კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პროვოკაცია პროვოკაციის წილ

ისე მოხდა, რომ ქართველმა გულშემატკივრებმა, უფრო ზუსტად, პროვოკატორებმა, ქართველ და აზერბაიჯანელ ფეხბურთელთა მატჩზე, ჯერ ერთი, ბანერები გამოამზეურეს, რომელთა პათოსიც იყო, რომ გვახსოვს კახი და, ზაქათალა, ხოლო შემდეგ – საერთოდაც, აზერბაიჯანის სახელმწიფო დროშა დაწვეს და თუმცა ამის გამო პრემიერ-მინისტრმაც მოიხადა ბოდიში (ჩვენც, მოკვდავმა მოქალაქეებმაც) და იმასაც დაგვპირდნენ, რომ საქმეს გამოიძიებდნენ, ფაქტია, რომ დაპირება დაპირებად დარჩა.
შესაბამისად, აწ უკვე იმავე საფეხბურთო გუნდების მიერ აზერაბიჯანში ჩატარებული მატჩის მსვლელობისას აზერაბიჯანელმა გულშემატკივრებმა, უფრო ზუსტად, პროვოკატორებმა, საპასუხო ბანერები გამოფინეს, პათოსით, ბოლნისი და მარნეული აზერბაიჯანია და, ბუნებრივია, მატჩის შემდეგ საქართველოს სახელმწიფო დროშაც დაწვეს. –
ყველაზე საინტერესო ისაა, რომ საქართველოს მოქალაქეების ნაწილი ფრიად აღაშფოთა აზერბაიჯანელთა ამ ქმედებამ, პათოსით: როგორ გაგვიბედეს-გვაკადრესო.
თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენ დავიწყეთ, სავსებით ლოგიკურად იბადება კითხვა: გამაღიზიანებელი ბანერების გამოფენა და სხვა სახელმწიფოს დროშის დაწვა ვინმეს ჩვენი ექსკლუზივი ჰგონია?!  იმას გარდა, რომ სავსებით ნათელია: ვინც შეურაცხყოფს აზერაბიჯანის დროშას, ის შეურაცხყოფს საქართველოს და, პირიქით, ვინც შეურაცხყოფს საქარველოს დროშას, შეურაცხყოფს აზერბაიჯანს! და ისიც, რომ მავანს ძალიან სურს ჩვენი მეორედ შეყვანა იმ მდინარეში, რომელსაც ერთხელ – დიდი დანაკარგებით – დავაღწიეთ თავი!

скачать dle 11.3