კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უნდა იკვებოთ, თუ ჭარბი ოფლიანობა გაწუხებთ და როდის არ უნდა დააბრალოთ ჭარბი ოფლი ზაფხულს


ჭარბი ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი) თანამედროვე ცხოვრებაში ძალიან გავრცელებული პრობლემაა. მისი გამომწვევი მიზეზი მრავალი რამ შეიძლება იყოს, მათ შორის – ორგანული დაავადებები, თუმცა, არცთუ იშვიათად, ჭარბოფლიანობის მიზეზი ჩვეულებრივი, საყოფაცხოვრებო თემატიკა, ან, არც მეტი, არც ნაკლები, მემკვიდრეობითობაც კი შეიძლება იყოს. ასეა თუ ისე, ჭარბი ოფლი ადამიანის ცხოვრებას საკმაოდ ართულებს და უქმნის მნიშვნელოვან დისკომფორტს. როგორ გავთავისუფლდეთ ამ პრობლემისგან, ამის შესახებ მედიცინის დოქტორს, კლინიკა „ჰერა 2011-ის” ქირურგიული სამსახურის და ჭარბი ოფლიანობისა და ერითროფობიის მკურნალობის ცენტრის ხელმძღვანელს, კობა სახეჩიძეს გავესაუბრეთ.





კობა სახეჩიძე: მომატებული ოფლიანობა ანუ ჰიპერჰიდროზი მოსახლეობის დიდ ნაწილს აწუხებს. მას მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს: ის, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს შინაგან ორგანოების დაავადებებთან, მათ შორის – ფარისებრი ჯირკვლის პრობლემასთან, შაქრიან დიაბეტთან, ონკოლოგიურ პროცესებთან. ჰიპერჰიდროზს უჩივიან ტუბერკულოზით და პარკინსონით დაავადებულებიც. ჭარბი ოფლიანობა ხშირია კლიმაქტერიულ პერიოდში, გარდატეხის ასაკში.
– როგორ მივხვდეთ, ოფლი, რომელსაც ადამიანი გამოყოფს, ნორმაა თუ მივეკუთვნებით რისკ-ჯგუფს?
– ნორმალური ტემპერატურის დროს დღე-ღამეში, გამოიყოფა ნახევარ ლიტრამდე ოფლი მაღალი ტემპერატურისა და განსაკუთრებით ფიზიკური დატვირთვის დროს კი – ათჯერ მეტი. თუ ოფლის გამოყოფა მოსვენებულ მდგომარეობაში შემაწუხებელია, ეს უკვე პათოლოგიაა და, შესაბამისად, ყურადღებაა მისაქცევი.
ჰიპერჰიდროზი ორგვარია: გენერალიზებული და ლოკალური. გენერალიზებული ჭარბოფლიანობის დროს საოფლე ჯირკვლების აქტივობა მთელ სხეულზეა გამოხატული, ლოკალური ჰიპერჰიდროზი კი ძირითადად ხელისგულებზე, ფეხისგულებზე და იღლიის არეში ვლინდება; უფრო ნაკლებად კი – კისრის, სახისა და თავის არეში, ასევე, დამახასიათებელია საზარდულის მიდამოსთვისაც. ლოკალური ჭარბოფლიანობა შეიძლება იყოს მემკვიდრეობითიც და საყოფაცხოვრებო ფაქტორებით გამოწვეულიც, მაგალითად, პირადი ჰიგიენის დაუცველობით, უხარისხო ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ტარებით.
ადგილობრივი ანუ ლოკალური ოფლიანობა კონკრეტულ უბანზე ვეგეტატიური ნერვული სისტემის მოშლით და არასწორი მუშაობითაა განპირობებული. როდესაც ნერვული დაბოლოებები არასწორ ინფორმაციას აწვდიან ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ხდება ზედმეტი რაოდენობით ოფლის გამოყოფა, რომელიც სავსებით არ შეესაბამება რეალურ მდგომარეობას. მე მყავდა არაერთი პაციენტი, რომელთაც ხელისგულებზე იმდენად გამოხატული ჰქონდათ ოფლიანობა, რომ კომპიუტერის კლავიატურასთან მუშაობა დამცავი საფენის გარეშე არ შეეძლოთ, რადგან რამდენიმე წუთში კლავიატურა მთლიანად სველდებოდა და მწყობრიდან გამოდიოდა; ასევე, ვერ წერდნენ ხელთათმანების გარეშე, რადგან ქაღალდი მაშინვე სველდებოდა. მყავდა პაციენტები, რომლებსაც მოსვენებულ მდგომარეობაში იღლიის არიდან იმდენი რაოდენობის ოფლი სდით, რომ ნათელი ფერის სამოსს ვერ ატარებდნენ; იყვნენ ისეთებიც, რომლებიც იმდენ ოფლს გამოყოფდნენ, რომ ამ პრობლემით მათი ცხოვრების ხარისხი საგრძნობლად შემცირებული იყო – მაგალითად, ხელის ჩამორთმევის პრობლემა.
– რისი ბრალია ღამის ოფლიანობა?
– ძილის დროს ოფლიანობას ბევრი უჩივის. ამ პრობლემას არაფერი აქვს საერთო ადგილობრივ, მაგალითად, ხელისგულებისა და ტერფების ოფლიანობასთან, რომელიც ვეგეტატიური ნერვული სისტემის ფუნქციის მოშლას უკავშირდება. ძილის დროს აღმოცენებული ჭარბი ოფლიანობა ანუ ჰიპერჰიდროზი ზოგადი ოფლიანობის ერთ-ერთი სახეა, მისი არსებობა ექიმს მიზეზის ძიებისაკენ უბიძგებს, მიზეზი კი შეიძლება საკმაოდ მძიმე დაავადებაც იყოს, მათ შორის – ტუბერკულოზი. სწორედ ამ პათოლოგიების გამორიცხვაა საჭირო მკურნალობის საწყის ეტაპზე. ღამის ოფლიანობის ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზია ღამის ობსტრუქციული აპნოეს სინდრომიც. ის საკმაოდ ხშირია საშუალო ასაკის შემდეგ და სიმსუქნით დაავადებულ პირებს შორის.
– შეიძლება ითქვას, რომ მსუქან ადამიანს უფრო აწუხებს ჭარბი ოფლი, ვიდრე გამხდარს?
– ერთმნიშვნელოვნად დიახ, თან, უნდა აღინიშნოს, რომ მათთვის ეს პროცესი უფრო შემაწუხებელია.
– ჭარბოფლიანობა შეიძლება იყოს მემკვიდრეობითი?
– რა თქმა უნდა, შეიძლება, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა დაავადება. ხშირად მემკვიდრეობით არის გამოწვეული იღლიის ჭარბი ოფლიანობა, რაც ორივე სქესის ადამიანებში გვხვდება, თუმცა უმეტესად ახალგაზრდა, იშვიათად კი ხანდაზმულ მამაკაცებს აწუხებთ და არ აღენიშნებათ ბავშვებს. ჭარბი ოფლიანობა საოფლე ჯირკვლების მომატებულ აქტივობას უკავშირდება. თითოეულ იღლიისქვეშა ფოსოში დაახლოებით 25 ათასი ასეთი ჯირკვალია განლაგებული. ემოციურად მეტად მძიმეა ხელისგულებისა და ტერფების მომატებული ოფლიანობა – აკროჰიდროზი. ხელისგულების ოფლიანობისას ყოველთვის მკაფიოდ არის გამოხატული ემოციური და ასაკობრივი ფაქტორები. საყურადღებოა, რომ ამ კატეგორიის პაციენტები, როგორც წესი, დაკომპლექსებული არიან.
აკროჰიდროზის განვითარებას ხელს უწყობს ნევროზი, ალკოჰოლიზმი. თუ ადამიანი მოსვენებულ მდგომარეობაში გამოყოფს დიდი რაოდენობით ოფლს, ეს უკვე პათოლოგიაა და ექიმის ყურადღებას მოითხოვს.
– თავად ჭარბოფლიანობა თუ იწვევს პრობლემებს?
– ჰიპერჰიდროზი ხელს უწყობს კანის დაავადებების, განსაკუთრებით კი – ტერფის სოკოვანი სნეულებების განვითარებას.
– როგორია ჭარბოფლიანობის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები?.
– მსოფლიოში დანერგილია ჭარბი ოფლიანობის მკურნალობის ოთხი მეთოდი, პრინციპით – მარტივიდან რთულისაკენ.
პირველია სპეციალური დეოდორანტებით მკურნალობა, შემდგომ – პრეპარატებით მკურნალობა, ბოტოქსის ინიექციები – ინსულინის პატარა ნემსით სხეულის სხვადასხვა უბანში (ხელისგულები, ფეხისგულები და იღლიის ფოსოები) შეგვყავს პრეპარატი – ბოტოქსი ან დისპორტი, რომლებიც სიმპათიკური ნერვული დაბოლოებების ბლოკირებას იწვევს. ერთი გავრცელებული მეთოდია იონოფორეზი (ელექტროფორეზი), რომელიც ხელისგულებსა და ფეხისგულებზე ზემოქმედების საშუალებას იძლევა. ამ პროცედურის ჩასატარებლად აუცილებელია სპეციალური ფიზიოთერაპიული პროცედურების წარმოება, კერძოდ, პაციენტი 20-40 წუთის განმავლობაში იღებს პრობლემური კიდურების აბაზანას და დაახლოებით ოცი პროცედურის შემდეგ მიიღწევა ნერვული დაბოლოებების ინაქტივაცია.
თუ ჰიპერჰიდროზი იღლიის არეშია, რეკომენდებულია ეგრეთ წოდებული კიურეტაჟის გაკეთება, რაც ქირურგიული ჩარევის შედეგად საოფლე ჯირკვლების მექანიკური გზით დარღვევას გულისხმობს. ამ პროცედურის შედეგიც დროებითია, მაგრამ შედარებით უფრო ხანგრძლივი, ვინაიდან სადინარები დროთა განმავლობაში თანათან აღდგება.
დღესდღეობით ჰიპერჰიდროზის მკურნალობის ყველაზე რადიკალურ, მაგრამ ეფექტურ მეთოდად მიიჩნევა თორაკოსკოპიური სიმპატექტომია, რაც ზოგადი გაუტკივარებით ქირურგიულ ჩარევას გულისხმობს. გულმკერდზე საოპერაციო მხარეს კეთდება ორი მცირე – ხუთმილიმეტრიანი განაკვეთი, სპეციალური ინსტრუმენტის საშუალებით ოპერაციის მსვლელობას მონიტორზე ვაკვირდებით. ხდება სიმპატიკური ნერვული ღეროს საჭირო დონეზე გადაკვეთა. ოპერაციის ხანგრძლივობა 20-25 წუთს არ აღემატება. პაციენტი მეორე დღესვე ტოვებს კლინიკას. თორაკოსკოპიური სიმპატექტომიის შედეგი სამუდამოა და დადებითი შედეგი აღინიშნება 95-98 პროცენტში.
– რა კავშირშია კვება ჭარბოფლიანობასთან?
– ადამიანის მიერ მიღებულ საკვებს პირდაპირი კავშირი აქვს ორგანიზმიდან ოფლის გამოყოფასთან. ამისთვის აუცილებელია ბალანსირებული კვება. ჭარბი ოფლიანობისკენ მიდრეკილი ადამიანი უნდა მოერიდოს ცხარე, მლაშე, მწარე, მადის აღმძვრელ საკვებს; ასევე, უნდა შეზღუდოს დიდი რაოდენობით სითხის მიღება. თუ ზედმეტად ოფლიანობთ, ამას სეზონს ნუ დააბრალებთ, უმჯობესია, მიმართოთ ექიმს, ჩაიტაროთ გამოკვლევები და განიკურნოთ ამ მტანჯველი სიმპტომისგან.

скачать dle 11.3