კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ექიმის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მასზე 20 წლით ახალგაზრდა მამაკაცი და რაში ამხილეს ის ყოფილმა ცოლებმა

38 წლის  ვახტანგ მ-შვილს, რომელსაც ექიმი ფსიქოლოგისა და სექსოლოგის  15-წლიანი გამოცდილება ჰქონდა, ახალგაზრდა მამაკაცზე სექსულაური ძალადობისთვის სასამართლომ რვა წლით პატიმრობა მიუსაჯა. ბრალდებული  და მისი  მსხვერპლი ერთმანეთთან თავიდან  პროფესიულმა ინტრესებმა დააკავშირა.  18 წლის ილია ზ-ძე ექიმთან კონსულტაციისთვის დედის რეკომენდაციით მივიდა. თუმცა, მათი  ურთიერთობა  ექიმის მხრიდან მალე დანაშაულებრივ ქმედებაში გადაიზარდა.
 სექსუალურ ძალადობაში ექიმი თავად მსხვერპლმა ამხილა. თუმცა,  დაზარალებულის თავდაპირველი მიზანი ექიმის ქურდობაში დადანაშაულება იყო. ილია ზ-ძეს სამართალდამცველებისთვის არც ის დაუმალავს, რომ მასზე 20 წლით უფროს მამაკაცთან სექსუალური კავშირი ჰქონდა, რომელიც ექიმმა იძულებით დაიწყო. იმის მიუხედავად, რომ მას, როგორც დაზარალებული ამტკიცებდა, საექიმო ლიცენზია დიდი ხნის ჩამორთმეული ჰქონდა, მაინც აგრძელებდა პაციენტთა მიღებას და მათთან სხვადსახვა ფორმით ამყარებდა სექსუალურ კავშირს.
 საქმის მასალების მიხედვით, ილია ზ-ძე ექიმთან კონსულტაციისთვის დედის დაჟინებული მოთხოვნით მოხვდა. ახალგაზრდას დედა უცხოეთში სამუშაოდ იყო წასული,  მას კი მოხუცი ბებია მეთვალყურეობდა, რომელიც ბიჭთან ერთად ცხოვრობდა. თუმცა, გარკვეული პერიოდი ის სოფელში გადადიოდა საცხოვრებლად და ილიას მარტო უწევდა ყოფნა. დედამ შვილს ფსიქოლოგიური პრობლემები შეამჩნია და მეგობრების რჩევით, დაუკავშირდა  ფსიქოლოგ-სექსოლოგს, რომელსაც თავად შეუთანხმდა, კონსულტაციები გაეწია მისი შვილისთვის. სწორედ ასე დაიწყო ვახტანგ მ-შვილისა და ახალგაზრდა პაციენტის ურთიერთობა, რომელიც სამი  თვე გრძელდებოდა. დაზარალებული ილია ზ-ძე აცხადებდა, რომ მამაკაცმა ის ოთხჯერ გაქურდა და მისგან დედის მიერ გამოგზავნილი თანხები მოიპარა.
 დაზარალებულის ჩვენების მიხედვით,  ვახტანგ მ-შვილმა მასთან პირველი სექსუალური კავშირი იძულებით დაამყარა. ახალგაზრდა აღიარებდა, რომ მოგვიანებით, კავშირს უკვე ნებაყოფლობითი ფორმა ჰქონდა.  პირველი  ვიზიტები ექიმმა თავის სახლში დაგეგმა, თუმცა ორი კვირის შემდეგ ლიცენზიაჩამორთმეული ექიმის ვიზიტები პაციენტის ბინაში გაგრძელდა. როგორც  ილია ზ-ძე აცხადებდა, ეს ინიციატივა თავად ექიმისგან მოდიოდა, რადგან მას სახლში სამუშაო პირობები არ ჰქონდა. თუმცა ბიჭი აცხადებდა, რომ ეს ვახტანგ მ-შვილის მიერ წინასწარ იყო გათვლილი. ამონაწერი დაზარალებულის ჩვენებიდან: „ორი კვირა იყო გასული, როცა შემომთავაზა, თუ სახლში გაქვს პირობები, თქვენთან სიარული მირჩევნიაო. დავთანხმდი, რადგან სახლში მე და ბებია ვცხოვრობთ, რომელიც ხშირად დადიოდა სოფელში. პირველად სექსუალური კავშირი ჩემს ბინაში, იძულებით დაამყარა. შოკში ვიყავი, თუმცა დაახლოებით ერთი კვირის მერე, ეს კვლავ განმეორდა.  იმ პერიოდში ბებია ჩამოვიდა, მაგრამ ექიმის თხოვნით, მას შევთავაზე, ისევ სოფელში დაბრუნებულიყო, რადგან თავს კარგად ვგრძნობდი.  დაახლოებით ერთ თვეში მივხვდი, რომ ჩემი სახლიდან ფული იკარგებოდა, რომელსაც დედა მიგზავნიდა. ჯერ ვიფიქრე, რომ ფული ბებიამ აიღო, მაგრამ როცა მას ვკითხე, იუარა. ერთადერთი, ვისზეც  ეჭვი გამიჩნდა, ჩემი ექიმი იყო. მან რამდენჯერმე  მთხოვა, რომ ფინანსური პრობლემები ჰქონდა და  უკეთესი იქნებოდა თუ ფულს წინასწარ გადავუხდიდი. მე ეს ფული გადავუხადე, თუმცა მოგვიანებით,  სახლიდან ორჯერ დავკარგე 700 ლარი. ამას დაერთო სახლიდან ოქროს „ცეპის” დაკარგვაც, რომელსაც მუდმივად ვატარებდი. გვიან მივხვდი, რაშიც იყო საქმე. ექიმი რაღაც წამალს მასმევდა მოდუნების მიზნით, თუმცა როგორც კი, ამ პრეპარატს მივიღებდი, მაშინვე მეძინებოდა. სწორედ ამ დროს მპარავდა ის სახლიდან ფულს”.
  გამოძიებას  ჩვენება მისცა ილია ზ-ძის ბებიამ. ამონაწერი მაყვალა კ-აურის ჩვენებიდან: „თავიდანვე არ მომეწონა ეს ექიმი, საათობით იყო შეკეტილი ილიასთან, რომელიც უცნაურად იქცეოდა. არ მომწონდა და ილიასაც ვუთხარი ეს და ჩემს შვილსაც, მაგრამ მათ დამამშვიდეს, არაფერია საგანგაშოო. ოთხი  დღით სოფელში წავედი. რომ ჩამოვედი, ილია ისეთი შეცვლილი დამხვდა, გამიკვირდა კიდეც. აღარც აგზნებული იყო, აღარც აგრესიული, თუმცა  უფრო უცნაური ქცევები ჰქონდა. სახლში დარჩენას ვაპირებდი, მაგრამ ლამის ძალით გამაგდო და ისევ სოფელში გამიშვა. მივხვდი, რომ ექიმთან მარტო დარჩენას ცდილობდა. თუმცა, სანამ წავიდოდი, ერთხელ კი შევედი მათ ოთახში და საეჭვო სიტუაციაში წავასწარი ორივეს. როცა ეს ჩემს შვილს ვუთხარი ტელეფონზე, მოგეჩვენებოდაო, მითხრა.  მახსოვს, ერთ დღეს დამირეკა და მკითხა, მე ხომ არ ავიღე მისი კუთვნილი ფული. მე უარი ვუთხარი და მერე, რამდენიმე დღეში ამ ფულზე რომ ვკითხე, მიპასუხა: მე მქონდა შენახული და ვიპოვეო. თუმცა მივხვდი, რომ მატყუებდა. ექიმზე არ მიფიქრია, რომ ის ქურდავდა ჩემს შვილიშვილს, მაგრამ მათ შორის რომ რაღაც ხდებოდა, მივხვდი.”      
   გამოძიების ინფორმაციით, ლიცენზიაჩამორთმეული ექიმი სექსუალურ ძალადობაში ადრეც იყო შემჩნეული.  მას წარსულში სამი ცოლი ჰყავდა. თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, ყველას იმიტომ დაშორდა, რომ მათ მამაკაცებთან სექსუალურ ურთიერთობებში ამხილეს. სექსუალურ ძალადობასა და მამათმავლობაში ეჭვმიტანილი ვახტანგ მ-შვილი ამტკიცებდა, რომ  ახალგაზრდა პაციენტთან სექსუალური კავშირი არ ჰქონია. ილია მასზე შეყვარებული იყო და ეჭვიანობდა, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ბიჭი გაუკუღმართებული სექსუალური კავშირის მსხვერპლი იყო.  ვახტანგ მ-შვილის განცხადებით, რომელმაც  ქურდობის ფაქტიც უარყო,  ახალგაზრდა თავად ცდილობდა მასთან კავშირის დამყარებას. ბოლოს კი ისე შეეჩვია, რომ აშანტაჟებდა – თუ ჩემს სახლში სიარულს  და ჩემთან ურთიერთობას შეწყვეტ, პოლიციაში გიჩივლებო. ექიმმა აღიარა, რომ ახალგზრდა პაციენტს დამამშვიდებელ აბებს აძლევდა, თუმცა ეს სამედიცინო დანიშნულებით ახსნა.  გამოძიებამ დაკავებული ექიმისგან ამოიღო ოქროს სამკაული, რომელიც  მისი განცხადებით, დაზარალებულმა აჩუქა, თუმცა, ილია ზ-ძის ჩვენების მიხედვით, ეს სამკაული  მისი ბინიდან იყო მოპარული.  სასამართლომ ვახტანგ მ-შვილს გაუკუღმართებული სექსუალური კავშირის გამო 18 წლის ახალგაზრდასთან,  რვა წლით პატიმრობა მიუსაჯა.

скачать dle 11.3