კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ განდევნა რუსეთიდან თემურ ლენგი ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატმა

მთავარი დიმიტრი დონელი 1380 წლის 8 სექტემბერს კულიკოვოს ველზე თათართა მხედრობას შეება, რომელსაც მამაი სარდლობდა. ვლადიმირის ღვთისმშობლის წინაშე მხურვალე ლოცვას ამაოდ არ ჩაუვლია, მტერი დამარცხდა.
მთელი 242 წლის განმავლობაში, სანამ ღვთისმშობლის ხატი ვლადიმირში იყო დაბრძანებული, ქალაქი ყვაოდა და მისი დიდების სახელი შორს იყო გავარდნილი. მას შემდეგ, რაც ზეციური დედოფლის ხატი ვლადიმირიდან მოსკოვში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში გადააბრძანეს, მოსკოვის სამთავროს აღმავლობა დაიწყო და ის რუსეთის ყველა სამთავროს წინამძღოლი გახდა.
1395 წელს რუსეთს აღმოსავლეთიდან საშინელი დამპყრობელი თემურ ლენგი შეესია, რომელიც მოსკოვისკენ ცეცხლითა და მახვილით მიიწევდა. მოსკოვის დიდი მთავრის, ვასილი დიმიტრის ძის ბრძანებით, ამ სასტიკი განსაცდელის ჟამს, ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატი მოსკოვში გადაასვენეს. ხატს მოსკოვის კედლებთან აურაცხელი ხალხი მიეგება. ისინი მუხლებზე დაჩოქილნი ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს რუსეთის გადარჩენას ევედრებოდნენ.
მორწმუნე ერის გულმხურვალე ლოცვა არც ამჯერად დარჩენილა შეუსმენელი. ზუსტად იმ დღეს, როდესაც მოსკოველები ხატს ეგებებოდნენ, თავის კარავში მთვლემარე თემურ ლენგს აურაცხელი ანგელოზებით გარშემორტყმული ზეციური დედოფალი გამოეცხადა. ანგელოზებს ხელთ ცეცხლოვანი მახვილები ეპყრათ და მრისხანე სახეებით თემურ ლენგს მიესივნენ... შეძრწუნებულ თემურ ლენგს გამოეღვიძა. მაშინვე თავისი უხუცესები იხმო და ხილვის ახსნა მოსთხოვა. უხუცესებმა აუხსნეს, რომ მან თვით ქრისტიანთა ღმერთის დედა იხილა, რომელიც რუსეთს იცავდა... „ისე, რომ ჩვენ მათ ვერ დავამარცხებთ“, – თქვა თემურ ლენგმა და თავისი ლაშქრით უკუიქცა. გახარებული რუსები ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ჰმადლობდნენ  – „არა ჩვენი ძალებით და მთავართა ძალისხმევით იძლია მტერი, არამედ შენი ძალით, დედაო ღვთისაო“. ამ საოცარი სასწაულის აღსანიშნავად მოსკოვში, კუჩკოვოს ველზე, იმ ადგილას, სადაც მოსკოველები ხატს შეეგებნენ, სრეტენის მამათა მონასტერი აიგო. ვლადიმირში კი სასწაულთმოქმედი ხატის ზუსტი ასლი დააბრძანეს.
ამის შემდეგ ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატმა კვლავაც მრავალგზის იხსნა რუსეთი და მოსკოვი მრავალრიცხოვან მტერთაგან. თათართა ურდოსგან მოსკოვის სამთავროს ხსნა, სწორედ ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატის სახელს უკავშირდება. მისი სასწაულებრივი შეწევნით ღმერთმა რუსეთი, ასევე შვედთა და პოლონელთა ბატონობისგან იხსნა.
ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატს ეპიდემიების, ომებისა და ავადმყოფობების ჟამს მიმართავდნენ და მორწმუნეებს შეწევნაც უმალ მოეცემოდათ ხოლმე.
1547 წელს მოსკოვს მძვინვარე ხანძარი მოედო. მოსახლეობამ ხატის ტაძრიდან გამოტანა მოისურვა, მაგრამ ვერასდიდებით ადგილიდან ვერ დაძრეს. ბევრმა მორწმუნემ საკუთარი თვალით იხილა ზეციური ქალწული, რომელიც ტაძრის გუმბათის ზემოთ ჰაერში იდგა და უფალს ევედრებოდა. მართლაც, მცირე ხნის შემდეგ უფლის რისხვა დაცხრა და ხანძარიც ისე მიინავლა, რომ ტაძრისთვის ვნება არ მიუყენებია... ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატს ევედრებოდნენ მტრის დამარცხებას პოლონელებთან ბრძოლის დროს მინინი და პოჟარსკი.
1812 წელს ფრანგების რუსეთში შემოსევისას, ზეციური ბრძანებით, ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატი ვლადიმირში გადააბრძანეს და ქალაქის გარშემო შემოატარეს. შემდეგ ხატით გაემგზავრნენ მურომს, ხოლო იქიდან კვლავ მოსკოვში დაბრუნდნენ.
ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატი სამართლიანად ითვლება რუსეთის უდიდეს სიწმიდედ და მას რუსეთის მართლმადიდებელი ერი ღირსეულ პატივს მიაგებს.

скачать dle 11.3