კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სული ტკბილია

თუმცა სანქციების საპასუხოდ რფ-ის ხელისუფლებამ დასავლურ პროდუქციას ემბარგო დაადო, თავის მოქალაქეებს კი იმ ქვეყნებში მოგზაურობა აუკრძალა, რომელთა ძალოვნებსაც აშშ-სთან თანამშრომლობის შეთანხმება აქვთ გაფორმებული (მოტივით: ყველას დაგხვრეტენ ან ჩამოგახრჩობენო), აღმოჩნდა, რომ დასავლეთის ყველას არ ეშინია.
ასე მაგალითად, ჩვენი და უკრაინელი სეპარატისტების მეგობარმა მომღერალმა და დეპუტატმა იოსიფ კობზონმა, არც აცია, არც აცხელა, ისე განაცხადა (მომყავს ციტატა): „თუ ექიმები გამიწევენ რეკომენდაციას, ოპერაცია ჩავიტარო ქვეყანაში, რომელმაც სანქციები გამოგვიცხადა, ვფიქრობ, მივმართავ პრეზიდენტს და მე ის დამეხმარება (ვინაიდან სული ტკბილია).“
თუ გავითვალისწინებთ, რომ ზემოხსენებული კობზონის (სოხუმიც მოუვლია, ყირიმიც და დონეცკსა და ლუგანსკსაც თანაუგრძნობს) სადეპუტატო შემოსავალი თვეში 400 000 რუბლი, ანუ 7 000 აშშ დოლარია, შეღავათების პარალელურად, მათ შორის, ჯანდაცვის ხარჯის გათვალისწინებით, როგორც ჩანს, უცხოეთში წასვლა გუმანში იმიტომაც აქვს, რომ ადგილობრივ, ანუ რუსულ მედიცინას არ ენდობა. თუმცა, მეორე მხრივ,  სრულიად გაუგებარია, როგორ მიენდობა მტარვალ დასავლელ ექიმებს?!
მაგრამ, თუ ბებია ოლღას დავესესხებით, მეფემ სამი დღის სიცოცხლისთვის ცოცხალი ლეკვი შეჭამაო და, გავიხსენებთ, რომ ბ-ნი კობზონი მხოლოდ დეპუტატია, რაკი სანქციებსაც არად აგდებს, იბადება კითხვა: სიცოცხლის გადასარჩენად სეპარატისტების აღიარების უკან გამოხმობას თუ დაუჭერდა მხარს?!

скачать dle 11.3