კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
იანვარი 2020 (98)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)

„ფულები არის ჩემი გამხარებელი“

მართალია, სახელდობრ, ჩვენ „დე ჟავუ“ გვაქვს, იმ მარტივი მიზეზით, რომ, რასაც ახლა ოდესიის გუბერნატორი სჩადის უკრაინაში (პირდაპირ ეთერებში ოპონენტების შეურაცხყოფით დაწყებული და ველოსიპედით სახალხოდ სეირნობით დამთავრებული), უკვე ნანახი გვაქვს, რიგითი უკრაინელები კი პირველი შთაბეჭდილების ტყვეობაში არიან. ვერც გაამტყუნებ – უცხო ხილიც სა-უცხო-ოა და ახალი, ეგზოტიკური ცოცხიც კარგად თუ არა, სხვანაირ-ახლებურად გვის.
შესაბამისად, შევიტყვეთ, რომ ოდესის ოლქის ახალ პოლიციას კალიფორნიელები გაწვრთნიან. ოდესის ოლქს გუბერნატორის ოფიციალური საიტი იუწყება, რომ გუბერნატორი სააკაშვილი უკრაინაში თვით აშშ-ის ელჩთან გაარკვევს ამ საქმის დეტალებს.
უფრო მეტიც, აშშ ოდესელ ჩინოვნიკებს დამატებით თანხებსაც გამოუყოფს (იმიტომ რომ, უკვდავია პათოსი: „ფულები არის ჩემი გამხარებელი“?! – ). თავად გუბერნატორი ამ აქტს შემდეგნაირად განმარტავს ოფიციალურად: „ანტიკორუფციული ზეწოლის განეიტრალების კონტექსტში აშშ გამოყოფს თანხას მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეების სახელფასო დანამატებისთვის.“
ერთი სიტყვით, ყველაფერს თავისი ფასი აქვს, თუმცა ჯერჯერობით არ ვიცით, იქ რა ფასს დაიდებენ, რადგან, მართალია, მწერალი გვასწავლის – „სამშობლოს თუ გაყიდი, კაი ფასი დაადე, არ გააპუსტიაკოო“, მაგრამ აი, იმას კი აღარ აკონკრეტებს, სხვის სამშობლოსთან მიმართებაში როგორაა საქმე, რომ არ „გაპუსტიაკდე“?!

скачать dle 11.3