კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2000 წლის 18 მაისს, დღის საათებში. თუ ელის წარმატებები ფეხბურთში და რომელი პროფესიაა მისთვის უფრო მეტად მისაღები?
პასუხი: სპორტი მისთვის დიდი წარმატების მომტანი არ იქნება, თუმცა არც ცუდია. შრომისმოყვარეობისა და შეუპოვრობის წყალობით, შესაძლოა, წარმატებასაც მიაღწიოს. პროფესიებიდან კი მისთვის კარგი და წარმატების მომტანია: რეანიმატოლოგია, სტომატოლოგია, ქირურგია, გინეკოლოგია, ფიტოთერაპია, სუჯუკთერაპია, ჰომეოპათია, სამართალდამცავი, საგამომძიებლო საქმიანობა, სამხედრო სტრუქტურები, საგადასახადო ინსპექცია, საბაჟო დეპარტამენტები, სადაზღვევო კომპანიები, კონტროლის პალატა, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, კომერციული საქმიანობა, საფინანსო სფერო.
კითხვა: დავიბადე 1996 წლის 1 თებერვალს. მინდა, ასტროლოგიური ქვისგან დამზადებული სამკაული ვატარო. გთხოვთ, მირჩიოთ, რომელი ქვა იქნება ჩემთვის წარმატების მომტანი?
პასუხი: თქვენთვის კარგია და წარმატების მომტანი: ცირკონი, ძოწი, ქალცედონი, ნეფრიტი, ჟადეიტი, ლაზურიტი, ლალი. ამიტომ, სწორედ ამ ასტროლოგიურ ქვებს მიანიჭეთ უპირატესობა.
კითხვა: დავიბადე 1999 წლის 10 მაისს. უცხოეთის რომელი ქვეყანაა ჩემთვის მისაღები?
პასუხი: უცხოეთი თქვენთვის არც კარგია და არც ცუდი, ანუ, საშუალოა. ქვეყნებიდან კი მისაღებია: ბრაზილია, პორტუგალია, ჩინეთის ცენტრალური ნაწილი, ვიეტნამი, ფილიპინები, ტაილანდი, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ისრაელი, სამხრეთ კორეა, ფინეთი, პაკისტანი, კუნძული მალტა, ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთი მხარე, ბელგია, ჩრდილოეთ და დასავლეთ აფრიკის ქვეყნები, ინგლისის დასავლეთი ნაწილი, კანადა, საბერძნეთი, კუნძული სარდინია, ნორვეგია.
კითხვა: დავიბადე 2001 წლის 16 მაისს. რომელ პროფესიაში მელის წარმატება და უცხოეთის რომელი ქვეყანაა მისაღები ჩემთვის ასტროლოგიურად?
პასუხი: უცხოეთის ქვეყნებიდან თქვენთვის მისაღებია: ინგლისის დასავლეთი ნაწილი, ბელგია, კანადა, სარდინია, ამერიკის შეერთებული შტატები, საბერძნეთი, ნორვეგია, ბრაზილია, პორტუგალია, ჩინეთის ცენტრალური ნაწილი, ფილიპინები, ტაილანდი, ავსტრალიის ცენტრალური ნაწილი, ჩეხოსლოვაკია, ახალი ზელანდია, ისრაელი, სამხრეთ კორეა, ფინეთი, მალტა, პაკისტანი. პროფესიებიდან კი კარგია და წარმატებების მომტანი: ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, ქორეოგრაფია, მთარგმნელობითი საქმიანობა,  ავიაციის ბიზნესი, იურისპრუდენცია, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი, პროფესიონალური დიპლომატია, ხელოვნების ფართო სპექტრი, ფსიქოლოგია, საკურორტო ინდუსტრია.

скачать dle 11.3