კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: აგვისტოში ზღვაზე მივდივარ და მინდა, სწრაფად გავხდე. მირჩიეს ინტენსიური ვარჯიში, მაგრამ, არ ვიცი, ასეთ დროს როგორ უნდა ვიკვებო – აუცილებელია თუ არა მკაცრი დიეტის დაცვა?
პასუხი: ბევრი დიეტოლოგის აზრით, მკაცრი (ანუ „მშიერი“) დიეტის დაცვა ისედაც არ არის მიზანშეწონილი, მით უფრო – ინტენსიური ვარჯიშის დროს, რადგან ამით ძალიან დაასუსტებთ ორგანიზმს. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია არა შიმშილი, არამედ მთავარი პრინციპის დაცვა: ვარჯიშით უნდა დახარჯოთ („დაწვათ“) იმაზე მეტი ენერგია, ვიდრე საკვებით იღებთ. ამიტომ, აუცილებელია, იცოდეთ დღის განმავლობაში მიღებული კალორიების რაოდენობა.
კითხვა: ქუჩაში დღისით თითქმის არ ვმოძრაობ მანქანის გარეშე. ამასთან, ვსვამ დღეში 1,5 ლიტრ წყალს და ვიყენებ კანის დამატენიანებელ საშუალებებსაც. მაინტერესებს, მაინც ემუქრება თუ არა ჩემს კანს გაუწყლოების საშიშროება და, თუ ასეა, რას მირჩევთ, როგორ დავიცვა თავი?
პასუხი: ცხადია, რომ ზაფხულის დღეებში ორგანიზმი (მათ შორის კანიც) დიდი რაოდენობით კარგავს ტენს. ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, დალიოთ დღის განმავლობაში მინიმუმ 2 ლიტრი წყალი, კანის დასაცავად კი გამოიყენოთ დამატენიანებელი საშუალებები, ოღონდ, ზაფხულში თქვენი ყოველდღიური დამატენიანებელი კრემი აუცილებლად უნდა შეცვალოთ მზისგან დამცავი SPF კრემით, რადგან, მანქანის მგზავრობის დროსაც კი,  კანი მინების მიღმაც იღებს ულტრაიისფერი სხივების სოლიდურ დოზას. გარდა ამისა, 2 კვირაში ერთხელ მაინც მიმართეთ დერმატოლოგს და ჩაიტარეთ გამწმენდი და დამატენიანებელი პროცედურები. თვალების გარშემო წაისვით ჰიალურონის მჟავის შემცველი მსუბუქი ტექსტურის გელი.

скачать dle 11.3