კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ავიცილოთ ცხოვრებისეული უსიამოვნებები და პრობლემები კვირის კონკრეტულ დღეებში

ასტროლოგიაში, ნებისმიერი ლითონი თუ ქვა, კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანს და კვირის კონკრეტულ დღეს შეესაბამება. ამიტომ, თუ იცით, კვირის რომელ დღეს რომელი ასტროლოგიური ქვა და ლითონი შეესაბამება და რისი ტარება მოგიტანთ წარმატებასა და სიკეთეს, ეს აუცილებლად წაგადგებათ.
ორშაბათს გირჩევთ, ატაროთ ვერცხლის სამკაულები. ამ დღეს ბედნიერებისა და წარმატების მომტანია  ლურჯი და ცისფერი ასტროლოგიური ქვებისგან დამზადებული სამკაულები.
სამშაბათ დღეს კარგია ფოლადის სამკაულები. ასტროლოგიური ქვებიდან კი, უპირატესობა ოპალსა და იასპს მიანიჭეთ.
ოთხშაბათის თილისმაა ხისგან დამზადებული სამკაულები და მარჯნის ასტროლოგიური ქვა. ასევე ატარეთ,  ნაცრისფერი ქალცედონი, მწვანე ძოწი, სარდონიქსი. ეს მოგიტანთ წარმატებას და ჯანმრთელობაზეც დადებით ზეგავლენას მოახდენს.
ხუთშაბათს ატარეთ ტყვიისგან დამზადებული სამკაულები; ძვირფასი ასტროლოგიური ქვებიდან კი – ტოპაზი ან ამეთვისტო.
პარასკევს პლანეტა ვენერა მფარველობს და ამ დღის თილისმაა სპილენძის სამკაულები; ასტროლოგიური ქვებიდან კი – ქრიზოლითი, აქატი, ნებისმიერი მწვანე ან ღია ფერის ქვა.
შაბათს კარგია გაიკეთოთ კალისგან დამზადებული სამკაულები. ეს ლითონი ამ დღის თილისმაა და ადამიანებს ბარიერთა ადვილად გადალახვაში ეხმარება. ასტროლოგიური ქვებიდან კი, გირჩევთ, ატაროთ მწვანე ქრიზოპრაზი ან იაგუნდი. ეს ქვები ნერვულ სისტემაზე დადებით ზეგავლენას მოახდენს.
კვირა ოქროს სამკაულების დღეა, რაც გამოკვეთავს ადამიანის ინდივიდუალურობას და შარმს, ხელს უწყობს გარშემო მყოფთა კეთილგანწყობის მოპოვებას. ასტროლოგიური ქვებიდან კი, აირჩიეთ უფრო წითელი, ყვითელი ან ფორთოხლისფერი.
ასევე, ადამიანები დიდი სიფრთხილითა და სიყვარულით ინახავენ ახლობელთა ნაჩუქარ ან ნაქონ ნივთებს. თითქოს, მათ მიმართ უცნაური ლტოლვაც ჩნდება. ასეთ ნივთებს მფლობელთა დაცვა შეუძლია. ისინი დროთა განმავლობაში ერთგვარ დამცველ და თილისმურ ძალას იძენენ. თუ გსურთ, სამკაულმა წარმატება მოგიტანოთ, უნდა ისწავლოთ მათი სწორად შერჩევა.
თუ „ვერძის“ ზოდიაქოს ნიშნით ხარ დაბადებული და გსურთ, ყურადღების ცენტრში ყოფნა, უპირატესობა ორიგინალურ კოლიეზე, გრძელ საყურეზე, ვარდისფერი ქვებით მოჭედილ ბეჭდებზე შეაჩერეთ. ყვავილის ფორმის აქსესუარები თქვენს ცხოვრებას მრავალფეროვანს გახდის.
თუ „კუროს“ ზოდიაქოს ნიშანს მიეკუთვნებით, მაშინ უპირატესობა ლითონის აქსესუარებს მიანიჭეთ, ყურადღება კი ყელსაბამზე გადაიტანეთ. თქვენთვის მისაღებია მოვარდისფრო-მოწითალო ქვებით შემკული ბიჟუტერია.
„ტყუპებისთვის“ კარგია თვალშისაცემი გულსაბნევების ყოველდღიურად ტარება, განსაკუთრებით, ყვავილის ფოთლის ფორმის. კარგია ყვითელი ან ვარდისფერი ქვით მოოჭვილი სამკაულები.
თუ „კირჩხიბის“ ნიშნით ხართ დაბადებული,  ატარეთ ხის ან ლითონის სამკაული და გამჭირვალე ქვებით მოჭედილი ბიჟუტერია.
„ლომის“ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულმა უნდა ატაროს დიდი ზომის, ვარდისფერი ქვებით შემკული სამკაულები. ეს საქმეში წარმატებულს გაგხდით.
„ქალწულები“ ერიდეთ ძვირფას ლითონებს და აქცენტი გლუვ ქვებზე გააკეთეთ.
თუ „სასწორის“ ნიშნით დაიბადეთ, მაშინ ყვითელი ფერის ქვისგან დამზადებული სამკაული ატარეთ – ეს მეტ თავდაჯერებულობას შეგმატებთ.
„მორიელებმა“ გულის ფორმის, გამჭვირვალე ქვებით შემკული გულსაკიდები უნდა ატარონ. ეს მეტად მიმზიდველს გაგხდით.
თუ „მშვილდოსნის“ ზოდიაქოს ნიშნით დაიბადეთ, გააკეთეთ ცისფერი ქვებით გაწყობილ სამკაულებზე არჩევანი. ყოველდღიურად ატარეთ ნაზი და სადა სამკაული.
„თხის რქებისთვის“ სხვადასხვა ფერის ქვებით გაწყობილი სამკაულებია რეკომენდებული. ასევე, ხშირად უნდა მოირგონ ცხოველის ფორმის, ფიგურებიანი გულსაბნევი ან კოლიე.
„მერწყულებისთვის“ კარგია წითელი, ცისფერი და ნარინჯისფერი ქვებით გაწყობილი სამკაულები.
„თევზებმა“ უნდა ატარონ პატარა, ზარის ფორმის გულსაკიდი ან საყურე.  ეს ნებისმიერ სფეროში წარმატების გარანტი იქნება. ქვებიდან კი უპირატესობა ლურჯ, ყვითელ ან წითელ ფერებს მიანიჭეთ და ასეთი ქვებით გაწყობილი სამკაულები შეარჩიეთ.

скачать dle 11.3