კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ფიქრობდნენ ძიუდოს პროფესიონალები, რომ ადამ ოქრუაშვილისთვის სპორტი დამთავრდა, როგორ იბრძოლა მან გამარჯვებისთვის და რის ფასად მოიპოვა ოქროს მედალი

ადამ ოქრუაშვილი: ჭიდაობის მომენტში ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაზე არც კი ვფიქრობდი. ვიცოდი, რომ უნდა მომეგო ყველა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას ვიღებდი – ამას ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. შეხვედრების მოგების შედეგად გავედი ფინალში და მოვიგე. ყველაზე განსაკუთრებული შეგრძნება კი მაშინ დამეუფლა, როცა გავაცნობიერე, რომ თამაშების გამარჯვებული გავხდი.
– აქამდე რა ეტაპები გაიარეთ და რა იქნება თქვენი მომდევნო ნაბიჯი?
– მომდევნო ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატია, რომელიც აგვისტოს ბოლოს ყაზახეთში ჩატარდება, აქამდე კი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი ის იყო, რომ დეკემბერში ფეხზე ტრავმა მივიღე. არც ვარჯიში და არც გადაადგილება არ შემეძლო. ამის გამო საკმაოდ მოვიმატე წონაში და ფორმიდან ამოვვარდი. რეაბილიტაციის პროცესი ცოტა გართულდა. ექიმებმა დიდი დრო და ენერგია ჩადეს ამ ყველაფერში. ამ მდგომარეობას ემატებოდა ის, რომ გულშემატკივრებმა იმედი დაკარგეს – ამბობდნენ, რომ აღარაფერი გამოვიდოდა. ყველას საკუთარი აზრი აქვს, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მტკივნეული ის იყო, რომ ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებიც ამ აზრზე იყვნენ, ანუ,  ფიქრობდნენ, რომ ჩემთვის სპორტი დამთავრდა, რადგან ვეღარ ვვარჯიშობდი. მე კი, უბრალოდ, ვფიქრობდი, რომ ეს იყო ტრავმა, რომელიც მორჩებოდა, რის შემდეგაც  ჩვეულებრივად დავიწყებდი ვარჯიშს და აუცილებლად მივაღწევდი სასურველ შედეგს. ასეც მოხდა.
– რეაბილიტაციის პერიოდი რთული იყო?
– რეაბილიტაცია სერიოზულად რთული იყო. სიმართლე რომ ვთქვა, ფორმაში ჩადგომა ბოლო ერთ თვეში მოვახერხე. მანამდე, ძირითადად, რეაბილიტაციის კურსებს გავდიოდი. წონის კლებაც ამ ერთ თვეში მოვახერხე და, როგორც ჩანს, ყველაფერი გამოვიდა.
– ტრავმის მიუხედავად, გაიმარჯვეთ და, მათ, ვისაც ამაში ეჭვი ეპარებოდა, საპირისპირო დაუმტკიცეთ. ეს, ალბათ, განსაკუთრებით სასიხარულოა, არა?
– მე ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს შედეგი მექნებოდა. არავისთვის არაფერი დამიმტკიცებია, უბრალოდ, ჩემი საქმე გავაკეთე ჩემი ქვეყნისთვის და ქართველი ხალხისთვის. ალბათ, ის ადამიანებიც მიხვდებიან, რომ ცდებოდნენ, თუმცა, კიდევ ვიმეორებ, არ მიფიქრია, რომ ვინმეს რამე უნდა დავუმტკიცო. უბრალოდ, ჩემი თავის მიმართ მაქვს მოთხოვნა, რომ უფრო მეტი გავაკეთო.
– რა იყო პირველი წარმატება, რომლის შემდეგაც მიხვდით, რომ ეს გზა უნდა აგერჩიათ?
– ძიუდო სპორტის ცოტა განსხვავებული სფეროა და მისი არჩევა ნაკლებად ხდება. როდესაც ოჯახში ბავშვი იზრდება, მას ეტყობა, მოჭიდავე გამოვა თუ სპორტის სხვა სახეობის წარმომადგენელი. მამაჩემი მოჭიდავე იყო და, აქედან გამომიდინარე, მეც მომიწია ამ სფეროში მოღვაწეობა. მოხვდე ამ სფეროში და მერე თავი დაანებო მას, წარმოუდგენელია. თუ დაიწყებ, სულ ჩართული უნდა იყო. გადაწყვეტილება, რომ ძიუდოისტი უნდა გამოვსულიყავი, მე არ მიმიღია, ეს თავისთავად მოხდა. ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი მამაა. ის ყველაზე დიდი პატრიოტია, ვისაც ვიცნობ და ვის შესახებაც გამიგია. ძალიან უყვარს სპორტი და, ამ სფეროში შვილის წარმატება, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად უხარია. ბოლო პერიოდში ვერცერთ შედეგზე ვერ გავდიოდი და ვერცერთი მედალი ვერ ავიღე, რაც მისთვის სრული შოკი იყო. თან, ისეთ სპორტსმენებთან ვაგებდი, რომ, ვერც კი ვიფიქრებდი, თუ მათთან შეიძლებოდა მეთამაშა. დღეს, ამ გამარჯვების გამო, ის ძალიან გახარებულია, მე კი ორმაგად მიხარია, რომ მამაჩემი გავახარე. მყავს ძმა, რომელიც ჩემთან ერთად ვარჯიშობს და მაღალი მწვერვალებისთვის ვემზადებით. ვნახოთ, რა იქნება.
– პირად ცხოვრებაში რა ხდება? როგორც ვიცი, დაქორწინებული არ ხართ.
– დაქორწინებული არ ვარ და ჯერჯერობით მსგავს რამეს არ ვფიქრობ, რადგან საამისო არაფერი ხდება ჩემს ცხოვრებაში. ახლა მთლიანად სპორტზე ვარ გადართული.
– გოგონა სპორტსმენი უნდა იყოს, რომ თქვენი ყურადღება მიიქციოს?
– სასურველია, რომ სპორტსმენი იყოს. მინიმუმ – სპორტული წესით უნდა ცხოვრობდეს. ჩემი აზრით, რთული იქნება ისეთ ადამიანთან ურთიერთობა, რომელსაც არანაირი შეხება არ აქვს სპორტის არცერთ სფეროსთან.
– თქვენი ფიზიკური მონაცემები, ალბათ, ბავშვობიდან გამოგარჩევდათ თანატოლებისგან და ამის გამო, თანატოლებში ხელშეუხებელი ლიდერი იქნებოდით, არა?
– სიმართლე გითხრათ, კონფლიქტური და განსაკუთრებულად ცელქი ბავშვი არასდროს ვყოფილვარ, ჩხუბებიც არ მქონია. ძალიან მეგობრული ვიყავი. თუმცა, ფიზიკურად მართლა ყოველთვის გამოვირჩეოდი. უკვე ზრდასრულ ასაკშიც არ მქონია ჩხუბი. საქართველოში ვცხოვრობთ და, ცოტა რთულად წარმოსადგენია, რომ ადამიანს ჩხუბი არ მოგივიდეს, მაგრამ, სიმართლეს ვამბობ, მართლა არაფერი მახსენდება და, ალბათ, იმიტომ, რომ ვფიქრობ – ჩხუბი არაა ადამიანთან ურთიერთობის გადამწყვეტი ფორმა.
– მიზნად ქცეული ოცნება თუ გაქვთ?
– ადრე ძალიან ბევრი ოცნება და სურვილი მქონდა, ახლა კი არცერთი მათგანი აღარ არსებობს. ჩემს თავსა და გულში მხოლოდ ერთი აზრია –  რაც შეიძლება დიდხანს ვიყო სპორტში,  რაც შეიძლება ბევრჯერ გავახარო გულშემატკივრები ჩემი წარმატებებით და ქართული დროშითა და ქართული ჰიმნით ხშირად ვიამაყოთ შეჯიბრებებზე.

скачать dle 11.3