კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დრამა კოსტიუმებით

ლორამ კანდიდა დამბელს, თავის მეგობარს, ჩაიზე უთხრა, რომ ქმარი მოკვლას უპირებდა. კანდიდა გაოცდა:
– აბა, რას ამბობ, შენი მოკვლა რაში დასჭირდებოდა სტივენს? თუ აღარ უნდიახრ, გაეყარე.
– გავეყრებოდი, მაგრამ, ამის გაგონებაც არ უნდა. მე არც ფული მაქვს და არც არაფერს წარმოვადგენ ისეთს, სხვა ვინმეს რომ დავაბრალო ჩემი მოკვლის მცდელობები.
– ამით რისი თქმა გინდა?
– ერთი თვის წინ კიბეზე ჩამოვდიოდი. ჩვენი სახლის კიბე ხომ იცი, უზარმაზარი საფეხურები აქვს, თანაც, მარმარილოსი. კიდევ კარგი, რომ წვრილქუსლა ფეხსაცმელები მეცვა და იმან დამიჭირა. შუაში დაგებულ ხალიჩაში ჩაიჭედა. გადავრჩი. მაგრამ, ვიცი, რომ უკნიდან სტივენმა მიბიძგა.
– პოლიციას არ მიმართე?
– ვერ მივმართე. არაფერი მაქვს ხელჩასაჭიდი, რომ დავუმტკიცო. ეს პირველი შემთხვევა იყო... მეორედ ლამის მანქანა დამეჯახა, როცა მაღაზიიდან გამოვდიოდი. შოკმა რომ გამიარა, მივხვდი, მანქანის საჭესთან სტივენის ერთგული მონა, მისი მსახური ტომასი იჯდა...
– ღმერთო! – აღმოხდა კანდიდას, – ნუთუ ეს სიმართლეა?
– ჰო. მეტსაც გეტყვი: ჩემმა კატამ, სტიქსმა, რეალური სიკვდილისგან მიხსნა. ხომ იცი ჩვენი საძინებელი – ჩემი საწოლის თავზე უზარმაზარი ბრინჯაოს ჭაღი რომ კიდია. ვერასდროს ვიტანდი მაგ ჭაღს. მუდმივად საფრთხის განცდა მქონდა და ცუდად მეძინა ხოლმე. ერთი კვირის წინ სტივენი სადღაც იყო გადაღებაზე. დაწოლას ვაპირებდი, რომ მოულოდნელად სტიქსი გადაირია – გაანჩხლდა და კნაოდა. ვიფიქრე, გარეთ გასვლა უნდა-მეთქი და აივანთან მივედი, რომ კარი გამეღო... სწორედ ამ დროს, ჭაღი მოწყდა და პირდაპირ იმ ბალიშზე დაეცა, რომელზეც, წესით, თავი უნდა მდებოდა. გესმის მაინც, რა მომივიდოდა? პირდაპირ საწოლზე დამასრესდა...
– შეიძლება, ესეც შემთხვევითობა იყოს...
– ვითომ?! – თავი დაეჭვებით გადააქნია ლორამ.
– კი მაგრამ, რისთვის უნდა სჭირდებოდეს შენი მოკვლა, ცოლად ხომ თავისი ნებით შეგირთო? თან, არც გეყრება და, მგონი, საყვარელიც, არ ჰყავს.
– საქმეც ეგაა. სტივენმა მაშინ აღმომაჩინა, როცა დიდების მწვერვალზე იყო – ქალების, ტელევიზიების ყურადღებით გარემოცული, მე კი მუზეუმის ჩვეულებრივი თანამშრომელი ვიყავი. გადაღებაზე მობრძანდა, უცებ მოვეწონე და პაემანი დამინიშნა. როგორ ვეტყოდი უარს – ასეთი მამაკაცის ყურადღების ღირსი  გავხდი. ხელიც სწრაფად მთხოვა და მეც დავთანხმდი... მერე კი ეს გიჟური ცხოვრება დაიწყო. სტივენი ჩემგან სხვადასხვა ტიპაჟს ქმნიდა და ერთობოდა. ანტურაჟს იქმნიდა. ხან ქერა ბარბი ვიყავი, ხან  – შავგვრემანი, ვნებიანი ლამაზმანი... თავიდან ეს მომწონდა კიდეც, მაგრამ, რაღაც პერიოდის შემდეგ გადავიღალე.
– ამის შესახებ სტივენს უთხარი?
– რა თქმა უნდა. განქორწინებაც მოვითხოვე. მკაცრად შემომხედა და მითხრა, ეს ჩემს იმიჯს დააზარალებსო და მეტად ამ თემაზე აღარ დამლაპარაკებია.
– კი მაგრამ, შენი მოკვლა რაღად უნდა? სადმე მდიდარი ნათესავი ხომ არ მოგიკვდა და შემთხვევით ქონება შენ ხომ არ დაგიტოვა?
– არა მგონია. მე ჩემი ვერსია მაქვს. სტივენს ხომ იცნობ, გაგიჟებულია პოპულარობაზე. მოსწონს მის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი... ყურადღების ცენტრში თუ არ არის, ცუდად ხდება. გახსოვს, ორი თვის წინ, ყველა როგორ ლაპარაკობდა ლორდი ჩესტერფილდის დედის დაკრძალვაზე? სხვათა შორის, ლორდმა სტივენი დაკრძალვაზე არ მიიპატიჟა და ამას ძალიან განიცდიდა...
– მერე, ეგ რა შუაშია შენი მკვლელობის იდეასთან?
– რა შუაშია და, სტივენს უნდა, მის გარშემო ისევ ატყდეს აჟიოტაჟი, ისევ გაგიჟდნენ და გადაირიონ მის კრეატიულობაზე. ხვდები? მისი გადაცემის რეიტინგი დაეცა... რა ქნას? ჰოდა, მონახა გამოსავალი. მის კარადაში უზადოდ შეკერილი შავი სმოკინგი და შავი ფეხსაცმელები ვიპოვე. ერთიც – შავი კაბა და არაჩვეულებრივი იისფერი კოსტიუმი, ანუ, უკვე ყველაფერზე იზრუნა ტიპმა, ხვდები? დაკრძალვა სრულად აქვს დაგეგმილი. არ გამიქექავს, თორემ დარწმუნებული ვარ, ჩასასვენებელი და ყვავილებიც შეკვეთილი იქნება.
კანდიდამ წამწამები ააფახულა:
– გადავირიე! რა?! შავი კაბა?
– ჰო, „შანელის” კაბა, სპეცშეკვეთით შესრულებული. უკანასკნელ გზაზე ჩასაცმელი ჩემი კაბა ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია.
– ესე იგი, საქმე სერიოზულად ყოფილა, – ამოიოხრა კანდიდამ, – პოლიციაში უნდა მიხვიდე.
– რას დაიჩემე ეს პოლიცია... გეუბნები, ყურადღებას არავინ მომაქცევს-მეთქი, დამცინებენ. სტივენის პოპულარობაც გაითვალისწინე...
– აბა, უნდა მოგკლას?
– მოვიფიქრებ რამეს... მაგრამ, თუ ვერ მოვასწარი და სტივენმა თავისი ჩანაფიქრის განხორციელება შეძლო, „შანელის” შარფების კოლექციასა და სტიქსს შენ გიტოვებ.
– შარფებზე უარს არ ვიტყვი, – გაიცინა კანდიდამ, – მაგრამ სტიქსს ვერ მოვუვლი, კატები არ მიყვარს.
სტიქსი კარგი კატაა, ჭკვიანი და ერთგული. ხომ გითხარი, სიკვდილს გადამარჩინა... ოჰ, სტივენ, როგორ მინდა, შენმა აკვიატებულმა იდეებმა საგიჟეთის კარამდე მიგიყვანოს, – ამოიოხრა ლორამ და უცებ სახე გაუნათდა, – მგონი, ვიცი, რაც უნდა გავაკეთო!
– რა მოიფიქრე?
– არ გეტყვი... ჯერ ყველა დეტალი კარგად უნდა გავთვალო...
ორი კვირის შემდეგ კანდიდა ყავას სვამდა და დილის გაზეთებს ათვალიერებდა. უცებ საინტერესო სათაურს წააწყდა: „ცნობილი ტელეწამყვანი და შოუმენი სტივენ ჩეიმერი ფსიქიკური აშლილობით, სპეციალურ კლინიკაში მოხვდა. ექიმები ამბობენ, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა. მისის ჩეიმერი ძალიან წუხს თავისი მეუღლის მდგომარეობას...“
კანდიდა ტელეფონს ეცა:
– ლორა, როგორ ხარ? გაზეთებში წავიკითხე. რა მოხდა, როგორ მოახერხე ეს? ვინ? ფოტო და ტელერეპორტიორები? კარგი, ერთ საათში ჩვენს კაფეში გელოდები.
ლორა კაფეში გაღიმებული სახით შევიდა:
– მორჩა, გადავრჩი – სტივენი კლინიკაშია, თანაც, დიდი ხნით...
– მომიყევი, როგორ მოახერხე ეს?
– მისი კარადიდან ჩემი დაკრძალვისთვის გამზადებული ტანსაცმელი მოვიპარე და ძველმოდური, უბრალო ტანსაცმლით შევცვალე. უნდა გენახა, როგორი ძონძები ჩამოვკიდე. მერე კი, როცა მოწამლული რძე შემომთავაზა, ისე მოვაჩვენე, ვითომ დავლიე და თავი მოვიმკვდარუნე. სტივენს გაუხარდა, მაგრამ, კარადა რომ გამოაღო, შოკში ჩავარდა. მე იატაკზე მოკრუნჩხული ვეგდე და ყველაფერი მესმოდა. სტივენი თავის მსახურს ეცა – იმას დააბრალა. მთელ ხმაზე ღრიალებდა და, რაც ხელში მოხვდებოდა, ესროდა... უზარმაზარი, ანტიკური ლარნაკი რომ მიაფშვნა კედელს და ნამსხვრევებმა მსახურს სახე დაუსერა, პოლიციაც მოვიდა... სანამ დამამშვიდებელი პერანგი არ ჩააცვეს და მანქანაში არ მიაბრძანეს, იატაკიდან არ წამოვმდგარვარ, – პოლიციელებს მკვდარი ვეგონე... ჰა, ჰა, ჰა!.. სტივენი დრამას ჩემთვის გეგმავდა და შეუბრუნდა... მოთხრობა ხომ არ დავწერო – „დრამა კოსტიუმებით“?!

скачать dle 11.3