კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: დასაქმებული ვარ ერთ-ერთ კერძო კომპანიაში, სადაც მაქვს საათობრივი ანაზღაურება. ხელშეკრულების თანახმად, სამსახურში უნდა ვიმყოფებოდე და ვასრულებდე სამუშაოს დილის 9 საათიდან 2 საათამდე. რამდენიმე დღის წინ დირექტორმა მაცნობა, რომ იცვლებოდა სამუშაო გრაფიკი – სამსახური დაიწყებოდა 9 საათის ნაცვლად 10 საათზე და დასრულდებოდა 3 საათზე, ხელფასში ცვლილებების გარეშე, რაც ჩემთვის პრობლემას წარმოადგენს, რადგან 3 საათზე სხვა სამსახურში ვარ დაკავებული. მაინტერესებს, წარმოადგენს თუ არა აღნიშნული გარემოება შრომითი ხელშეკრულების დარღვევას და რა შანსები მაქვს, რომ მივმართო სასამართლოს?
პასუხი: გაცნობებთ, რომ შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლად არ მიიჩნევა  სამუშაოს დაწყების ან დამთავრების დროის ცვლილება, არაუმეტეს 90 წუთისა. შესაბამისად, სასამართლოში მიმართვის შემთხვევაში, თქვენი შანსები მცირეა.
კითხვა: ჩემს საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებების დარღვევა და გამოიტანა გადაწყვეტილება. მე ვფიქრობდი, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას ავტომატურ რეჟიმში უნდა მოჰყოლოდა საქართველოში გამოტანილი უკანონო განაჩენის შეცვლა. მოლოდინის რეჟიმში, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანიდან გავიდა ორ წელზე მეტი, მაგრამ საქართველოში გამოტანილი უკანონო განაჩენი არ შეცვლილა. ამის შემდეგ მივმართე საქართველოს სასამართლოს, მაგრამ უარი მითხრეს განაჩენის შეცვლაზე ვადის გასვლის მოტივით. კანონიერია თუ არა ამ შემთხვევაში ქართული სასამართლოს მოქმედება?                                                                                                 
პასუხი: განგიმარტავთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებას და განაჩენის გადასინჯვის საფუძველია. თუმცა, იმისათვის, რომ მოხდეს განაჩენის გადასინჯვა მითითებული საფუძვლით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის  მოთხოვნით უნდა მიგემართათ სააპელაციო სასამართლოსათვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 წლის ვადაში.
კითხვა: ნაფიცი მსაჯულების მიმართ განხორციელებული მუქარის გამო შეშინებულმა მსაჯულებმა მიიღეს აშკარად უკანონო გადაწყვეტილება და ბრალდებულის მიმართ გამოიტანეს გამამტყუნებელი განაჩენი. პროცესზე აშკარად გამოიკვეთა, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების დიდი ნაწილი დაუშვებლად იყო ცნობილი და თითქმის არ იყო დარჩენილი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა პირის დანაშაულს. სასამართლოს დასრულებიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, ერთ-ერთი ნაფიცი მსაჯულის განცხადებით, მას ერთ-ერთი ნაცნობი პოლიციელის პირით შეუთვალეს, მომავალში რომ სერიოზული პრობლემები შეექმნებოდათ, თუ ამ ბრალდებულს გაამართლებდნენ. როგორ უნდა მოვიქცეთ ამ შემთხვევაში და რა შეიძლება ეშველოს უკანონოდ მსჯავრდებულ ადამიანს? 
პასუხი: მოცემულ შემთხვევაში აუცილებელია, მიმართოთ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ დაიწყოს გამოძიება ნაფიცი მსაჯულის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ეს მუქარა წამოსული. თუ გამოძიება დაადგენს, რომ ჩადენილია ნაფიცი მსაჯულის მიმართ დანაშაული მუქარის სახით, ხოლო შემდეგ მუქარის განმახორციელებელი პირის მიმართ სასამართლო გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს, ეს იქნება ახლად გამოვლენილი გარემოება, რომელიც გახდება საფუძველი სასამართლოს მიერ ნაფიც მსაჯულთა მხრიდან მსჯავრდებული პირის მიმართ განაჩენის გადასინჯვისა.

скачать dle 11.3