კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრძნული აზრები

სოკრატე: უნდა ჭამო, რომ იცხოვრო და არა იცხოვრო, რომ ჭამო.
იბსენი: შიში, როდესაც საშიშია, ყველას ერევა.
ლაფონტენი: მოთმინება და დრო უფრო მეტს იძლევა, ვიდრე ძალა და ვნება.
ტორო: ჭეშმარიტება გაშმაგებით არასოდეს ებრძვის ბოროტებას. მისი სიცხადე, სიაშკარავე და შინაგანი ძლიერება ყველაზე მეტად ამარცხებს ბოროტებას.
მერიმე: დღეს ადამიანობაა, თუ უმოწყალო ხარ, ხოლო უმოწყალობაა, თუ ადამიანობას ირჩევ.
ოთარ ჭილაძე: სიტყვის დასანახად ხალხი მაღლა უნდა აახედო.
ნაპოლეონი: საზოგადოება ვერ იარსებებს ქონებრივი უთანასწორობის გარეშე, ხოლო უთანასწორობა – რელიგიის გარეშე. ყოველგვარი უთანხმოება მხოლოდ რელიგიით შეიძლება, დაბალანსდეს.
ლემერი: მტერთა შორის ჩვენი ყველაზე საშიში მტერი ის არის, ვინც გვიმტკიცებს, ვითომ ჩვენთვის იღვწის.
პარკერი: წყალში მარტო შენს სახეს დაინახავ, ღვინოში – სხვის გულსაც.
ნაზონი: საუკეთესო ის ცხოვრებაა, როცა არ აკეთებ იმას, რასაც სხვაში გმობ.
რუსო: ადამიანები იმიტომ კი არ ცდებიან, რომ არ იციან, არამედ იმიტომ, რომ ჰგონიათ, ვიცითო.
ეპიქტეტე: ათასში ერთხელ ხდება, როცა სინანულს გამოხატავ ნათქვამის გამო, მაგრამ, საეჭვოა, ერთხელ მაინც ინანო, რომ გაჩუმება ამჯობინე.
ლაიბნიცი: ხალხს ნაკლოვანებები ისე არ სძულს, როგორც სისუსტე და უბედურება.
პურანა: ეცადე, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა გქონდეს. თუ შეგიძლია დაიჯერო, რომ ცუდი ხარ, იცოდე, უკვე ისაა ცუდი, რომ ამის დაჯერება არ გინდა.
ჰაინე: აზრი უხილავი ბუნებაა, ბუნება კი უხილავი აზრია.
ჩენ ძიანი: ვინც მომავალისკენ იხედება, აწმყოს უკეთესად ხედავს.
ერენბურგი: ბარბაროსები მზად არიან, ამოხოცონ კაცობრიობის მომავალი იმიტომ, რომ ეს მათი მომავალი არ არის.
სოლომონი: გონიერზე საყვედური უფრო ძლიერ მოქმედებს, ვიდრე უგუნურზე ასი დარტყმა.
ლაბულე: სიკვდილი საშიში არაა, რადგან, როცა ის არსებობს, ჩვენ აღარ ვართ, ხოლო როცა ჩვენ ვარსებობთ, ის არ არის.
ჰეგელი: შეეცადე, შეასრულო შენი ვალი და გაიგებ საკუთარი თავის ფასს.
როკფელერი: ჩვენ ყველანი ერთი ცის ქვეშ ვცხოვრობთ, მაგრამ თითოეულად.
მაკარენკო: ასწავლო ადამიანს, ბედნიერი იყოს, არ შეიძლება, მაგრამ აღზარდო ისე, რომ ბედნიერი გახდეს, შეიძლება.
ემერსონი: ყოველი ადამიანი, რომელთანაც ურთიერთობა მაქვს, რაღაცით მაინც მჯობია და მზად ვარ, ვისწავლო მათგან.
როლანი: ჯანმრთელობა ისევე გადამდებია, როგორც ავადმყოფობა.
ბოვუარი: ფსიქოანალიტიკოსები მამაკაცს ადამიანს უწოდებენ, ქალს კი – მდედრს. ყოველთვის, როცა ქალი ადამიანურად იქცევა, ისინი ამბობენ, მამაკაცს ჰგავსო.

скачать dle 11.3