კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ისლამის მიხედვით, მეორედ მოსვლის რა ნიშნებს ქმნის ისლამური სახალიფო და რა ბედი ელის კავკასიას, როგორც ტერორისტული სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ვილაიეთს

ტერორისტულმა სახელმწიფომ, იმას გარდა, რომ სირიისა და ერაყის ტერიტორიის ნაწილი მიითვისა, სულ ახლახან კი ეგვიპტესაც დაესხა თავს, რა თქმა უნდა, ტერიტორიის დაკავების მიზნით, თვით კავკასიაც გამოაცხადა თავის ნაწილად, უფრო ზუსტად, კავკასიის ვილაიეთის შექმნის შესახებ განაცხადა. ბუნებრივია, მეც შემიძლია საკუთარი თავის სამყაროს მბრძანებლად გამოცხადება, საქმე ისაა, რამდენად გამომივა. ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ექსპერტ სოსო ზაალიშვილთან შევეცდებით იმის გარკვევას, თუ რას გვიპირებს ახლად გამომცხვარი ისლამური სახალიფო, რას ნიშნავს კავკასიის ვილაიეთი და აქვთ თუ არა ტერორისტებს იმის ძალა, რომ ეს ტერიტორია დაიკავონ და ვისი მეშვეობით.

 

– ენა ყველაფერს იტყვის. მაგრამ, რამდენად რეალურია კავკასიის ვილაიეთის შექმნა და რას ნიშნავს ეს?
– საფრთხეები რეალურია. მოგეხსენებათ, ისლამური სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში  100-დან 300-მდე საქართველოს მოქალაქეა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2014 წლის ანგარიშშია ნათქვამი. თუმცა, სხვადასხვა წყაროებით, მათი რიცხვი ბევრად მეტია, კერძოდ, 700-დან 1 000-მდე საქართველოს მოქალაქე იბრძვის ისლამური სახელმწიფოს რიგებში. იმავე ანგარიშში, ასევე, საუბარია იმაზე, რომ საქართველო ტერორისტებისთვის არის ტრანზიტული ქვეყანა. აქედან გამომდინარე, როდესაც კავკასიის იმარატის, ანუ ტერორისტული დაჯგუფების, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე მოქმედებს: დაღესტანი, ჩეჩნეთი, ინგუშეთი, ყაბარდო-ბალყარეთი – 15 000-მა მებრძოლმა დაუდო ხალიფატს ერთგულების ფიცი...
– და ეს 15 000 ადამიანი იმყოფება რუსეთის ტერიტორიაზე, იმ ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკებში, რომლებიც ახლა ჩამოთვალეთ?
– დიახ და, წარმოიდგინეთ, როდესაც მოჯაჰედებს თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით, ესე იგი, მათ შეუძლიათ გადაადგილება სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით.
– რას ნიშნავს ისლამურ სახალიფოსთან კავკასიის შეერთება?
– ეს ნიშნავს, რომ სახალიფოს ხელმძღვანელობა ამ ტერიტორიის მართვას აპირებს სახალიფოს კანონებით. რა კანონებია ეს? სახალიფოში მოქმედებს ერთადერთი კანონი – შარიათის კანონი. მოგეხსენებათ, შარიათი აგვარებს ურთიერთობებს ისლამურ საზოგადოებაში; ის არის სისხლის სამართლის კოდექსი, სამოქალაქო კოდექსი და მართვის სისტემა. რუსეთს ჩრდილო კავკასიაში ჩამოყალიბებული აქვს თავისი მართვის ერთეულები, რაც, რა თქმა უნდა, კონფლიქტში მოდის სახალიფოს ინტერესებთან ამ ტერიტორიაზე და ის ეცდება ამ ტერიტორიაზე შარიათის კანონების დამკვიდრებას. თუ როგორ ამყარებს ისლამური სახელმწიფო შარიათის კანონებს სხვადასხვა ტერიტორიაზე, კარგადაა ცნობილი იმ მოვლენებით, რომლებსაც  4 წელია, ვაკვირდებით ახლო აღმოსავლეთში. მაგრამ 4 წლის წინათ არ იყო საუბარი ისლამურ სახალიფოზე, ამაზე ოფიციალურად არ ლაპარაკობდნენ არც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, არც ევროკავშირისა და არც „ნატოს“ ექსპერტები, თუმცა მრავალი ექსპერტი როგორც ევროპაში, ისე ამერიკაში, ამბობდა, რომ ის მოვლენები, რომლებიც ხდება ახლო აღმოსავლეთში, სწორედ ერთიანი ისლამური სახელმწიფოს ჩამოყალიბებას უწყობდა ხელს. ეს ეხებოდა ლიბიასა და ტუნისში მომხდარ გადატრიალებებს, თავის დროზე ეგვიპტეში მომხდარ გადატრიალებას, როდესაც მურსი ეგრეთ წოდებული დემოკრატიული არჩევნებით მოვიდა ხელისუფლებაში, სინამდვილეში კი ეს ადამიანი ტერორისტი იყო და ის გასამართლებულია როგორც ტერორისტი. სხვათა შორის, მას მაშინ აშკარად უჭერდა მხარს აშშ-ის მაშინდელი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, ისევე, როგორც ლიბიაში მიმდინარე პროცესებშიც აშკარად იყო ჩართული ამერიკის შეერთებული შტატები. ისინი აფინანსებდნენ ალქაედას მებრძოლთა ნაწილს, რომლებმაც დაამხეს კადაფი და შემდეგ ფიზიკურადაც გაანადგურეს, ამის შესახებ ამერიკული პრესაც წერს. ისიც, რომ ლიბიაც შეუერთდა ისლამურ სახელმწიფოს, ანუ ისინი გეოგრაფიულად ფართოვდებიან, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ადამიანებს აქვთ თავიანთი მიზანი და ცდილობენ, მიაღწიონ მას: ტერორსა და შიშზე დაფუძნებული საზოგადოების აშენებას. რამდენიმე დღის წინათ 74 ბავშვი დახოცეს ერაყის ტერიტორიაზე მხოლოდ იმიტომ, რომ მათ არ დაიცვეს რამადანი, ანუ ისლამური მარხვა. ჩვენ ვიცით, რა დღეში ჩაყარეს მათ ქრისტიანები, რომლებმაც უარი თქვეს ისლამური გადასახადის გადახდასა და რელიგიის შეცვლაზე: ფიზიკურად გაანადგურეს. საქართველოსაც ეს ემუქრება, თუ დაიწყება ტერორისტების გადაადგილება სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით, გამომდინარე რუსეთის განწყობიდან ამ ტერორისტული სახელმწიფოსადმი. ჩვენ ვიცით, რუსეთის პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომ რუსეთს ერთადერთი მტერი ჰყავს – ეს არის ისლამური სახელმწიფო და გააკეთებს ყველაფერს მისი გავლენისგან თავის დასაღწევად. ამდენად, გასაგებია, რომ საქართველო აუცილებლად იქნება ჩართული ამ პროცესში.
– ამბობთ, რომ, არაოფიციალური მონაცემებით, საქართველოს 700-დან 1 000-მდე მოქალაქე იმყოფება ისლამური სახალიფოს ტერიტორიაზე, თუმცა, როგორც ვიცი, პირიქით, მათი რაოდენობა ბოლო დროს შემცირდა, მაქსიმუმ 100-მდე…
– ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ 100-დან 300-მდეა.
– იყოს 300, მაგრამ ჩვენს მკითხველს რომ არ დარჩეს შთაბეჭდილება, თითქოსდა საქართველოა ტერორისტების ძიირთადი წყარო, სხვა ქვეყნებიდან რამდენი ტერორისტია იქ როგორც ოფიციალურად, ისე არაოფიციალურად?
– გერმანიიდან 3 000-მდე მოჯაჰედია; 1 750-მა მებრძოლმა საფრანგეთიდან, რომლებიც ისლამური სახალიფოს რიგებში იბრძვიან, თქვეს, რომ მზად არიან, უკან დაბრუნდნენ და საფრანგეთში მოახდინონ ტერორისტული აქტები. ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლები მოქმედებენ ევროკავშირის ქვეყნებში, აგრეთვე, ამერიკის შეერთებულ შტატებში. მათ ამ ქვეყნებში გახსნილი აქვთ მოსამზადებელი ცენტრები და ამაზე ხშირად წერენ ამერიკის კონსერვატიული პრესის წარმომადგენლები. ეს ბაზები მექსიკის საზღვართანაა გახსნილი მექსიკური ნარკოკარტელების ფულითა და იარაღით. ჩვენ ვიცით, რომ ამერიკაში ორი თვის წინ გაანადგურეს ორი ტერორისტი, რომლებიც მიეკუთვნებოდნენ ისლამურ სახალიფოს და რომლებმაც შეტევა მიიტანეს მუჰამედის კარიკატურების გამოფენაზე. რაც მოწმობს, რომ დასავლეთის ქვეყნებშიც არიან ტერორისტები, მაგრამ, ისმის კითხვა: რატომ მოხვდა საქართველო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში? პრობლემის სირთულე ისაა, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ისლამურ სახალიფოს ხალხი ყველა კონტინენტიდან უერთდება, საქართველოს აქვს სხვა პრობლემა – მისი პრობლემაა კორუმპირებული ძალისმიერი სტრუქტურები, რომლებსაც მჭიდრო კავშირი აქვთ ჯიჰადისტებთან ჯერ კიდევ სააკაშვილის დროიდან მოყოლებული. როდესაც მან რუსეთთან 2008 წლის სამხედრო დაპირისპირების შემდეგ, გადაწყვიტა ჩეჩენი მოჯაჰედების მომზადება საქართველოში, მათ გამოუყო სამხედრო ბაზა.
– ამის საბუთები არის დადასტურებული?
– ცნობილია ყველასთვის… მათ ამზადებდნენ იმისთვის, რომ გამოეყენებინათ რუსეთთან სავარაუდო ომში, თუ ასეთი იქნებოდა. შემდეგ დაიწყო ეგრეთ წოდებული „არაბული გაზაფხული” და მოჯაჰედებმა დაიწყეს გადაადგილება პრაქტიკის გასავლელად სირიაში. რატომ ვამბობ, რომ უფრო მეტი მოჯაჰედია საქართველოდან, ვიდრე ეს ოფიციალურადაა ცნობილი?! იქ, აგრეთვე, არიან ჩეჩენი დევნილებიც, რომლებსაც მიშა სააკაშვილმა მისცა პოლიტიკური თავშესაფარი და ბევრმა საქართველოს მოქალაქეობაც მიიღო. ჩეჩნები, რომლებიც ჯიჰადში იღებდნენ მონაწილეობას კავკასიაში, აქედან წავიდნენ საომრად. ამის ნათელი მაგალითია ახმედ ჩატაევი. მას აქ ჰქონდა დევნილის სტატუსი, იგი იყო ერთ-ერთი მომლაპარაკებელი ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციის ჩატარებამდე. ის დააკავეს, შემდეგ გაათავისუფლეს, მან მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი ავსტრიაში და ავსტრიიდან ის მოხვდა ისლამურ სახელმწიფოში საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე. აღარაფერს ვამბობ თარხან ბათირაშვილზე, ომარ ალ შიშანზე, რომლის სამხედრო ფორმირება გამოირჩევა განსაკუთრებული სისასტიკით. კიდევ ერთი – გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია ეგვიპტურ დაზვერვაზე დაყრდნობით. მოგეხსენებათ, რომ ბედუინებით დასახლებული სინას ნახევარკუნძული, რომელიც, თავის დროზე, ისრაელმა სამართავად გადასცა ეგვიპტეს, ისლამურმა სახალიფომ გამოაცხადა თავის ვილაიეთად და იქ მიდის ომი. ეგვიპტის 7 ბაზაზე მიიტანეს იერიში და დაახლოებით 300 ეგვიპტელი სამხედროა დაღუპული. ამასთან დაკავშირებით ეგვიპტის დაზვერვამ განაცხადა, რომ ისლამური სახელმწიფოს რიგებში მებრძოლებს, დაახლოებით 10 000 ადამიანს, თურქეთის სახელმწიფომ მისცა თავისი მოქალაქეობა.
– რატომ ვერ ამჩნევს ვერავინ თურქეთის სატრანზიტო ფუნქციას და რატომ გადაგვაყოლეს ამ ერთ თარხან ბათირაშვილს, რაც უნდა სასტიკი იყოს ის?
– თურქეთი არის „ნატოს“ წევრი ქვეყანა და, იმ შემთხვევში, თუ ევროპა და დასავლეთი აღიარებს, რომ თურქეთი მხარს უჭერს ისლამურ სახელმწიფოს, უნდა დაისვას მისი „ნატოდან“ გარიცხვისა და ევროინტეგრაციიდან ჩამოშორების საკითხი.
– მაგრამ, თუ მართლაც უჭერს მხარს?!
– თუ ის მოხდა, რაც ზემოთ ვთქვი, მაშინ თურქეთი აშკარად დაუჭერს მხარს ისლამურ სახელმწიფოს, თურქეთში კი განლაგებულია „ნატოს“ სარადარო სისტემა, რომელიც მთლიანად ფარავს ახლო აღმოსავლეთსა და რუსეთის ნაწილს, მათ შორის, ჩრდილო კავკასიას. წარმოიდგინეთ, ეს სისტემა რომ ხელში ჩაუვარდეს ისლამურ სახელმწიფოს?! ამიტომ „ნატო“ თურქეთზე თვალს ხუჭავს. რაც შეეხება იმას, თუ რატომ საქართველო? სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება, ძალოვანი სისტემა მართლაცაა დაკომპლექტებული სააკაშვილისდროინდელი კორუმპირებული კადრებით და, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არც „ნატოს“ წევრი ქვეყანა ვართ და ევროინტეგრაციაც ფერხდება ქვეყნის შიგნით არსებული ეკონომიკური პრობლემების გამო, ყველაზე დაბალ ღობედ მოინახა საქართველო.
– თქვენ ჩამონათვალში არ გიხსენებიათ, არც წყაროდ და არც ტრანზიტად, რუსეთი. რუსეთის რამდენი მოქალაქეა ისლამური სახალიფოს რიგებში?
– ბოლო მონაცემებით, დაახლოებით, 8 000 რუსეთის მოქალაქეა. გეტყვით, რა არის მთავარი პრობლემა: ჩვენ მეორედ მოსვლის ჩვენი ნიშნები გვაქვს, მუსლიმანებს – თავიანთი. ყურანის თანახმად, მეორედ მოსვლამდე ომი უნდა დაიწყოს შამაში, სირიის ტერიტორიაზე, რასაც უნდა მოჰყვეს გაერთიანებული მუსლიმანების მიერ სირიის ტერიტორიის გათავისუფლება კაფირებისგან. კაფირებში იგულისხმებიან შიიტები და აბრაამის რელიგიის წარმომადგენლები, რომლებმაც ისლამი არ მიიღეს, ანუ ქრისტიანები და იუდეველები. მოგეხსენებათ, სირიაში ცხოვრობენ შიიტები; როდესაც მათგან გათავისუფლდება სირიის ტერიტორია, ამის შემდეგ იერიში უნდა მიიტანონ იერუსალიმზე და ბაღდადი უნდა გამოცხადდეს სახალიფოს დედაქალაქად. სწორედ ბაღდადიდან, ხალიფამ უნდა მოუწოდოს ყველა მუსლიმანს, მოემზადოს მეორედ მოსვლისთვის. ამის შემდეგ უნდა გამოჩნდეს მეცამეტე წინასწარმეტყველი და იწყება მეორედ მოსვლა ყურანის მიხედვით.
– დაწყებულა მათი მეორედ მოსვლა და ესაა.
– ფაქტია, რომ შამაში, ანუ სირიაში, მიდის ომი და სახალიფო მოუწოდებს მუსლიმანებს, ჩავიდნენ იქ საბრძოლველად. კავკასიელი მოჯაჰედების დიდი ნაწილი არ მიდიოდა სირიაში საომრად, ისინი ამბობდნენ, ჩვენ 1994 წლიდან ვებრძვით აქ რუსებს და, პირიქით, ჩვენ უნდა დაგვეხმაროთო. ახლა სახალიფომ შეცვალა პოზიცია და მიიღეს ასეთი კურთხევა: ყველა მუსლიმანს აქვს უფლება, ჯიჰადი აწარმოოს იქ, სადაც ცხოვრობს და ეს ჩაეთვლება კაფირებისგან შამას გათავისუფლებად, ანუ, რუსეთშიც რომ იომონ, ეს სირიაში ომად ჩაეთვლებათ.

скачать dle 11.3