კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოვაწყოთ განტვირთვის დღეები ზაფხულში

განტვირთვის დღეების შესახებ არაერთხელ გვისაუბრია. მაგრამ ახლა ზაფხულია და, რადგან ზაფხულიდან უნდა დავიწყოთ ორგანიზმის საზამთროდ მომარაგება ყველა საჭირო ვიტამინითა და მიკროელემენტებით, ამიტომ განტვირთვის ყოველი დღე უნდა ჩავატაროთ გონივრულად და წინდახედულად. უპირველესად, საჭიროა, იცოდეთ, რომ განტვირთვისთვის საკმარისია გამოყოთ კვირაში 1 დღე, ოღონდ, ყოველ დღეს უნდა ჰქონდეს თავისი კონკრეტული მიზანი. მაგალითად, სასურველია, რომ განტვირთვის პირველი დღე „მივუძღვნათ“ ცილებსა და რძეს: დღის განმავლობაში საჭიროა 500 გრამი უცხიმო ხაჭო და 1 ჭიქა 1-პროცენტიანი ცხიმიანობის მქონე კეფირი. ხაჭო გაყავით 5 თანაბარ ულუფად და 100-100 გრამი მიირთვით დილის 9 საათიდან, 2-2-საათიანი შუალედებით. საღამოს 7 საათზე კი დალიეთ 1 ჭიქა კეფირი.
დამატებით შეგიძლიათ მიიღოთ: 1 ჩაის ჭიქა ასკილის ნახარში; თითო ჩაის ჭიქა უშაქრო მწვანე ჩაი – 2-ჯერ და წყალი – 2 ლიტრამდე.
განტვირთვის მეორე დღე ეთმობა ნახშირწყლებსა და კარტოფილს.
დღის განმავლობაში საჭიროა: 1,5 კილოგრამი აირღუმელში კანიანად გამომცხვარი კარტოფილი. ეს რაოდენობა გაყავით 6 თანაბარ ნაწილად და თითო ჯერზე 250 გრამი მიირთვით კანიანად.
დამატებით მიიღეთ: დღეში 2-ჯერ – თითო ჭიქა უშაქრო მწვანე ჩაი; წყალი – 2 ლიტრამდე.
მესამეა ბოსტნეულის დღე.
დღის განმავლობაში საჭიროა 750 გრამი პომიდორი და 750 გრამი კიტრი (თითოეული მათგანი 5-5 ცალი რომ გამოვიდეს). მიირთვით თითოსაათიანი შუალედებით, მონაცვლეობით (სასურველია, პომიდორს კანი გააცალოთ).
დამატებით მიიღეთ: 2 ჭიქა მწვანე ჩაი თითო ჩაის კოვზი თაფლით; წყალი – მინიმუმ 1,5 ლიტრი.
მეოთხე იქნება ვაშლის დღე.
1,5 კილოგრამ ვაშლს (უმჯობესია ყვითელი ჯიშები) მრგვლად ამოაჭერით გული, ღრმულში ჩაასხით თითოში 1/4 ჩაის კოვზი თაფლი; სურვილისამებრ, ჩაუმატეთ ცოტა დარიჩინი და გამოაცხვეთ აირღუმელში. გაყავით 5 ნაწილად და თითო ჯერზე მიირთვით 300 გრამი გამომცხვარი ვაშლი.
დამატებით მიიღეთ: მწვანე ჩაი (უთაფლოდ) – იმავე რაოდენობით; წყალი – 2 ლიტრამდე.
ერთი თვის შემდეგ ისეთი შედეგი გექნებათ, რომ ამ განტვირთვის დღეების გაგრძელება აღარ გაგიჭირდებათ.
შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი დიეტის დაწყების ან განტვირთვის დღის მოწყობის წინ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს მკურნალ ექიმთან.

скачать dle 11.3