძმა ძმას ესროდა იარაღს... თუმცა, ესეც გადავიტანეთ ქართველებმა და დღეს ცხოვრება გრძელდება. ბევრი გულის ტკენა მქონდა ამ ნახევარი საუკუნის გავლისას, მაგრამ მაინც ამაყი ვარ, რომ ჩემს თბილისში ასეთი კარგი ახალგაზრდობა მოდის და ეს ბოლოდროინდელმა ტრაგიკულმა მოვლენებმა კიდევ უფრო დაგვანახვა. ძალიან მიყვარს ქალაქი, სადაც დავიბადე და გავიზარდე, ყოველთვის მტკივა მისი ტკივილი და მიხარია მისი სიხარული. მახსოვს, ჩემს ახალგაზრდობაში ამბობდნენ ხანში შესული ადამიანები, ეს რა თაობა მოდისო – ჩვენი არც ჩაცმა მოსწონდათ, არც სიმღერა და არც საქციელი. ახლანდელ ახალ თაობაზეც ასე ამბობენ და ეს ბუნებრივია. თუმცა, ვფიქრობ, ჩვენს დროს უფრო მეტი პატივისცემა იყო უფროსების მიმართ. მე კავკასიელი ვარ და ტრადიციულად მომყვება უფროსი თაობის პატივისცემა, დაუწერელი კანონების დაცვა. მე მომწონს ჩვენი ახალგაზრდობა, უბრალოდ, მეცოდებიან – მათ ჩემს თაობაზე მეტი გაჭირვება და ომები გამოიარეს და ნახეს. სულ ვამბობ, თბილისში თუ ცხოვრობ, სომხურიც უნდა იცოდე, რუსულიც, აზერბაიჯანულიც და ინგლისურიც-მეთქი. თუ მათი ენა არ იცი და არ გესმის, მათ ეროვნებას მაინც ეცი პატივი. კიდევ, იცით რაზე მწყდება გული? დღეს ბიჭების უმეტესობა უმუშევარია, გოგონები კი, ასე თუ ისე, მუშაობენ. რესტორანში რომ შეხვიდეთ, ძირითადად, გოგონები სხედან – შეაგროვებენ ფულს და იკრიბებიან გასართობად. ბიჭებს კი, გოგონას დაპატიჟება რომ უნდათ, უკან იხევენ – ძალიან ძვირი უჯდებათ. ამიტომ, ურჩევნიათ, უბანში ჩამოსხდნენ და იქ დალიონ ძმაკაცებთან. მწყდება გული, რომ მთელი საქართველო გაიხიზნა სამშობლოდან და იქიდან ეხმარებიან ოჯახებს მატერიალურად.
– თავადაც იყავით რუსეთში წასული. ახლაც ხომ არ გეგმავთ?
– ახლა არ შეიძლება ჩემი წასვლა, წამლების და კონტროლის ქვეშ ვარ. აქ არაფერი ხდება და მატერიალურადაც ვერ ვარ. რუსეთში კი თავსაც ვუვლიდი და იქიდან ოჯახსაც ვეხმარებოდი. ასე რომ, სრულ რეაბილიტაციის კურსს რომ ჩავამთავრებ, მერე დავფიქრდები წასვლაზე, მანამდე კი ჩემს ქალაქში დავდივარ და უფალს მადლობას ვწირავ, რომ მეორედ დავიბადე.

скачать dle 11.3