კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: ვიტილიგოს თუ შველის რამე? მზის აბაზანები დოზირებულად თუ შეიძლება?  კიდევ, ზურგზე დიდი ხალი მაქვს და გარუჯვა დასაშვებია? არ მაწუხებს,  მაგრამ, აშკარად დეფორმირებულია და საშიში ხომ არ იქნება? სად მირჩევთ მისვლას, ონკოლოგიურში თუ პლასტიკურ ქირურგთან? ძალიან მეშინია. ლაზერით მოშორება არ მინდა და ქირურგიულად ხომ შეიძლება?
პასუხი: ხალის შესაფასებლად დერმატოლოგ-ონკოლოგს უნდა მიმართოთ, ცხადია, მზეზე გარუჯვას არ გირჩევთ (მით უმეტეს, ვიტილიგოზეც მიუთითებთ). რაც შეეხება ვიტილოგოს, დღეს სააფთიაქო ბაზარზე გამოსულია ვიტილიგოს სამკურნალო ახალი საშუალებები, რომლებიც გამოირჩევიან ეფექტურობით. მოხდება თუ არა სრული განკურნება, ძნელი სათქმელია, რადგან, ეს მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული დაავადების ხანდაზმულობაზე. ვიტილიგოს დროს გარუჯვა რეკომენდებული არ არის.
კითხვა: 11 წლის ბიჭს ფეხზე გაუჩნდა პაპილომა. რა იწვევს ამას ამ ასაკში და რა გამოკვლევებია საჭირო?
პასუხი: პაპილომა ვირუსული გენეზისაა, მისი აღმოცენების მიზეზი სწორედ კანზე ვირუსის მოხვედრის შედეგია. აუცილებელია ვიზიტი დერმატოლოგთან.
კითხვა: ვითარდება თუ არა იმუნიტეტი გრიპის გადატანის შემდეგ? თუ ვითარდება, რატომ გვემართება ნაირ-ნაირი გრიპები ყოველ სეზონზე?
პასუხი: გრიპის იმუნიტეტი არამყარი და სპეციფიკურია. რომელიმე ქვეტიპის საწინააღმდეგო ანტისხეული ვერ იცავს სხვა ქვეტიპის მიერ დაინფიცირებისგან. ანტიგენის ცვალებადობა განაპირობებს გრიპის ეპიდემიების სეზონურობას და, ასევე, ყოველწლიურად ერთი ან მეტი ახალი კომპონენტის ჩართვას გრიპის ვაქცინაში.
კითხვა: რამდენიმე წლის წინ გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ვარ B ჰეპატიტის ვირუსმატარებელი, მაგრამ არანაირი მკურნალობა არ დამინიშნეს. მას შემდეგ რამდენჯერმე ჩავიტარე სისხლის ანალიზი და, ჩემდა გასაკვირად, აღარსად გამოჩენილა ეს ჰეპატიტი. გაურკვევლობაში ვარ და ხშირად ეს დეპრესიის მიზეზიც ხდება. დიდი სურვილი მაქვს, რომ ბავშვი ვიყოლიო, მაგრამ, ძალიან მეშინია, რომ მასაც არ გადაედოს ან რაიმე სხვა ნაკლით არ დაიბადოს (37 წლის ვარ), ამიტომ, ამ ჰეპატიტის გამო, შიშისგან ვეღარ ვრისკავ. იქნებ მირჩიოთ რამე.
პასუხი: თუ დედა ინფიცირებულია, ბავშვს დაბადებისთანავე უტარდება ვაქცინაცია, რაც შემდგომ თვეებშიც მეორდება და პატარა სამუდამოდ დაცული იქნება B ჰეპატიტისაგან. უშუალოდ ორსულობისას ნაყოფის დაინფიცირება არ ხდება. რაც შეეხება ასაკს, 35 წლის შემდეგ მართლაც იმატებს ნაყოფის მხრივ პათოლოგიათა რისკი. რაც შეეხება ანალიზს, თუ თქვენ ჩაიტარეთ ვირუსოლოგიური გამოკვლევა და არ აღმოჩნდით ინფიცირებული, აუცილებელია, გაიმეოროთ კვლევა რომელიმე წამყვან დაწესებულებაში, რათა საბოლოოდ დაადგინოთ, ხართ თუ არა ინფიცირებული. უნდა გაგაფრთხილოთ, რომ B ჰეპატიტის ვირუსს სხვადასხვა მარკერი აქვს, ამიტომ, აუცილებელია, კვლევა შეათანხმოთ ექიმთან.
კითხვა: ჩემს 2 წლის გოგონას თვალის ქვემოთ ხშირად უსივდება. მაინტერესებს, რისი ანალიზი უნდა გავუკეთო, ან, თუ საჭიროებს პედიატრის ჩარევას?
პასუხი: დიახ, სჯობს აჩვენოთ პედიატრს, გამოსარიცხია საშარდე გზების პათოლგია.

скачать dle 11.3