კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სახსრების ტკივილს ბრინჯის ნახარში შველის, ხოლო ხორბალი საჭმლის მომნელებელ ტრაქტს წმენდს


მარილების დაგროვების დროს, 1 ჩაის კოვზი დაფქული სტაფილოს თესლი გახსენით 1 ჩაის ჭიქა წყალში. დალიეთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში 3-ჯერ, ორი კვირის განმავლობაში.
აგრეთვე, კარგია, თუ 3 სადილის კოვზ ბრინჯს დილამდე წყალში დაალბობთ, დილით კი გარეცხავთ, მოხარშავთ, დაწურავთ და უზმოზე ცივს შეჭამთ. სამი კვირის განმავლობაში ასე მოიქეცით და სახსრებში ტკივილი გაგივლით.
შვრიის ნაყენი ხელს უწყობს ღვიძლის, კუჭისა და თირკმლის მკურნალობას, სხეულიდან ქვებისა და ნალექის გამოდევნას. 1 ჩაის ჭიქა გარეცხილ შვრიას დაასხით 2 ჩაის ჭიქა ცივი წყალი და გააჩერეთ ერთი დღე-ღამის განმავლობაში. შემდეგ დაუმატეთ 3 ლიტრი წყალი და ადუღეთ მანამ, სანამ სითხე 1 ლიტრამდე არ დავა. გაწურეთ და მიღებული სითხე სვით ჭამის წინ, დღეში 3-ჯერ, 1 ჩაის ჭიქა.
ხორბალი საჭმლის მომნელებელ ტრაქტს წმენდს და ორგანიზმს აძლიერებს. ერთი კვირის განმავლობაში ჭამეთ მხოლოდ მოხარშული ხორბალი. შეგიძლიათ, დააყოლოთ უმი ბოსტნეული, ხილი და ნიგოზი. ამ დროს არ ჭამოთ ცხიმიანი საჭმელები, ასევე, ტკბილეული, ალკოჰოლი, ყავა, ჩაი, ხილის წვენი, გაზიანი სასმელები და ლუდი. მოხარშულ ხორბალს ნურც მარილს დაამატებთ.
ხორბალი შეიცავს დიდი რაოდენობით B ვიტამინს. მოხარშული ხორბლის მიღებისას ორგანიზმში ხვდება ვიტამინების დიდი რაოდენობა, რაც დადებით გავლენას ახდენს არა მარტო ნერვულ სისტემაზე, არამედ კანზეც, რადგან ხარშვის დროს არ იკარგება B ჯგუფის ვიტამინები. მისი მიღებისას კანი იწმინდება და ინარჩუნებს ჯანსაღ ელფერს. ასევე, უმჯობესდება თმის ხარისხი.
ხორბლის მარცვალი წმენდს ნაწლავების ლორწოვანას და აუმჯობესებს მის პერისტალტიკას. გაწმენდილი ნაწლავები უფრო იოლად იწოვს საჭირო საკვებ ნივთიერებებს და არ იძლევა ნაწლავებში ლპობის პროცესის განვითარების საშუალებას.
გაარჩიეთ ხორბალი, გარეცხეთ და დაახლოებით 5 საათით ჩაალბეთ წყალში. შემდეგ დადგით ცეცხლზე და ხარშეთ დარბილებამდე. ამის შემდეგ გაწურეთ, დაუმატეთ ცოტა თაფლი, ნიგოზი და ქიშმიში და ცოტა ხნით შეფუთეთ. გემოვნების მიხედვით, შეგიძლიათ, ჩაუმატოთ გახეხილი ხილი ან ბოსტნეული. მიიღეთ დღეში 3-ჯერ.
შეგიძლიათ, ასევე, მიიღოთ მოცხარის, ჟოლოს, მარწყვის ან პიტნის ფოთლების ნაყენი და მინერალური წყალი.
ამ გამწმენდი კურსის შემდეგ, რამდენიმე დღე მოერიდეთ მძიმედ მოსანელებელი საჭმლის მიღებას. მიირთვით მსუბუქი, მცენარეული ან რძის ნაწარმი, ხოლო შემდეგ თანდათან, ნელ-ნელა მიიღეთ სხვა საკვები პროდუქტებიც.

ანემიისა და უძილობის დასმარცხებლად ჭამეთ შავი ქლიავი
შავ ქლიავს განსაკუთრებული სამკურნალო თვისებები აქვს. ის მდიდარია პექტინებით, უჯრედისით, სორბიტით, ვიტამინებით, მიკრო და მაკროელემენტებით. მას იყენებენ ქრონიკული შეკრულობის, ქოლეცისტიტის, ნაღველკენჭოვანი დაავადებების სამკურნალოდ.
ანემიის დროს განსაკუთრებით ეფექტურია ქლიავის ახალგამოწურული წვენის მიღება, რადგან ის დიდი რაოდენობით რკინას, მარილებსა და ასკორბინის მჟავას შეიცავს და სწორედ ამითაა განპირობებული მისი სისხლწარმომქმნელი სტიმულაცია.
ქლიავი, ასევე, კარგია მაღალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროს. ის ანეიტრალებს კუჭის წვენს და ბაქტერიოციდულად მოქმედებს ლორწოვანზე; ხოლო, ფიტონოციდების შემცველობის წყალობით, გამოირჩევა ბაქტერიოციდული თვისებებით და ახასიათებს მადეზინფიცირებელი მოქმედება არა მარტო კუჭ-ნაწლავის, არამედ, პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებების დროსაც.
შავი ქლიავი ორგანიზმის საუკეთესო გამწმენდია. ის გამოდევნის მავნე ნივთიერებებს, მაგალითად, ქოლესტერინს, კანცეროგენებს, მძიმე ლითონების შემცველ მარილებს, ამიტომ, ის აუცილებლად უნდა მიიღოს მოწამლულმა ადამიანმა.
ორგანიზმის გაჯანსაღებისა და სიმსივნური დაავადების პროფილაქტიკისთვის, 2 კვირის განმავლობაში მიირთვით 1 ჩაის ჭიქა გატარებული ქლიავისა და 1 ჩაის კოვზი თაფლის ნარევი.
ქლიავის ჭამა არ არის სასურველი შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ან ჭარბი წონის მქონე პირებისთვის, რადგან, ის დიდი რაოდენობით შეიცავს გლუკოზას.
ზოგადად, ქლიავი ძალიან სასარგებლო ხილია. მისი მთავარი სამკურნალო და სასარგებლო ღირებულება ამ ტკბილი ხილის რბილობში შემავალი პექტინია. ის აბრკოლებს ადამიანის ნაწლავებში ლპობის პროცესს და უვნებელყოფს ჩვენს ორგანიზმში მოხვედრილ სამრეწველო საწარმოთა გამონაბოლქვით სიცოცხლისთვის საშიშ ლითონებს. შავი ქლიავი სასარგებლოა მათთვისაც, ვინც ნაკლებად მოძრაობს და მჯდომარე ცხოვრების წესი აქვს.
ხოლო, თუ საღამოს 10 ცალ შავ ქლიავს მიირთმევთ, მშვიდი ძილი გარანტირებული გექნებათ.

საკვებ რაციონში მაქსიმალურად ჩართეთ ორგანიზმისთვის სასარგებლო პროდუქტები
სწორად კვება არა მარტო ჯანმრთელობას უნარჩუნებს ადამიანს, არამედ, მის განწყობაზეც მოქმედებს. ამიტომ, გულისყურით გადახედეთ თქვენს საკვებ რაციონს და მიიღეთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც თქვენთვის მარგებელია.
კალორიების მკვეთრი შემცირებით წონაში ვერ დაიკლებთ და ხშირად ასეთი ქმედება ნივთიერებათა ცვლის შენელებას იწვევს, რადგან ორგანიზმი კალორიების შენარჩუნებისთვის იწყებს ბრძოლას. ზოგადად, კალორიების შეზღუდვა საჭიროა, მაგრამ, ბევრი რამ თქვენი ცხოვრების რეჟიმზე, აღნაგობასა და სხვა ინდივიდუალურ თუ გენეტიკურ ფაქტორებზეა დამოკიდებული.
ნებისმიერი სასმელი, წყლის გარდა, კალორიებს შეიცავს, მაგალითად, 1 ჭიქა ღვინო დაახლოებით 180 კილოკალორიას შეიცავს. განსაკუთრებით კალორიულია ლუდი. რაც შეეხება გაზიან სასმელებს, ისინი ხელოვნურ დანამატებსაც, ანუ დამატკბობლებსაც შეიცავს, რაც ჯანმრთელობისთვის არცთუ კარგია და ორგანიზმს ნახშირწყლებით მდიდარი საკვების მიღების სურვილს აღუძრავს. თუ ძალიან მოგწყურდათ, ჯობია, წყურვილი ცივი მწვანე ჩაით დაიკმაყოფილოთ – ეს უსაფრთხოცაა და სასარგებლოც.
თეთრი ფქვილისგან მომზადებული საკვები სისხლში შაქრის დონეს ამაღლებს და კუჭქვეშა ჯირკვალს ინსულინის გაძლიერებული რეჟიმით გამომუშავებისკენ უბიძგებს. გარდა ამისა, ამ დროს მადის კონტროლიც ძნელდება და ენერგიის ნაკლებობასაც განიცდით.
თუ სწრაფად მიირთმევთ საკვებს, ამას გონება ვერ აღიქვამს და დანაყრების შეგრძნება გვიან გეუფლებათ, შედეგად კი ზედმეტს ჭამთ და ორგანიზმს ტვირთავთ.
თუ ტკბილეული მოგენატრათ, შოკოლადის ნაცვლად ჭამეთ შავი ქლიავი, გარგარი ან ატამი.
კარგია, თუ რაციონში ჩართავთ ბოსტნეულს – როგორც უმს, ასევე მოხარშულს. სტაფილოში, ხახვსა და პომიდორში შემავალი სასარგებლო ნივთიერებები გაცილებით იოლად შეითვისება სხვა საკვებთან ერთად.

კარტოფილის წვენი ორგანიზმს წმენდს, ნიგოზი წნევას არეგულირებს, ხოლო ჭარხალი სისხლძარღვებს უხდება
თუ ხშირად მიირთმევთ კარტოფილს, ამით ამარაგებთ ორგანიზმს აუცილებელი და შეუცვლელი ამინომჟავებით, განსაკუთრებით კი – ნახშირწყლებით, მინერალური ნივთიერებებითა და ვიტამინებით.
კიდურების შეშუპების დროს,  გაფცქვენით უმი კარტოფილი და გახეხეთ. მიღებული მასა დაიდეთ შესიებულ ადგილას, შეიხვიეთ და ნახევარი საათით დაიტოვეთ.
თუ ჰიპერტონია გაწუხებთ, ხშირად ჭამეთ აირღუმელში კანიანად შემწვარი კარტოფილი; ოსტეოქონდროზის დროს კი კარგია გახეხილი კარტოფილისა და თაფლის ნარევის კომპრესი, რომელსაც ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს.
თუ ორგანიზმის წიდებისგან გაწმენდა გსურთ, კარტოფილის წვენს შეურიეთ სტაფილოსა და ნიახურის წვენი და დალიეთ დღეში ერთხელ, 3-4 დღის განმავლობაში, ჭამის შემდეგ.
მაღალ წნევას არეგულირებს ახალი, ცოცხალი მწვანილი; ასევე, ძალიან სასარგებლოა ყოველდღე თითო მუჭა ნიგვზის ჭამა.
შესანიშნავად წმენდს და აფართოებს სისხლძარღვებს ნატურალური თაფლი, მწვანე ხახვი და ახალი ნიორი.
სისხლძარღვთა ტონუსს აწესრიგებს ახალგამოწურული, წყალში გაზავებული ჭარხლის წვენი. სვით დღეში 1 ჭიქა.
ჰიპერტონიკებისთვის ძალიან სასარგებლო და აუცილებელია პომიდორი, რადგან ის შეიცავს ბევრ კალიუმს. მარილის მიღება კი უნდა შეზღუდოთ. ასევე, მენიუდან გამორიცხეთ კარაქი და ცხიმიანი ყველი. ჭამეთ ქათმის ხორცი, ძროხის მჭლე ხორცი, თევზეული (ყველაფერი მოხარშული); მოერიდეთ ქონიან და შემწვარ ხორცეულს.

ვაშლის კურკა კიბოსგან გვიცავს, გარგარის კურკა – გულის დაავადებებისგან, ატამი კი ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს
ხალხურ მედიცინაში ცნობილია, რომ ვაშლის კურკა კიბოსგან გვიცავს, გარგარის კურკა კი – გულის დაავადებებისგან. კერძოდ, ვაშლის თესლი შეიცავს ბევრ სასარგებლო ნივთიერებას, მათ შორის – იოდს. თუ დღეში ხუთ-ექვს ცალ ვაშლის კურკას შეჭამთ, იოდის ნაკლებობა აღარ შეგაწუხებთ და მოგიწესრიგდებათ ფარისებრი ჯირკვლისა და ტვინის მუშაობა. ვაშლის თესლში, ასევე, არის ვიტამინი B1,  რომელსაც კიბოს საწინააღმდეგო თვისება აქვს და, გარდა ამისა, ამცირებს გადაღლის შეგრძნებას.
სხვადასხვა ინფექციისა და გაციებისგან თავის დასაცავად, ნახევარი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით 2 ვაშლის გულსა და თესლს, დადგით ნახევარი საათით და შემდეგ დალიეთ დღეში 2-ჯერ.
გარგარის ნაყოფიც და კურკაც მდიდარია კალციუმით, რკინითა და სხვა ელემენტებით. გულის დაავადების სამკურნალოდ დალიეთ კურკის გულის ნახარში. თავად კურკის ნედლი გული კი ჭიების გამოდევნის კარგი საშუალებაა, ოღონდ, გახსოვდეთ, რომ 1 სადილის კოვზი გარგარის კურკის გულზე მეტის მიღება რეკომენდებული არ არის.
ატმის ნაყოფს კი სასწაულმოქმედი თვისებები აქვს. ეს წვნიანი, არომატული და გემრიელი ხილი აუმჯობესებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას, აჩერებს უჯრედებში ტენიანობას, რითაც ხელს უშლის მათ დაბერებას; ასევე, ანელებს მავნე მიკროორგანიზმების აქტიურობას.
ატამი შეიცავს A და B ვიტამინებს, მინერალურ ნივთიერებებს: მაგნიუმს, სელენსა და თუთიას, რომლებიც დადებითად მოქმედებს ადამიანის გუნება-განწყობაზე, ხსნის ნევროზსა და შიშის შეგრძნებას; არეგულირებს ძილს, კანს კი არაჩვეულებრივ შეფერილობას აძლევს.

скачать dle 11.3